თამარ მუკბანიანი 03.05.2019
საპენსიო ფონდში 201 მლნ ლარია მობილიზებული, თუმცა კვლავ არაფერია ცნობილი, სად დაბანდდება, ვინ განკარგავს და რამდენად სანდო იქნება საბჭო, რომელსაც წლის ბოლომდე 600-700 მლნ ლარზე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ, კანონის მიხედვით, ფული ქვეყნის შიგნით არსებულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა განკარგონ, ანუ ბანკებმა.
|
მარი ჩიტაია 02.05.2019
თბილისის მერიის მხრიდან სამშენებლო კომპანიებზე რეიდების ჩატარებამ შეიძლება, ზოგიერთი ობიექტის დემონტაჟი გამოიწვიოს. მერია შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლის გაძლიერებას იწყებს. სპეციალისტების შეფასებით, დარღვევები იმდენად მასშტაბურია, რომ რეიდები მასობრივ დაჯარიმებას გამოიწვევს. სამშენებლო პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესს ხარვეზის გამოსწორების ვადა უნდა მიეცეს.
|
თამარ მუკბანიანი 02.05.2019
თამბაქოს ბიზნესს წესები ტექნიკურ დონეზეც უმკაცრდება. სიგარეტის, თუთუნისა და ელექტროსიგარეტის ან ნებისმიერი სახის თამბაქოს სარეალიზაციოდ გატანამდე დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარედგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 5 000 ლარია.
|
მარი ჩიტაია 01.05.2019
საქართველოს რეგიონებში მუშახელი არ დარჩა. პრობლემაა იმ ადგილებშიც, რომლებიც ტურისტულ ზონებად ითვლება და, წესით, მოსახლეობის დამაგრება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. იმის ნაცვლად, რომ ხალხი საკარმიდამო ნაკვეთს მაინც უვლიდეს და მეურნეობას პატრონობდეს, გარბის, ხოლო ვინც დარჩა, მასაც გაქცევისკენ უჭირავს თვალი. სავალალო მდგომარეობას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.
|
თამარ მუკბანიანი 01.05.2019
"ყაზტრანსგაზ-თბილისში" ათწლიანი დროებითი სპეცმმართველობა გაუქმდა. ლამის ისტორიული გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ გუშინ მიიღო. მმართველის დანიშვნის მიზეზი დავალიანება გახლდათ, რომელიც 68 777 519 ლარს შეადგენდა. ძირი თანხიდან, 2009 წლიდან დღემდე, მხოლოდ 12 მლნ ლარამდე გადაიხადა კომპანიამ, დარჩენილი 56 მლნ ლარი კი ფინანსთა სამინისტრომ ჩამოაწერა. სემეკ-ში ადასტურებენ, რომ ჩამოწერა სხვადასხვა ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მოხდა.
|
რეზონანსი 30.04.2019
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა. სადაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალი დონის მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.
|
თამარ მუკბანიანი 30.04.2019
წლიდან წლამდე დღესასწაულებზე მოსახლეობის ხარჯი იზრდება. წელს, სააღდგომო სუფრა საშუალოდ 100 ლარით მეტი დაჯდა, ვიდრე შარშან. მოქალაქეები ამბობენ, რომ ყველა დღესასწაულზე ფასები უფრო და უფრო მატულობს, ცხოვრება გაძვირდა, ხელფასები კი უცვლელი დარჩა.
|
თამარ მუკბანიანი 30.04.2019
სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში დასრულდა. სებ-ის მონაცემებით, 4 თვის განმავლობაში ოფიციალურად სულ 287 სუბიექტი დარეგისტრირდა, მათ შორის: მიკროსაფინანსოები, შპს-ები და კერძო მევახშეები. სფეროს სპეციალისტებს უჭირთ შეფასება, რამდენად ბევრი ან ცოტაა რეგისტრირებული, რადგან ბაზარი ამ დრომდე სრულად დარეგულირებული იყო და შესადარებელი მონაცემიც კი არ არსებობს, თუმცა ცალსახად ამბობენ, რომ ეს სიტუაციას უკეთესობისაკენ ვერ შეცვლის.
|
მარი ჩიტაია 30.04.2019
საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობას საერთოდ არ ეტყობა. ოფიციალური სტატისტიკითა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევითაც, მშპ-ის ზრდა ფიქსირდება, მაგრამ მისი გავლენა ხალხზე არ იგრძნობა. 5%-იანი ზრდის პირობებში დაგვჭირდება დაახლოებით 14 წელი, რომ გავიდეთ ევროპის საშუალო განვითარების ქვეყნის დონეზე.
|
მარი ჩიტაია 30.04.2019
უცხოურ ბაზრებზე ნავთობის ფასმა ცოტათი დაიკლო, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნედლი ნავთობის ღირებულებამ 57 დოლარიდან 72 დოლარამდე მოიმატა. სულ ცოტა ხნის წინ ეს მაჩვენებელი 75 დოლარს აღწევდა. ფასზე გარკვეული გავლენა ირანის ფაქტორმა მოახდინა, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობამ, რამაც ბაზარზე არასტაბილურობა გამოიწვია.
|
მარი ჩიტაია 27.04.2019
სამომხმარებლო სესხების კლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარს დაეტყო. ყველა დასახელების ტექნიკის იმპორტიც და რეალიზაციაც შემცირებულია. ოფიაციალური სტატისტიკით, იმპორტმა ამ მიმართულებით 2019 წლის პირველ კვარტალში 20%-იანი კლება განიცადა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მართალია, ამაზე განვადებასთან დაკავშირებით შეზღუდვამ იმოქმედა, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, ეს არ შეძლება ბაზრისთვის ნაგატიურ ფაქტორად შეფასდეს, რადგან საბოლოო ჯამში, მოსახლეობას ამით სასესხო ტვირთი შეუმსუბუქდება.
|
მარი ჩიტაია 26.04.2019
სამომხმარებლო სესხის შემცირებამ საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოიწვია. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, წლის ბოლომდე შესაძლებელია, ბანკებმა არა მარტო საპროცენტო განაკვეთები, არამედ საკომისიოები, ჯარიმები და სხვადასხვა მომსახურება გააძვირონ. ამჯერად კი ცვლილება სამომხმარებლო სესხს შეეხო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. სპეციალისტების შეფასებით, ბანკებმა სესხების გაძვირებით დანაკარგების კომპენსირება მოახდინეს.
|
|