მარი ჩიტაია 02.11.2018
საწვავის ფასი "გაიყინა". მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენცია გრძელდება, საქართველოში ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ერთ ნიშნულზეა, ის კი არადა, ოდნავ გაძვირდა კიდეც. იმპორტიორები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურების გამო საწვავის გაიაფების შესაძლებლობა არ აქვთ, მაგრამ ამ პოზიციას სპეციალისტები კატეგორიულად ემიჯნებიან.
|
თეო გუდავაძე 02.11.2018
სოფლის განვითარების პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 20 მილიონი ლარი იქნება, თუმცა დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს თანხა 3600-ზე მეტი სოფლისთვის ძალიან ცოტაა და დიდი შანსია, რომ დაგეგმილ პროექტებს არც კი ეყოს. თუკი მთავრობა არამიზნობრივად დახარჯავს იმ თანხასაც, რაც ბიუჯეტმა გაიმეტა, სოფლებში არაფერი შეიცვლება.
|
მარიკა გოგოხია 02.11.2018
კონკურენციის სააგენტოში რეორგანიზაცია იწყება. ჯერჯერობით საუბარია იმაზე, რომ იგი საბჭოდ ჩამოყალიბდება, თუმცა არ არის გამორიცხული, საერთოდ გაუქმდეს, რადგან არსებულ პრობლემებს თავი ვერ გაართვა. ფაქტია, რომ კონკურენციის სააგენტო ამ ფორმით ვერ იარსებებს. ხადურის უწყებამ ვერ შეძლო ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა და რაც კი გამოიკვლია, მანაც შედეგი ვერ გამოიღო.
|
მარი ჩიტაია 01.11.2018
გზების მშენებლობასთან დაკავშირებული სირთულეების ნაწილი დაძლეულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკონტრაქტება წლის ბოლომდე მოესწრება. მასშტაბური პროექტების პრობლემა ძირითადად მშენებლობის ვადის გახანგძლივებას უკავშირდება, რაც უმეტესწილად უცხოური კომპანიების შეუსრულებელი ვალდებულებებია.
|
რეზონანსი 01.11.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.
|
მარი ჩიტაია 31.10.2018
არჩევნების პირველ ტურში ხელისუფლებამ იმდენად დიდი დარტყმა მიიღო, რომ ყველაფრის შეცვლას შეეცდება. მეორე ტურამდე დაახლოებით 1 თვეა დარჩენილი და მთავრობას ბევრ იმ არაპოპულარულ ნაბიჯზე მოუწევს უარის თქმა, რომლებიც ბოლო თვეებში უხვად დააგროვა. ამან მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის მხრიდან სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხალხი არ გააღიზიანონ.
|
მარი ჩიტაია 31.10.2018
არასაბანკო სექტორისა და მსესხებლების მიმართ რეგულაციები შესაძლოა, არ გამარტივდეს, თუმცა კომერციული ბანკების მიმართ ეროვნულმა ბანკმა მიდგომა შეცვალა. შეიცვლება სესხის კოეფიციენტები, რითაც დაბალშემოსავლიან მსესხებლებს საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტისაგან განასხვავებენ. გადაწყვეტილება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან კანსულტაციების საფუძველზეა მიღებული. სპეციალისტების აზრით, რეგულაციების ამოქმედების გადადების მიზეზი რეალურად პოლიტიკურია.
|
თეო გუდავაძე 31.10.2018
საქართველო ღვინის ქვეყანაა და ეს დარგი ახალგაზრდებისთვის საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა მათთვის, ვინც ამ განხრით სწავლობენ, პროგრამები, რომელიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს თითქმის არ არსებობს. სტაჟირებისა და პრაქტიკის სიმცირის გამო, ეს ადამიანები ვერ კვალიფიცირდებიან საკუთარ პროფესიაში.
|
მარი გოცირიძე 31.10.2018
ოქტომბერში დეველოპერულმა კომპანია "m2"-მა უძრავი ქონება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი "m2 იპოდრომთან 2" ოფიციალურად გახსნა. ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც კომპანიას თავისი არსებობის განმავლობაში განუხორციელებია. პროექტი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, ყურადღებას იპყრობს საქართველოში საუკეთესო უსაფრთხოების თანამედროვე მაღალი სტანდარტითა და ტექნიკური აღჭურვილობით. გამორჩეულია მომსახურება, რომელსაც კომპანია ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებს სთავაზობს ბინის შეძენიდან ჩაბარებამდე.
|
მარი ჩიტაია 30.10.2018
დაძაბული არჩევნები და მეორე ტური ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს. დიდია საფრთხე, რომ ინვესტიციები შეჩერდეს და ეკონომიკურ ზრდას საფრთხე დაემუქროს, რადგან არჩევნებმა პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბა. განსაკუთრებით გრძელვადიან ინვესტიციებს ემუქრება საფრთხე, ხოლო ახალი ინვესტორების მოზიდვა საგრძნობლად გაძნელდება.
|
მარი ჩიტაია 30.10.2018
მომავალი წლიდან მომხმარებელს ალკოჰოლი და თამბაქო კიდევ უფრო გაუძვირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს აქციზის გადასახადი მატულობს, რაც პროდუქციის ფასზეც ადეკვატურად აისახება. აქციზის ზრდის გადაწყვეტილება საქართველოსათვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. მწარმოებლებს ხარჯი კიდევ გაეზრდებათ, რაც უარყოფით გავლენას ფასზეც მოახდენს.
|
თამარ მუკბანიანი 30.10.2018
მოსახლეობის დიდი ნაწილი 2 დღეში სესხს ვეღარ აიღებს. მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციებია, რომლებიც დაუდასტურებელი შემოსავლის მქონე თვითდასაქმებულებს შეეხებათ. მინიმუმ, ნახევარი მილიონი ადამიანი ფულს ვეღარ ისესხებს. შეზღუდვები დაწესდება დადასტურებული შემოსავლის მქონე პირებისათვის ვადებსა და კოეფიციენტებთან დაკავშირებითაც.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|