თამარ მუკბანიანი 11.06.2019
საწვავის ფასი ივნისის მეორე ნახევრიდან დაიკლებს. ასეთია, ანალიტიკოსებისა და ავტოგასამართი სადგურების მფლობელთა საერთო მოლოდინი. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის 20%-ით გაიაფების გარდა, პოზიტიური ცვლილების მოლოდინს ლარის შედარებით გამყარებაც აჩენს. `რეგულარის~ ტიპის ბენზინი დაახლოებით 2.10 ლარი ეღირება, ხოლო ევროდიზელი 2.20 ლარის ფარგლებში. ასეთია დღევანდელი პროგნოზი.
|
თეო გუდავაძე 11.06.2019
ოქროს სიის~ გაუქმების გადაწყვეტილება არ გადავადდება. ასეთია ფინანსთა მინისტრის მტკიცე პოზიცია. ბიზნესი 6 თვეს ითხოვს მოსამზადებლად, რადგან მათ სახელმწიფოს მხრიდან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. კერძო სექტორი ახლა ბიზნესომბუდსმენის პრემიერთან მოლაპარაკების იმედადაა.
|
მარი ჩიტაია 11.06.2019
პრემია-დანამატებს საჯარო სექტორი ვერაფრით შეელია. ათასი მანიპულაციებითა და ხერხით გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე პრემიებში მილიონობით ლარი იხარჯება. იმ ფონზე, როცა ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია და ქვეყანა სიღარიბის პრობლემას ვერ ერევა, საჯარო სექტორი ადმინისტრაციულ ხარჯს აორმაგებს.
|
მარიკა გოგოხია 10.06.2019
საქართველოში სოციალურად მოწყვლადი ფენა - პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები და დევნილები "ლიბერთი ბანკის" მძარცველური პოლიტიკის გამო ზარალდებიან. იმის გამო, რომ მათ ექსკლუზიურად ერთი ბანკი ემსახურება, სესხების აღება კაბალური პირობებით უწევთ. საბოლოო ჯამში, ბანკის მოგება მატულობს, ხოლო ადამიანები კიდევ უფრო ღატაკდებიან.
|
მარი გოცირიძე 10.06.2019
საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი მატულობს. როგორც მოსალოდნელი იყო, იმპორტმა გაზაფხულიდან გეზი ზრდისკენ აიღო და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, წინა თვეებისგან განსხვავებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვეა და იგი აშკარად გამოკვეთილი მზარდი ტრენდით გამოირჩევა.
|
ნინა გარდაფხაძე 10.06.2019
ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა, ატიპიური ვირუსები და გაახალგაზრდავებული დაავადებები - ასეთია 21-ე საუკუნის რეალობა, რომელსაც დაბინძურებული ეკოლოგია, კვების რეჟიმი, თავად საკვები და ცხოვრების წესი განაპირობებს. ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის მკურნალობა და მართვა კი წლიდან წლამდე უფრო ძვირდება.
|
თეო გუდავაძე 10.06.2019
ელექტრონული კომერცია ვაჭრობის ტრადიციულ მეთოდს ნელ-ნელა ანაცვლებს. ბოლო პერიოდში ონლაინ გაყიდვა საკმაოდ აქტუალური იყო, თუმცა ისევე როგორც ყველაფერზე, დოლარის კურსის მატებამ ვირტუალურ ვაჭრობაზეც იქონია გავლენა. ონლაინ მაღაზიების მეპატრონეები "რეზონანსთან“ არ მალავენ, რომ ბიზნესი ნელ-ნელა უკან მიდის და რეალიზაცია გაიყინა, როგორც ნივთის საფასური, ასევე ტრანსპორტირების ღირებულებაც გაცილებით მეტია, ვიდრე 3-4 თვის წინ იყო.
|
მარი ჩიტაია 10.06.2019
ბიტკოინი მიმზიდველობას იბრუნებს. კრიპტოვალუტის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში განუხრელად იზრდება და უკვე 8 000 დოლარს გასცდა. შესაბამისად, ციფრული ვალუტის გამომუშავება აზრს იძენს. რამდენადაც ტენდენცია ბიტკოინისთვის საკმაოდ პოზიტიურია, მოსალოდნელია, რომ საქართველოში ვალუტის გამომამუშავებელი პატარ-პატარა ფერმების გახსნა ისევ დაიწყოს, რაც ბოლო დროს მიძინებული იყო. იგივე პროცესი დაიწყება აფხაზეთშიც და საბოლოოდ ეს ყველაფერი ქვეყნის ენერგეტიკას ტვირთად დააწვება.
|
მარი გოცირიძე 10.06.2019
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტებს წლის ბოლომდე რამდენიმე ახალი მიმართულება შეემატება. ცვლილება შეეხება სხვადასხვა დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსაც, რომელთა მოდერნიზების პროცესი უკვე დაწყებულია. სააგენტოს აქვს ამბიცია, საქართველოს აგრარული სექტორის დონე თანამედროვე, ევროპულ სტანდარტს გაუთანაბრდეს, გაიზარდოს ქართული წარმოების ხარისხი, ცნობადობა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე ღირსეული ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტები, რომელთა ნაწილი დასრულდა, ნაწილი განახლდება და სრულიად ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
|
მარი ჩიტაია 07.06.2019
უკვე გადაჭრით შეილება ითქვას, რომ სამშენებლო კომპანია `სვეტმა~ საბოლოოდ `ცენტრ-პოინტის~ ბედი გაიზიარა. 1 წელი გადის, რაც უნებართვო მშენებლობების გამო მერიამ კომპანიას საქმიანობა შეუჩერა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა, მაგრამ არანაირი სიახლე არ არის და ვერავინ იძლევა იმედს, რომ დაკარგული თანხა აუნაზღაურდებათ. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიდის და პრობლემა მოგვარდება, თუმცა რა გზა შეიძლება გამოინახოს და რა ბედი ელით დაზარალებულებს, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.
| |
მარი ჩიტაია 06.06.2019
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა. შედეგად, 217 იმპორტიორს გადასახადების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა. გამონაკლისი, მხოლოდ ხორბლის შემომტანები არიან. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ბიზნეს სუბიექტებისათვის და ასოციაციებისთვის. მაჭავარიანის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ბიზნესი გაფრთხილებული იყო და მათთან კომუნიკაცია ჰქონდათ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|