რეზონანსი 03.06.2019
სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასის მატებამ და კომერციული გაზის გაძვირებამ, საკურორტო ზონებში ტარიფების ზრდა გამოიწვია. ამ ზაფხულს დამსვენებლებს შარშანდელთან შედარებით, მეტის გადახდა მოუწევთ, როგორც სასტუმროებში, ასევე სხვადასხვა კაფე-ბარებსა თუ გასართობ დაწესებულებებში.
|
მარი ჩიტაია 31.05.2019
დასაქმების დონე ბოლო 4 წლის განმავლობაში მუდმივად მცირდება. ოფიციალური სტატისტიკითაც კი დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მოსახლეობის გადინების გამო დასაქმების დონემ იკლო და ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალი წლების განმავლობაშიც, თუ სახელმწიფო შესაბამის ზომებს არ მიიღებს.
|
მარი ჩიტაია 30.05.2019
მედიკამენტების ფასმა ბოლო 1 თვეში, საშუალოდ, 10-11%-ის ფარგლებში მოიმატა. ცხადია, გაძვირება ლარის კურსს უკავშირდება, თუმცა სპეციალსიტების მოსაზრებას თუ გავითვალსიწინებთ, ფარმაცევტული კომპანიები იმდენად მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რომ ფასის შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისი რესურსი აქვთ, რასაც რეალურად არავინ აკეთებს. დევალვაციის ფონზე მიზანმიმართულად სწორედ ის წამლები ძვირდება, რაც ყველაზე მოთხოვნადია.
|
თამარ მუკბანიანი 30.05.2019
მოსახლეობის მეხუთედი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის 2018 წლის მონაცემები. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვითარაბა კიდევ უფრო დრამატულია, რადგანა 2008 წლის შემდეგ, შინამეურნეობების შემოსავალი ინფლაციათან მიმართებით პირველად შემცირდა.
|
თეო გუდავაძე 30.05.2019
საქართველოში ბინის გაქირავება მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ბოლო პერიოდში დედაქალაქში ბინის ქირაზე მოთხოვნა შემცირდა, რაც სავარაუდოდ, ლარის კურსის ცვალებადობამ განაპირობა. მოთხოვნის შემცირებამ კი, თავის მხრივ გამოიწვია ქირის გადასახადის 10-15%-ით შემცირებაც.
|
რეზონანსი 30.05.2019
თბილისი, 30 მაისი, 2019 – ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, მომხმარებელს სთავაზობს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საერთაშორისო ლიგის აბონიმენტზე წვდომას, რაც გულისხმობს NBA -ს ნებისმიერი თამაშის ყურების შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს.
|
რეზონანსი 29.05.2019
წლის ბოლომდე ყველა ოჯახისათვის სავალდებულო გახდება გაზის დეტექტორების მონტაჟი, როგორც ახალ აშენებულ, ისევე ძველ კორპუსებში. რადგანაც მოსახელოებისათვის ეს მძიმე ფინანსური ტვირთი იქნება, მონტაჟი, შესაძლოა, გაზის კომპანიამ უზრუნველყოს და შედეგ გადაანაწილოს გადასახადი. ჯერჯერობით უცნობია, მზად არის თუ არა კომპანია, მსგავსი ხარჯების საკუთარ თავზე ასაღებად და ცვლილება მხოლოდ დედაქალაქს შეეხება თუ რეგიონებსაც.
|
თამარ მუკბანიანი 29.05.2019
შიგა ბაზარზე, ავტოიმპორტისა და გაყიდვის კლების ფონზე, ექსპორტი და რეექსპორტი ბოლო სამ წელიწადში 122%-ითაა გაზრდილი. მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყირგიზეთი, რუსეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. რუსეთში, სადაც ავტომობილებზე ევრაზიის არაწევრი ქვეყნებისათვის მაღალი საბაჟო გადასახადია, ავტომობილები სომხეთის გავლით შედის.
|
მარი ჩიტაია 29.05.2019
ლარის გაუფასურების პროცესს ვერაფერი აჩერებს. კურსი კატასტროფულად უფასურდება და ქვეყანა სავალუტო კრიზისიდან ვერ გამოდის. არანაირი ფუნდამენტური მიზეზი, რაც შეიძლება კურსზე მოქმედებდეს, არ გვაქვს და არც გამოსავალი ჩანს. იმის მაგივრად, რომ ლარს უშველონ, მთავრობა ხალხის მოტყუებას განაგრძობს და ათასნაირი ხრიკით ცდილობს სავალუტო კრიზისი გარეშე ფაქტორს გადააბრალოს. იტყუება ქვეყნის პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, რომლებიც მუდმივად გვეუბნებიან, რომ კურსი მოკლევადიან რყევებს განიცდის და მალე დასტაბილურდება. რეალურად კი ყველაფერი პირიქით ხდება.
|
მარი ჩიტაია 28.05.2019
სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტები არნახული სისწრაფით მატულობს. საბაჟო გამშვებ პუნქტებში `სარფსა~ და „წითელი ხიდში“, ასევე სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ბოლო ერთ კვირაში ათი ათასობით ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, კონტრაბანდის ფაქტები კიდევ მოიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფაქტების გამოვლენა ხერხდება, მოსახლეობა ბოლომდე რისკავს და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თუ მეზობელი ქვეყნებიდან კონტრაბანდული თამბაქო შემოიტანოს.
|
მარი ჩიტაია 28.05.2019
საბანკო ანგარიშების გატეხვისა და თანხის დატაცების ფაქტები გახშირდა. მხოლოდ 2019 წლის 3 თვის მონაცემით, კიბერდანაშაულის შემთხვევები 211%-ით არის გაზრდილი, რაც მოწმობს, რომ ბანკების მომხმარებლები სერიოზულ საფრთხეში არიან. განსაკუთრებით მათ აქვთ პრობლემა, ვინც ინტერნეტ ბანკით და "მობაილბანკით" სარგებლობს, თუმცა საფრთხე ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, ვინც სხვადასხვა ტიპის საბანკო ბარათს ფლობს. დაცვის ერთ-ერთი საშუალება ანგარიშის დაზღვევაა, თუმცა მომხმარებლებს განსაკუთრებით მოუწევთ ზრუნვა პერსპონალური ინფორმაციის დაცვაზეც.
|
თამარ მუკბანიანი 28.05.2019
ავტომობილების ინსპექტირებისა და წესის დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმების სისტემა იცვლება. მალე 30-ის ნაცვლად, ყოველ სამ დღეში დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელიც ინსპექტორების წესს დაარღვევნ. ცვლილებები, სავარაუდოდ 1 ივლისიდან ამოქმედდება. 2020 წლიდან კი მანქანების კატალიზატორით აღჭურვა სავალდებულო გახდება.
|
|