თეო გუდავაძე 11.07.2019
ტურისტულმა ემბარგომ რესტორნების ბიზნესზეც იმოქმედა. რესტორატორებს წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენს კონკრეტულ სექტორზე. კვების ობიექტის მეპატრონეები კი ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი კრიზისი მცირე ტიპის სარესტორნო ბაზარზე შეიქმნება და ეს ნაკლებად შეეხება ქსელური ტიპის სარესტორნო ბიზნესს. განსაკუთრებული პრობლემები მოსალოდნელია რეგიონებში.
|
თამარ მუკბანიანი 11.07.2019
რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის შეწყვეტიდან სამ დღეში უკვე 64 ავიარეისი გაუქმდა. როგორც რუსული, ისევე ქართული ავიაკომპანიების ზარალი ჯერჯერობით ზუსტად დათვლილი არ არის, რადგან უცნობია როდემდე გაგრძელდება აკრძალვა. რუსეთს მიმართულებით ორი ქართული კომპანია დაფრინავდა, "მაივეიმ" ჯერჯერობით დუმს, ხოლო "აირზენა" კი აცხადებს, რომ რეისებს ერევნიდან ტრანზიტულად განახორციელებენ.
|
მარი ჩიტაია 11.07.2019
მოსალონელია დოლარის დევალვაცია, რომელიც შეიძლება ლარის დროებითი გამყარების პერსპექტივა გახდეს. `ბლუმბერგის~ ინფორმაციით, ტრამპის თანაშემწეებს დოლარის კურსის შემცირების გზების მოფიქრება დაევალათ. ამით აშშ ეკონომიკური საფრთხეების განეიტრალებას ცდილობს. ქართველ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დოლარის დევალვაციით ლარს ნაწილობრივ ეშველება.
|
რეზონანსი 10.07.2019
გაზის, წყლისა და დენის სამი წლით დადგენილი ტარიფები, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად გადაიხედოს და გაიზარდოს კიდეც. ამის ერთადერთი მიზეზი, ლარის უპრეცენტო გაუფასურებაა, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ თუ ლარის კურსი 2.75-იან ნიშნულს არ ჩამოსცდება, გაძვირება გარდაუვალია.
|
მარი ჩიტაია 10.07.2019
ინფლაცია ისე სწრაფად მატულობს, რომ ამ პროცესის დაბალანსება უკვე შეუძლებელია. ლარის დევალვაციისა და რუსეთის მიერ დაწესებული ,,ტურისტული ემბარგოს~ პირობებში მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებაც კი უტოპია გახდა. ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, ინფლაცია 8-9%-ს მიაღწევს, თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა ამ მოსაზრებას ემიჯნება და ამბობს, რომ ინფლაცია ასე "არ გაიქცევა". ოფიციალური სტატისტიკით, ინფლაცია უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს გადასცდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2019 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.3%-ს მიაღწია. ფასები სხვადასხვა მაჩვენებლით გაზრდილია როგორც სურსათზე, ასევე სხვა სასაქონლო ჯგუფებსა და მომსახურებაზე.
|
მარი ჩიტაია 09.07.2019
მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარი შეიწირეს. კურსს უკვე გაუფასურებაც აღარ ეთქმის, მდგომარეობა იმდენად კატასტროფულია, რომ სიტუაციიის კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელია. იმიც ნაცვლად, რომ ლარს ოდნავ მაინც უშველონ, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც უმოქმედოა. ფაქტია, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ იდგმევა.
|
თამარ მუკბანიანი 09.07.2019
კომერციული ბანკი-ეროვნული ბანკი-კომერციული ბანკი - ეს მურთაზ კიკორიას "სივის" ბოლო მონაკვეთია, რომელმაც მარეგულირებლიდან კვლავ კერძო საფინანსო ინსტიტუტში - "ლიბერთი ბანკში" გადაინაცვლა. უცნაურია, მაგრამ გამოკვეთილი ინტერესთა კონფლიქტის, მიღებული გამოცდილების და მუშაობის გზების უშუალო ცოდნის და დაგროვილი კონტაქტების მიუხედავად, ამ ფაქტში კანონსაწინააღდეგო არაფერია.
|
თამარ მუკბანიანი 09.07.2019
დაანონსსებული 4.5% ეკონომიკური ზრდა, უკვე შეუსრულებელ ამოცანებს შორისაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთნიშნა ზრდის ტემპი ისედაც ძალიან დაბალია, რუსული ემბარგოსა და მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობის, მისი შესრულებაც კი წარმო.
|
მარი ჩიტაია 08.07.2019
საქართველოში ტურისტების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. რუსეთის მიერ ავიამომისვლის შეჩერებამ დარგს დიდი დარტყმა მიაყენა, ხოლო სიტუაცია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესების გამო კიდევ უფრო გაუარესდა. შავი ზღვისპირეთში მდებარე სასტუმროების წარმომადგენების ინფორმაციით, ერთ დღეში ათეულობით ტურისტმა გააქუმა შეკვეთა და კურორტები ადგილობრივი დამსვენებლების ამარა დარჩნენ. ვითარებაა ამ მხრივაც მძიმეა და სასტუმროები მასობრივად ცარიელია. ფაქტია, რომ ქვეყანა ტურისტულ შოკს განიცდის.
|
თამარ მუკბანიანი 08.07.2019
დუმის კომიტეტმა, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების, ღვინისა და მინერალური წყლის შეტანის აკრძალვას მხარი დაუჭირა. ავიამიმოსვლის აკრძალვა კი უკვე ამოქმედდა. ამის შედეგად, ლარის გაუფასურებას 20 ივნისის შემდეგ შეუქცევადი ხასიათი აქვს და ანალიტიკოსები პროგნოზით, თუ ქვეყნის შიგნით ვითარება არ დასტაბილურდა, დევალვაცია კვლავ გაგრძელდება.
|
თამარ მუკბანიანი 08.07.2019

180 000 დოლარად შეფასებული ქონების საკითხი, რომელიც "პროკრედიტ ბანკმა" ნულოვან აუქციონზე 9 000 დოლარად გაყიდა, "ახალგაზრდა ადვოკატებმა" შეისწავლეს. ვრცელ კველევაში იმ შეუსაბამობაზე, დარღევევებსა და არამიზნობრივ ქმედებებზეა საუბარი, რომელიც კომერციულმა ბანკმა "ქართული სკოლის" წინააღდეგ განახორციელა. დღესდღეობით სკოლის მფლობელი და მისი ოჯახი, ბიზნესის გარეშეა დარჩენილი და უკნასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლებაც ემუქრება.
|
მარი ჩიტაია 05.07.2019
აზერბაიჯანული დიზელი, შესაძლოა, რუსული და თურქმეული პროდუქტით ჩანაცვლდეს. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, მომავალი წლიდან ბაზრების დივერსიფიცირება დაიწყება, კონკრეტულად რომელი ქვეყნებით, ამაზე ორგანიზაციაში ჯერ არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტების ვარაუდით, რუსული დიზელის წილი მოიმატებს, რაც არასახარბიელოა. მიუხედავად ამისა, როგორც ბაზრის მკვლევარები აცხადებენ, დიზელის იმპორტში პრობლემა მოსალოდნელი არ არის.
|
|