თამარ მუკბანიანი 16.05.2019
საქართველოს ორ რეგიონში მუშების გაფიცვა ერთდროულად დაიწყო. ჭიათურასა და რუსთავში, დასაქმებულთა პროტესტის მიზეზი, დაბალი ხელფასი და არასათანადო სამუშაო პირობებია. მენეჯმენტი პრობლემას არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს და პროცესებს მართულს უწოდებენ. პროფკავშირები და სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ ტოტალური გაძვირების ფონზე, არ შეიძლება მხოლოდ დასაქმებულთა ხელფასი იყოს უცვლელი.
|
რეზონანსი 16.05.2019
თბილისი, 16 მაისი, 2019 – საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრის, ბილაინის მხარდაჭერით მაისში, „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის - Future Agro Challenge -ის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აგროპრენერების და აგროინოვატორების აღმოჩენას სოფლის მეურნეობის სფეროში სიახლეების დასანერგად, კერძოდ კი საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით. საქართველოში კონკურსი 30 სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარდა და 48 საათიანი ჰაკათონის შედეგად 8 ფინალისტი გუნდი კომპეტენტური ჟიურის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა.
|
თამარ მუკბანიანი 15.05.2019
ინფლაცია წელს ისევ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. ამ მოსაზრებას სავალუტო ფონდის მისიაც იზიარებს და მიზეზთა შორის თამბაქოს ნაწარმზე გაზრდილ აქციზს ასახელებს. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ აქციზზე მეტად გაუფასურებას სავალუტო რყევა იწვევს ბოლომდე იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში და ამან უკვე პერმანენტული ხასიათი შეიძინა.
|
ნინა გარდაფხაძე 15.05.2019
საქართველოში უცხოელი პროფესიონალების საჭიროება გაჩნდა. მიზეზი, რიგ სპეციალობებზე კადრების მწვავე დეფიციტია. კომპანიების წარმომადგენლების შემდეგ, ამაზე დაუფარავად ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა.
|
თეო გუდავაძე 15.05.2019
სწრაფი კვების ობიექტების მომსახურება ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძვირდა, მიუხედავად ამისა, კლიენტების რიცხვი არ შემცირებულა. ობიექტების მეპატრონეები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, თუმცა
მთავარი მიანც ბუნებრივ აირზე ტარიფის მატება და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასის ზრდაა.
|
რეზონანსი 15.05.2019
თბილისი, 15 მაისი, 2019 – ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი, მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტებს განახლებული პირობებით. დღეიდან მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს:
|
მარი გოცირიძე 14.05.2019
"თიბისი დაზღვევა" უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. "თიბისი დაზღვევის" ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით.
|
თამარ მუკბანიანი 14.05.2019
მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა, კვლავ ვერ ხერხდება. ამჯერად, სივრცის განვითარებაზე უარი "იქს 2"-მა განაცხადა. მიზეზად კი მერიისაგან განსხვავებული გაანგარიშება დაასახელა. კომპანიის წარმომადგნელების თქმით, 18 წლის განმავლობაში, შეუძლებელია საინვესტიციო თანხის ამოღება. როგორც ჩანს, დედაქალაქში საპარკინგე ადგილების მოწყობა შეუძლებელი ხდება.
|
მარი ჩიტაია 14.05.2019
ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ვადა, შეიძლება გადაიწიოს. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებისთვის მზად არიან, მაგრამ პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ არჩევნების გამო შეყოვნდნენ და ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვის ვადა ჩანიშნულიც არ არის. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ეს პროცესი გაჭიანურდეს.წესით, ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ძალაში 1-ლი ივლისიდან უნდა შევიდეს, მაგრამ საამისო არაფერი ეტყობა.
|
თამარ მუკბანიანი 14.05.2019
ევროკავშირმა მობილურ ზარებსა და `ესემესებზე~ ფასის ზედა ზღვარი დააწესა. რეგულაცია 15 მაისიდან ამოქმედდება. იგივე ტენდენციაა საქართველოშიც. განსაზღვრულ ჭერზე საუბარი საქართველოში მას შედეგ დაიწყო, რაც ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა ფასების ზრდა გადაწყვიტა, ეს კი მარეგულირებელმა არალოგიკურად მიიჩნია. სპეციალისტების აზრით, ევროპული ზღვრული სისტემის შემოღება მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მნიშველოვანი ნაბიჯი იქნება.
|
თეო გუდავაძე 14.05.2019
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაც, წესით, ლარის კურსზე დადებით გავლენას უნდა ახდენდეს, ვითარებადრამატულია. ლარის გაუფასურებას თან ერთვის საწვავის გაძვირებაც, ხოლო ეს ორივე კომპონენტი გავლენას ახდენს ინფლაციასა და სამომხმარებლო საქონლის ფასებზე. სადაცაა ზაფხული დადგება და სავაჭრო ობიექტებში ყველაფერი ისევ ძალიან ძვირია. თუ ლარმა გამყარება მალე არ დაიწყო, შედარებით იაფი ზაფხულიც აღარ იქნება.
|
მარი ჩიტაია 14.05.2019
ლარის სტაბილურობას ისევ საფრთხე ემუქრება. სპეციალისტებილარის 2,80-იან ნიშნულამდე გაუფასურებას პროგნოზირებენ.მთავრობის არგუმენტი, რომ კურსი გამყარდება, საკმაოდარადამაჯერებელია. პრობლემას ბოლო დროს მეზობელ ქვეყნებშიეროვნული ვალუტების გაუფასურებაც აღრმავებს. ამ მხრივგანსაკუთრებით თურქულ ლირას უჭირს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|