მარი ჩიტაია 14.05.2019
უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტებიგანუხრელად მატულობს. ევროპის ქვეყნებიდან ქართველებს უკვეყოველდღირად აძევებენ. ხალხი ქვეყნიდან სიღარიბესა დაუმუშევრობას გაურბის, თუმცა ძალიან ცოტას უმართლებს. მარტომარტში ისრაელიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან 190 ადამიანიგამოაძევეს. ცხადია, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი მკვეთრადგაიზრდება და რამდენიმე ათასს მიაღწევს, თუმცა კონკრეტულადრამდენით, ამის პროგნოზს დღეს ვერავინ აკეთებს.
|
თამარ მუკბანიანი 14.05.2019
ავტომობილებისათვის განბაჟების გადასახადი და მოსაკრებელი ძრავის მოცულობისა და ასაკის მიხედვით უნდა დაცესდეს. ასეთია, პარლამენტის სამუშაო ჯგუფის რეკკომენდაცია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესამსუბუქებლად. მართადია, ეს ზოგიერთი ტიპის მანქანის (ჯიპები, დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანები) გაძვირებას გამოიწვევს და მისი შენახვის ხრაჯიც გაიზრდება, მაგრამ სპეციალისტების აზრით, რეგულაციები აცულებელია. ასე ხდება არა მარტო ევროპის ქვეყნებში, არამედ მეზობელ სახელმწიფოებშიც.
|
მარი ჩიტაია 14.05.2019
მიმდინარე წლის 4 თვის განვალობაში საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება, ხოლო საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი - რუსეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან რუსეთი, რუმინეთი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს 2019 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება ფიქსირდება.
|
მარი ჩიტაია 10.05.2019
3 წელიწადში თბილისს მეტროს ახალი მიწისზედა ხაზი შეემატება. მეტროსადგურის მშენებლობის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ცნობილია, რომ იგეგმება მეტროს 2 ხაზის განვითარება, რომლის ათვლის წერტილი მეტროსადგური "სამგორი" გახდება. პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე "სამგორს" ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს. კვლევა-პროექტირების მეორე ფაზა სამგორსა და რუსთავს შორის მონაკვეთის შესწავლას მოიცავს.
|
თეო გუდავაძე 10.05.2019
შესაძლოა 1-ლი და 14 მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს. ეს სწორედ ის თვეა, სადაც თავმოყრილია უამრავი უქმე დღე. თუკი შაბათ-კვირასაც მივათვლით, სამომავლოდ მაისის ნახევარი არასამუშაო დღეები იქნება.
|
მარი ჩიტაია 10.05.2019
საფონდო ბირჟის განვითარების პერსპექტივა ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივმა ნაბიჯებმა ჩაკლა. იმის გამო, რომ მთელი ბაზარი მათ მიერაა დაპყრობილი, ახალი მოთამაშე, პრაქტიკულად, ვერ შემოდის და საფონდო ბაზრის შესაძლებლობებით საერთოდ ვერავინ სარგებლობს. ასე ქვეყნის ეკონომიკა მუდმივად ერთ წრეზე იტრიალებს.
|
თამარ მუკბანიანი 10.05.2019
ავტომობილების რაოდენობის მიხედვით მოსაკრებლის დაწესებას პარლამენტი არ გეგმავს. თემის განხილვა ჩანაწერმა გამოიწვია, რომელიც მოსახლეობის მიერ შეთავაზებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ასახვას მოჰყვა. სამაგიეროდ, იგეგმება სხვა ცვლილება და ზოგიერთი მათგანი მალე ამოქმედდება.
|
მარი გოცირიძე 10.05.2019
"Talking Environment - გარემოს ქმნი შენ" - ამ სახელწოდებით საჯარო ფორუმი გარემოს დაცვის საკითხებს მიეძღვნა და ამომწურავად უპასუხა იმ გამოწვევებს, რაც საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებობს. ქვეყანა ნარჩენების მართვის სრულყოფისთვის აქტიურ ღონისძიებებს გეგმავს, რაშიც მას ევროკავშირი ეხმარება.
|
მარი გოცირიძე 10.05.2019
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებულმა პროექტებმა შედეგი უკვე მოიტანა. 2018 წლის მონაცემით, წარმოებულია 1,3 მლნ ტონაზე მეტი პროდუქცია.
|
მარიამ ხულიაშვილი 09.05.2019
შრომის კოდექსი და შრომის ინსპექციის გაზრდილი უფლებები, დასაქმებულთა არათუ თანასწორ გარემოში მუშაობის საშუალებას ვერ იძლევა, მათ სიცოცხლესაც კი ვერ იცავს. დამოუკიდებელი პროფკავშირები თვლიან, რომ სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა, სახელმწიფოს ნებაა, დაიცვას მოქალაქე და მისი სიცოცხლე.
|
მარი ჩიტაია 09.05.2019
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები შესაძლოა, მომავალ წელსაც ვერ შესრულდეს. მშენებლობის ვადები უკვე იმდენჯერ დაირღვა, რომ დეპუტატებსაც თავგზა აებნათ. რეალურად არავინ იცის, როდის დასრულდება გზების მშენებლობა და რა ქმნის ისეთ დაბრკოლებას, რაც დაანონსებული პროექტების ვადებს მუდმივად ცვლის.
|
თამარ მუკბანიანი 09.05.2019
თბილისში მიკროავტობუსები სრულად ვერ ჩანაცვლდება. ასეთია მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხედვა, თავად მერს კი შესაძლებლად მიაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ საერთოდაც გაქრეს "მარშრუტკები". ქალაქის მუნიციპალიტეტს "თბილისის მიკროავტობუსთან" ხელშეკრულება 2031 წლამდე აქვს, თუმცა მერიამ სხვადასხვა სფეროში უკვე არაერთხელ მოახერხა მსგავსი კონტრაქტის გაწყვეტა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|