მარი ჩიტაია 27.06.2019
მთავრობას ლარის გასამყარებლად შანსიც არ აქვს. მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და რუსი ტურისტების შემცირების ფონზე ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება და თითქმის 1 დოლარის ღირებულება თითქმის 3 ლარს აღწევს. საგანგაშოა ისიც, რომკურსთან დაკავშირებით ვერც მთავრობა და ვერც ეროვნული ბანკი იმედს ვერ იძლევა.
|
რეზონანსი 27.06.2019
დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე მყისიერი ასახვა ჰპოვა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არა მარტო იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი პროდუქციის გაძვირება დაიწყო და მომავალი კვირიდან, ფასის მატების მოლოდინია მედიკამენტებზე და ნავთობბროდუქტებზე. იმპორტიორები ერთხმად აცხადებენ, რომ გაძვირება გარდაუვალია და უკვე დაიწყო კიდეც.
|
თეო გუდავაძე 27.06.2019
ღვინის ხარისხის დაწუნების შემდეგ, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ შეზღუდვები ხილსა და ბოსტნეულს არ შეეხება და მისი ექსპორტი საქართველოდან გაგრძელდება. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს განსაკუთრებული ეკონომიკის ხეირის მომტანი არ იქნება ქვეყნისათვის, რადგან მთავარი გადაწყვეტილება რუსეთმა უკვე მიიღო და ავიამიმოსვლა შეაჩერა. სხვა დანარჩენს კი ქართულ ბაზარზე ვერც პოზიტიური და ვერც ნეგატიური მნიშვნელობა ვერ ექნება.
|
მარი ჩიტაია 27.06.2019
"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მასშტაბური ლოიალობის პროგრამა "ეკოისტები" წარადგინა. პროექტში ჩართულ მოქალაქეებს ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტის გამომუშავება შეეძლებათ. ამისთვის ყველა მსურველს 5 ეკოქცევის გამოვლენა მოუწევს. გარდა დაზღვეულებისა, კომპანიის ახალი პლატფორმა ნებისმიერი მსურველისთვის, ასაკის შეუზღუდავად ხელმისაწვდომია. მთავარი პირობაა, რომ მისდევდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუმცა, დაზღვეულებს აქვთ ის უპირტატესობა, რომ ეკომონეტები დაზღვევაში გადახდილი თანხიდან - თანხის 10%-მდე დამატებით უგროვდებათ.
|
მარი ჩიტაია 26.06.2019
რუსეთიდან ფულად გზავნილებს საფრთხე არ ემუქრება. არ არის გამორიცხული, რომ ჩარიცხვა შემცირდეს, თუმცა, როგორც ეკონომისტები აცხადებენ, ეს ერთადერთი მიმართულებაა, რომელზეც ქართულ-რუსული დაძაბულობა ყველაზე ნაკლებად იმოქმედებს.
|
თამარ მუკბანიანი 26.06.2019
ლარმა ახალი არანომალური ანტირეკორდი დაამყარა. ოფიციალურად დოლართან მიმართებაში 27 ივნისს 2.84 ნიშნულზე იქნება, მაგრამ რეალური კურსი 2,87-ია. სპეციალისტები გაუფასურებას სპეკულაციურ ფაქტორებს უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ გამყარება კვირის ბოლოდან დაიწყება.
|
თამარ მუკბანიანი 25.06.2019
გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, პოლიტიკის გარდა, მნიშვნელოვნად იმოქმედა ეკონომიკაზე. რუსეთთან ეკონომიკური კავშირი საფრთხის ქვეშაა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მშპ-ს ზრდის ტემპს არსებული ვითარება გარდაუვალად შეანელებს.
|
რეზონანსი 25.06.2019
ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ცალმხრივი ინტერვენციების გამო ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. რეზერვების აქტიური შესყიდვებით ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ყველა შანსს სპობს. 10 დღის წინ სებ-მა 30 მლნ დოლარი ისე გამოაცალა ბაზარს, რომ დღესაც გაუგებარია, რა პრინციპით იმოქმედეს. საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, არც მთავრობა და არც სებ-ი ამაზე კომენტარს არ აკეთებს. ამასობაში ლარი შეიძლება ითქვას ჩამოიშალა და გაცვლითი კურსი ახალ-ახალ ანტირეკორდებს ამყარებს.
|
ნინა გარდაფხაძე 25.06.2019
19 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ქართული საექსპორტო ბაზრის გარდა, გავლენა რუსეთში მოღვაწე, ქართველ ბიზნესმენებზეც იქონია. მათ დიდ ნაწილს ამაზე ღიად საუბარი არ სურს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც რუსეთში ჩასვლას აღარ გეგმავს. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ რეალური სურათი თუ რა წნეხი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში საშუალოვადიან პერიოდში გამოჩნდება, ფულადი გზავნილების შემცირებით.
|
თეო გუდავაძე 24.06.2019
ქართული ბაზარი რუსული ემბარგოს მოლოდინშია. უკვე მეორედ, პოლიტიკური დაძაბულობის გამო, რუსეთი საქართველოს ექსპორტის შეჩერებით "დასჯას" უპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელი მეზობელი ქართული ღვინის გასაღების ნომერ პირველი ბაზარია, კომპანიები ემბარგოსათვის მზად არიან და ამბობენ, რომ ამის მოლოდნი სულ არსებობს. შესაბამისად, ქართული ღვინო სხვა ბაზარს აუცილებლად იპოვნის.
|
მარი ჩიტაია 24.06.2019
საპროტესტო აქციები საქართველოს ეკონომიკაში პრობლემას შექმნის. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ უცხოური კაპიტალის დეფიციტი გამოიწვიოს. რასაც შეიძლება მოჰყვეს ფინანსური კრიზისი და ლარის გაუფასურება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მოკლევადიან პერიოდში მიმდინარე პროცესები ქვეყნის ეკონომიკურ სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს, ამ მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა ინვესტიციებსა და მომსახურების სფეროშია მოსალოდნელი.
|
ნინა გარდაფხაძე 24.06.2019
ცოცხლად დაბადებულთა და გრადაცვლილთა შორის სხვაობა წლიდან წლამდე მცირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2-3 წელიწადში ბუნებრივი მატება საერთოდ აღარ გვექნება. ეს ნიშნავს, რომ დემოგრაფიული კოლაფსი ახლოსაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|