მარი ჩიტაია
24.06.2019

 მიმდინარე წლის იანვარ-მაისში დიზელის საწვავის იმპორტი საკმაოდ შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტმა ამ მიმართულებით 32,5 ათასი ტონითიკლო. ბენიზნის იმპორტის მხრივ ტენდენცია არ შეცვლილა და იანვარ-მაისშიც მზარდი ტრენდით გამოირჩეოდა.

მარი ჩიტაია
24.06.2019

 რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული სანქციები "ტურისტულ ემბარგოს" გასცდა. "რუსოფობიური ტალღის" საპასუხოდ კრემლი ქართულ პროდუქტსაც უწესებს და ცდილობს, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ დაუსვას წერტილი. ტურიზმის შემდეგ, შესაძლოა, ემბაქრო ქართულ მინერალურ წყლებსა და ღვინოზეც გამოცხადდეს.

მარი ჩიტაია
21.06.2019

 წელს საქართველოს ტურისტებისთვის "უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის შენარჩუნება გაუჭირდება. მიმდინარე პროცესები და ბოლო დროის მუდმივი დაძაბულობა ტურიზმს დააზარალებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსი დამსვენებლებლების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ქვეყანაში ჩამოსვლისგან ევროპელი ტურისტებიც თავს შეიკავებენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსალოდნელია ჯავშნების გაუქმებაც, რაზეც გავლენას "თბილისი პრაიდის" ჩატარება და ამ მოვლენისთვის დამახასიათებელი დაძაბულობაც მოახდენს.

მარი ჩიტაია
20.06.2019

 მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი მეწარმეებისთვის მიუღებელია, მაგრამ არც მომხმარებელთა უფლებების დამცველებს მოსწონთ. მათი აზრით, ახალი კანონი მომხმარებელთა უფლებებს რეალურად ვერ დაიცავს. არსებობს მოსაზრებაც, რომ კანონის მიღება ფასის ზრდას გამოიწვევს, მცირე მეწარმეებს კი ფინანსური ტვირთი დაუმძიმდებათ.

მარი ჩიტაია
20.06.2019

 ოკუპანტი ქვეყანის ოფიციალური პირები თავს უფლებას აძლევენ საქართველოში გამომწვევად მოიქცნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა სწორედ ჩრდილოელ მეზობელზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ექსპორტ-იმპორტში ძირითადად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, მაღალბიუჯეტური კომპანიების უმეტესობა რუს ინვესტორებზეა გადაბარებული. მართალია, ეს პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაგრამ ტენდენცია არც "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში შეცვლილა და ქვეყანა, ფაქტობრივად, რუსეთის ხელის შემყურე გახდა, რის გავლენა პოლიტიკაშიც იგრძნობა.

თამარ მუკბანიანი
20.06.2019

 საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ცვლილებები წელსვე ამოქმედდება, თუმცა დოკუმენტი აკრძალავს იმ ქმედებებს, რომელიც ისედაც დანაშაულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით.

მარი ჩიტაია
19.06.2019

 შეიძლება ითქვას, ტურისტული სეზონი აფხაზეთში სრული კრახით დაიწყო. რუსი ტურისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზღვა დაბინძურებულია, ხოლო ტექნიკის უქონლობის გამო ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოები, რის გამოც აფხაზეთში დასვენება აზრს კარგავს. თუკი აქამდე აფხაზეთის საგზურები რუსული ტურისტული ორგანიზაციებისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო, ახლა ისინი პირდაპირ მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ არ დაისვენონ აფხაზეთში.

მარი ჩიტაია
19.06.2019

 თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს ხარვეზის გამოსწორების შანსს აძლევს. ამნისტია შეეხება ყველა ისეთ ობიექტს, რომლის ფუნქციური წყობა და ინტენსივობის მაჩვენებელი შენარჩუნებულია, მაგრამ გადაცდომების გამო აქამდე მისი ექსპლუატაციაში მიღება ვერ ხერხდებოდა. ურბანისტების შეფასებით, მთავარი პირობა ამ ეტაპზე უსაფრთხოების სტანდარტის დაცვაა, რაც ყველა მშენებელს მოეთხოვება. სხვა შემთხვევაში, თუკი წვრილმანი ხარვეზია და ქალაქის აქრიტექტურულ იერსახეს არ პრობლემას შეუქმნის, შენობა ამნისტიას დაექვემდებარება.

ნინა გარდაფხაძე
19.06.2019

 საქართველოში ნათესი ფართობები, 13.2 ათასი ჰექტრით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, შემცირება შეეხო ყველა კულტურას, გარდა ხორბლისა. ერთწლიანი კულტურები ფართობის შემცირებას 2015 წლიდან შეუქცევადი ხასიათი აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობა რეგიონებიდან გამორბის.

თამარ მუკბანიანი
18.06.2019

 ლარი კვლავ გაუფასურდა. სხვადასხვა კომერციულ ბანკებში კი დოლარის ფასმა უკვე გადააჭარბა 2.80-იან ნიშნულს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის დაპირება აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა, კურსი არათუ გამყარდა, პირიქით, მალევე დაუბრუნდა ისტორიული გაუფასურების ნიშნულს.

თამარ მუკბანიანი
18.06.2019

 პირველი ივლისიდან სესხის გამცემი სუბიექტებისათვის (ლომბარდი) კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მათ ბანკებიდან ფინანსური რესურსების აღება გაურთულდებათ.

მარი ჩიტაია
18.06.2019

 აზერბაიჯანულმა გაზმა ევროპამდე მიაღწია. ქართული მხარე გლობალურ პროექტის განხორციელებას ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად მიიჩნევს. გარდა იმისა, რომ საქართველო ტრანზიტის ღირებულებას მიიღებს ნატურით, გარკვეული რაოდენობის გაზის შესყიდვა შეღავათიან ფასშიც შეგვეძლება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ,,შაჰ-დენიზი 2“-ს ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც პოლიტიკურად, ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით, რადგან მან უნდა უზრუნველყოს გაზის დეფიციტის შემცირება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×