მარი ჩიტაია
12.03.2019

 სამეგრელოში კონტრაბანდამ "აიწყვიტა". ზუგდიდში მოსახლეობა თითქმის მასობრივად კონტრაბანდული სიგარეტის მომხმარებელია. ამას ხელს უწყობს ფაქტი, რომ აფხაზური აქციზით სიგარეტის ყიდვა ადგილობრივ ბაზრობაზე თავისუფლად შეიძლება. რაც შეეხება ფასში სხვაობას, 1 კოლოფ სიგარეტზე დაახლოებით 1,50-2 ლარის ფარგლებშია და ეს ნებისმიერი დასახელების სიგარეტს შეეხება.

თამარ მუკბანიანი
08.03.2019

 აეროპორტების მმართველი კომპანიის "ტავ ურბანის" წინააღმდეგ, "ჯორჯიან ეარლაინსი" საპროტესტო აქციას მართავს. თურქული კომპანია ქართულ ავიაკომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიამიმოსვლის საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა, - ასეთია ქართული გადამზიდავის პოზიცია. საავიაციო სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები აქციაში მონაწილეობას გეგმავენ და განცხადების პათოსს იზიარებენ.

თეო გუდავაძე
08.03.2019

 თბილისში პარკირების საფასური ფ, ი და ს ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება, 1 ლარიდან 2 ლარამდე. ასეთ პირობებში თვეში, საშუალოდ - 160-200 ლარი, ხოლო მაქსიმალური 320-400 ლარი იქნება გადასახდელი. ამასთან, გამოიკვეთა მეთოდები, რომლითაც მძღოლები შეეცდებიან, თავი აარიდონ უზარმაზარ გადასახადს.

თამარ მუკბანიანი
08.03.2019

 სესხების განულების პროგრამაში ჩართული ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისაგან "ქართუმ" პორტფელები ნების საწინააღმდეგოდ და დაბალ ფასად შეისყიდა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე და რამდენიმე არასაბანკო ორგანიზაციის მფლობელი უკვე საუბრობს.

მარიკა გოგოხია
08.03.2019

 წლის პირველი კვარტალი არ შესრულებულა და ადგილობრივი პროდუქტის მარაგი მიილია. ვაშლისა და ნივრის გარდა, დახლებზე მასობრივად იმპორტული პროდუქტი იყიდება. ამის მიზეზი მოსავლის დეფიციტია, რასაც სპეციალისტები სოფლებში შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებას უკავშირებენ. შესაბამისად, იმპორტული სურსათი ბაზრებში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

რეზონანსი
07.03.2019

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” (ADC) გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ანაკლიის სასწავლო ცენტრი გახსნეს და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს. ეს ინიციატივა მიზნად ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

მარი ჩიტაია
07.03.2019

 K2 კოეფიციენტის აკრძალვის შემდეგ შეიძლება, აკრძალვა შენობის სართულიანობაზეც დაწესდეს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, ქალაქმა საშუალოსართულიანობის განაშენიანების პარამეტრი და ხარისხი დაიცვას, რაც სეისმურ რისკს მაქსიმალურად შეამცირებს. ამ მხრივ პრობლემა განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმშია.

მარი ჩიტაია
07.03.2019

 ტექდათვალიერების პროცესის ირგვლივ ვითარება შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს. საუბარია, რომ სოფლებში და რაიონულ ცენტერებამდე მოძრავმა მანქანებმა 2025 წლამდე ინსპექტირება არ გაიარონ და ამისათვის არც არავინ დააჯარიმებს. სპეციალისტები ისედაც საუბრობენ, რომ პროექტში უამრავი ხარვეზია, რის გამოც ბევრი საკითხი რეალურად გადაუჭრელი რჩება.

თამარ მუკბანიანი
07.03.2019

 ხელისუფლება თამბაქოზე ფასის კიდევ უფრო მეტად გაზრდას გეგმავს. აქამდე თუ სამიზნე სიგარეტი და მისი მომხმარებელი იყო, ახლა აქციზი უკვე გასახვევ თუთუნზეც მოიმატებს. ამის გამო ისედაც 20-ჯერ გაზრდილი კონტრაბანდის რისკი კიდევ უფრო მეტად მატულობს. უკვე გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებსაც თამბაქოს დიდი ოდენობა კონტრაბანდული გზით შემოაქვთ და მას ე.წ. ბაზრობებზე ყიდიან.

ნინა გარდაფხაძე
06.03.2019

 ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა პირველად შემცირდა. კლება თებერვლის თვეში დაფიქსირდა. მიზეზთა შორის, "ღორის გრიპის" ფართომასშტაბიან გავრცელებასთან ერთად, თოვლის მცირე რაოდენობაცაა, რამაც ზამთრის კურორტებზე სეზონი პირწმინდად ჩააგდო. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ შემდგომი თვეები გაცილებით უკეთესი იქნება, თუმცა ტურისტების ძირითად მასას ისევ რუსეთიდან უნდა ველოდოთ, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს.

თამარ მუკბანიანი
06.03.2019

 მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატვირთო ავტომობილების 10-კილომეტრიანი საცობია, რაც უკვე ბოლო თვეებში ჩვეულებრივ ამბად იქცა. შედეგად ხშირად იქმნება საავარიო სიტუაციები და უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავრობა პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ დრომდე არაფერს აკეთებს.

მარი ჩიტაია
06.03.2019

 საბანკო და სამშენებლო სფეროში დაწესებულ რეგულაციებს ბინების გაძვირება არ გამოუწვევია. წესით, ცვლილება მოსალოდნელი იყო, მაგრამ რეალიზაციის კლების გამო დეველოპერები იძულებული გახდნენ, არსებული ფასები შეენარჩუნებინათ, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ ახალი რეგლამენტით აშენებული ბინების ღირებულება დროთა განმავლობაში მოიმატებს, თუმცა ამ ეტაპზე სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ბაზარზე მოთხოვნა შეამცირა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×