რეზონანსი
23.05.2019

 თბილისი, 23 მაისი, 2018 – საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, ამიერიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კომპიუტერული პროგრამირება ქართულ ენაზე ისწავლოს. შესაბამისი რესურსი განთავსებულია ონლაინ და სრულიად უფასოა. პროგრამირების გაკვეთილები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე, ისე სტუდენტებზე და ნებისმიერ სხვა ადამიანზე, ვისაც პროგრამირების საფუძვლების შესწვლა სურს.

მარი ჩიტაია
22.05.2019

 ლარის არნახულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. დისტრიბუტორები აცხადებენ, რომ მომავალი კვირიდან პროდუქტი ერთბაშად გაძვირდება. იმპორტიორები არაადეკვატურად მიიჩნევენ ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ ფასი არ მოიმატებს. მათი აზრით, მთავრობა რეალურად არ აფასებს მოვლენებს და ვერ აღიქვამს სიტუაციას, რაც შეიძლება ქვეყანას ლარის მასშტაბური გაუფასურებით თავს დაატყდეს.

მარი ჩიტაია
21.05.2019

 ლარი თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება. `ბლუმბერგის~ დინამიკაზე თვალის მიდევნებითაც ჩანს, რომ ლარი სპეკულაციური ფაქტორების ზემოქმედებას განიცდის. სპეციალისტების ნაწილი კურსზე ხელოვნურ ჩარევას ადასტურებს კიდეც, საუბრობენ იმაზეც, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება დოლარის გადინებას უკავშირდება. დევალვაცია მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უმძიმესად აისახება, რადგან სწორედ ლარის კურსს უკავშირდება საწვავსა და საკვებზე, განსაკუთრებით კი, პურზე ფასის ზრდა.

თამარ მუკბანიანი
21.05.2019

 ქუთაისში, ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება. მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. ჯერ უცნობია დეტალები, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ქარხანა ელექტრომობილებს ექსპორტზეც გაიტანს.

თამარ მუკბანიანი
21.05.2019

 გლობალური ინტერნეტი 32-დან 9 ლარამდე გაიაფდება, 1 წუთი ხმოვანი ზარის ღირებულება კი შესაძლოა 24 თეთრზე მეტადაც გაძვირდეს. ასეთია კომუნიკაციების მარეგულირებლის კვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებაში ნათქვამია, რომ 24-თეთრიანი ზღვრის მოხსნა, კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც სპეციალისტებისათვის გაუგებარია. კომისიაში კი დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.

მარი ჩიტაია
20.05.2019

 სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ცვლილება ჯერჯერობით სამომხმარებლო სესხს შეეხო, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ სხვა ტიპის სესხები და მომსახურებაც შეიძლება გაძვირდეს, რასაც ეკონომისტების მეორე ნაწილი არ იზიარებს და ამბობს, რომ ტენდენცია შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.

თამარ მუკბანიანი
20.05.2019

 სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოშია. კრისტინ ლაგარდის ძირითადი გზავნილები ასეთია: ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა, ინვესტორებისთვის აუცილებელია სასამართლოს ნდობის გაზრდა, სავალუტო ფონდი არ არის ყულაბა და უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ ნელა. ქართველი ეკონომისტების ერთი ნაწილი სავალუტო ფონდის საქმიანობას მთლიანად ამ ორგანიზაციას ძალიან უარყოფითად აფასებს.

თეო გუდავაძე
20.05.2019

 დედაქალაქის ბაღების საკვებით მომარაგება რისკის ქვეშაა. თბილისის მერიამ კომპანია `ნილს~, რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ბაღების სააგენტოს უფროსის განცხადებით ამის გამო პრობლემა არ შეექმნებათ ბაღებს და ისინი შეძლებენ საკვები პროდუქტების მიღებას, თუმცა გრძელვადიანი გეგმა უცნობია. `ნილის~ დირექტორი ამბობს, რომ მერია მათ დაუმსახურებლად ცუდად მოექცა.

მარი ჩიტაია
17.05.2019

 საქართველო მეზობელ ქვეყნებზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. საქმე ეხება ელექტროენერგიის დეფიციტს, რომლის შემცირების ძირითად შესაძლებლობად ენერგეტიკოსები ჰესების მშენებლობას მიიჩნევენ. იმის გამო, რომ ქვეყანაში დენის მოხმარება მუდმივად მატულობს, უახლოეს 10-11 წელიწადში საქართველოს დაახლოებით 40%-ით მეტი რესურსი დასჭირდება. ეს საგანგაშო ვითარებას გამოიწვევს და ამ რისკის ასაცილებლად ხელისუფლებას გადამჭრილი ზომების მიღება მოუწევს.

მარი ჩიტაია
17.05.2019

 საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა რეალობას მკვეთრად ასცდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა, მაგრამ მოსახლეობა ამ დროს მუდმივად სამუშაოს ნაკლებობაზე წუხს და დასაქმებას ვერ ახერხებს, რაც სხვადასხვა დამოუკდიებელი კვლევებითაც დასტურდება.

მარი ჩიტაია
16.05.2019

 წინასაზაფხულო სეზონი აფხაზეთში ძალიან მაღალი ფასით დაიწყო. იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა სახის სურსათი გაძვირდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ზუგდიდიდან ტვირთების შეტანა შეუზღუდავად ხდება, მაგრამ მაღალი მოსაკრებლის გამო, ხალხი დიდი ოდენობით პროდუქტის შეტანას ერიდება. შეიძლება ითქვას, რომ ბაზრებზე ქართული ნაწარმის ნაკლებობაა, რის გამოც სიძვირეა. ცალკე დაძაბულობის, ცალკეც გადაადგილების სიძნელემ ქართული პროდუქტი ერთბაშად გააძვირა.

მარი ჩიტაია
16.05.2019

 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლით საქართველოში მიმოსვლის ტარიფები გაიაფდება, მაგრამ ბიუჯეტისთვის წამგებიანი აღმოჩნდება, ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდება სახელმწიფოს ირლანდიური ავიაკომპანია "რაინაერის" ბაზარზე დამკვიდრება. ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპიდან ტურისტების მოზიდვის საპირწონედ ბიუჯეტიდან დიდი ფული დაიხარჯება, რაც მათ აზრით, უმჯობესი იყო, ადგილობრივბი ავიაკომპანიის გასაძლიერებლად მიემართათ. მეორე მხრივ, მგზავრობა იაფდება, რაც მოსახლეობისთვის დიდი სიკეთეა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×