მარიამ ხულიაშვილი
28.05.2019

 საქართველოში ტექნიკის მაღაზიებმა გადაწყვიტეს შეცვალონ მომსახურების პირობები და ბანკების გვერდის ავლით დაუმტკიცონ მომხმარებლებს შიდა განვადება.  ახალი რეგულაცია რიგ ცვლილებებს მოითხოვს - კადრების გადამზადებას, ტექნიკურ სამუშაოებს. იქნება თუ არა ეს წარმატებული ცვლილება, ამას დროც გამოაჩენს და ის მოგებაც, რომელიც მათ  უნდა მიიღონ შიდა განვადებების ხარჯზე.

თამარ მუკბანიანი
27.05.2019

 ბოლოს და ბოლოს "ლიბერთი" "ქართუს" შეისყიდის. გარიგება, რომელიც გასული წლიდან დრო და დრო მსჯელობის საგანი ხდება, როგორც ჩანს დასკვნით ეტაპზეა. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფორმაცია დადატურებულია. ყოფილ პრემიერს, არაერთხელ უთქვამს, რომ "ქართუ" მხოლოდ ქველმოქმედებისათვის სჭირდება. ივანიშვილი ქველმოქმედებას წყვეტს, თუ სხვა გზას იპოვნის ახლა მთავარი კითხვა ესაა. მილიარდერ ოჯახებს შორის გარიგება ფინიშის სწორზეა.

რეზონანსი
27.05.2019

 გაყინული ხორცი ძვირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, უცხორ ბაზრებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში 1 ტონა ხორცი 1000 დოლარით გაძვირდა, რის გამოც ფასის ზრდა ადგილობრივ ბაზარზეც მოუწევთ. მათი ვარაუდით, გაყინული საქონლისა და ღორის ხორცი უახლოეს პერიოდიდან გაძვირდება და საბოლოოდ 10-12 ლარს მიაღწევს.

მარი გოცირიძე
27.05.2019

 საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი მატულობს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ევროპულ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ფასების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ეტაპზე რამოდენიმე ფაქტორი. მათ შორის, შეერთებული შტატების მიერ ირანისა და ვენესუელის მიმართ დაწესებული სანქციები, რამაც კონკრტული შედეგები უკვე გამოიღო.

თეო გუდავაძე
27.05.2019

 საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ავტომობილის მფლობელია. მანქანების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს და უკვე ყოველ მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს მანქანა ჰყავს. მდგომარეობა ჯერ ვერც ტექინსპექტირებამ შეცვალა. ეკოლოგიური საკითხები კვლავ დაუძლეველია, ხოლო დედაქალაქსა და რეგიონებში საცობები ჩვეულებრივ ამბად იქცა.

თამარ მუკბანიანი
27.05.2019

 პარალიზებული ქალაქი და პროტესტს შეერთებული არასრულწლოვანები - ასეთია ჭიათურაში პროტესტის 11 დღის დასასრული. კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, შეთანხმება კვლავ ვერ მოხერხდა. მაღაროელები `ჯორჯიან მანგანეზის~ პირობებს არ დათანხმდნენ და მოლაპარაკებში ჩარევა 3 მინისტრს, თავად პრემიერმა დაავალა. სანამ მინისტრები ვითარების დარეგულირებას ცდილობენ, პარლამენტში კომპანიის სპეციალური მმართველია დაბარებული, სამთ გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა კი თანამდებობა დატოვა.

მარი ჩიტაია
27.05.2019

 მთავრობა ელექტროგადამცემი ხაზების პრივატიზებას გეგმავს. მართალია, ამის შესახებ ოფიციალურ დონეზე არავინ საუბრობს, თუმცა სპეციალისტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული ობიექტების გასხვისება იგეგმება. ეს ეჭვი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ეკონომიკის სამინისტრომ ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის ვარიანტი წარუდგინა პარლამენტს, რომელიც ელექტროგადაცემებისა და გამანაწილებელი კომპანიების განცალკევებას გულისხმობს.

მარიკა გოგოხია
24.05.2019

 ელექტროგადაცემებისა და გამანაწილებელი კომპანიების განცალკევებამ, შესაძლოა, ტარიფების ზრდა გამოიწვიოს. ენერგეტიკსოები ფიქრობენ, რომ ცვლილება შეეხება როგორც მოსახლეობას, ასევე კომერციული სეგმენტის მომხმარებელს. შესაბამისად, ისინი მთავრობის პოზიციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღება სერიოზულ პრობლემას შექმნის და ასეთი ცვლილებისთვის საზოგადოება ჯერჯერობით მზად არ არის.

თამარ მუკბანიანი
23.05.2019

 ორ თვეში ლარი დოლართან მიმართებით 10 თეთრით გაუფასურდა და პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს. მთავრობა, ჩარევას არ გეგმავს და ამისკენ, არც ეროვნულ ბანკს მოუწოდებს. პარლამენტის ეკონომიკური გუნდის ლიდერი კი, 20 თეთრიან გაუფასურებამდე, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ამასობაში ქვეყანა საფინანსო კრიზისის ზღვარზეა.

თეო გუდავაძე
23.05.2019

 გაძვირების ტალღა მომსახურების ბაზარზე უკვე დაიწყო. სრულად იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ლარის გაუფასურების გამო, ძვირდება საკვები ობიექტების მომსახურება და რა თქმა უნდა, ნივთები, რომელსაც სხვადასხვა გამოწერის საიტები სთავაზობენ. ბოლო წლებში ლარი ზაფხულში მყარდებოდა, მაგრამ წელს ეს ტრადიცია იმდენად დაირღვა, რომ მცირე ბიზნესს და მომხმარებელს შემოდგომის და ზამთრის შიში უფრო და ურფო უმძაფრდება.

მარი ჩიტაია
23.05.2019

 წელს თხილის ფასი მოიმატებს. შარშანდელთან შედარებით, გლეხები უკეთეს მოსავალს ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ ხარისხის გაუმჯობესების შემთხვევაში, ფასი 5 ლარს მიაღწევს. სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში ხალხი მოსავალზე დიდ იმედს ამყარებს და ამბობს, რომ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგი თხილს უკვე დაეტყო და კარგი მოვლის შემთხვევაში, მოსავლიანობა გაიზრდება.

რეზონანსი
23.05.2019

 შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ა(ა) იპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“ შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×