თამარ მუკბანიანი 04.10.2018
რეგიონში სავალუტო კრიზისი პიკზეა. თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 25%-მდე მოიმატა და 15-წლიანი რეკორდი მოხსნა. რთული ვითარებაა რუსულ სავალუტო ბაზარზეც, ქვეყანა ფართომასშტაბიანი დედოლარიზაციის დაწყებაზე ფიქრობს.
|
თამარ მუკბანიანი 03.10.2018
2019 წელს მთავრობას ლარის კიდევ უფრო გაუფასურება აქვს დაგეგმილი. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლარის მიმართ 2.63 იქნება. კურსი, რომელიც მოსახლეობისათვის საგანგაშოა, ოპტიმისტურად მიაჩნიათ სფეროს სპეციალისტებს. მათი აზრით, თუ ხელისუფლება შეძლებს, 2019 წელს ლარი 2.63-ს არ გადასცდეს დოლარის მიმართ, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება.
|
თამარ მუკბანიანი 03.10.2018
"სილქნეტი" სატელევიზიო მომსახურებას აძვირებს. ოფიციალური მიზეზი 6 ქართული ტელეარხის რეტრანსლირებისათვის ფასის მოთხოვნაა. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ კომპანიას ამ თანხის დაფარვა თავადაც შეეძლო, რომ არა ბაზარზე არსებული დუოპოლია, რაც მსხვილ ბიზნესს საკუთარი თამაშის წესების შეთავაზების უფლებას აძლევს.
|
მარი ჩიტაია 02.10.2018
პრაქტიკულად ყველა გაჩერებული მშენებლობა უნდა დაინგრეს. მათი უმეტესობა კონსერვაციის პირობებშიც სეისმომდგრადობასთან დაკავშირებულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. პრობლემა კი ისაა, რომ მიტოვებული შენობების 90%-ს არავითარი საკონსერვაციო სამუშაო არ უტარდება და წლების განმავლობაში უპატრონოდაა მიგდებული.
|
თამარ მუკბანიანი 02.10.2018
მთავრობა საწვავის აქციზზე ფასის გადახედვას 2019 წლისათვისაც არ გეგმავს. ასე რომ, გაიაფების ყველა შესაძლებლობა მოისპო. არადა, აქციზის 2 წლის წინანდელ ნიშნულზე დაბრუნებით საწვავის 20-25 თეთრით მომენტალური გაიაფება შეიძლება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არც გაზრდილი ფასები აღელვებს და არც ხალხის გაღარიბება-გაღატაკება.
|
მარი ჩიტაია 02.10.2018
საქართველოში ეკონომიკური ზრდა საფრთხეშია, ხოლო ინფლაცია ნამდვილად გადააჭარბებს დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. მთავრობა ვერ ასრულებს იმ ძირითად პარამეტრებს, რომლებსაც შესწირა ყველაფერი - კურსი სიტაბილურობიდან დაწყებული მოსახლეობის კეთილგანწყობით დასრულებული.
|
თამარ ვეფხვაძე 02.10.2018
თუ უცხოელი მიწას არ დაამუშავებს, მან ის იძულებით უნდა გაყიდოს. შესაბამის ცვლილებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების "მიწის შესახებ" კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტარმა ოთარ დანელიამ მოამზადა. გარდა ამისა, მიწაზე შეზღუდვები საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზეც გავრცელდება.
|
მარი გოცირიძე 02.10.2018
საწვავის ფასმა ბოლო 4 წლის რეკორდი მოხსნა. ზედიზედ რამდენიმე თვეა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება მატულობს. ბარელი ნავთობის ფასმა უკვე 82 დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება სექტემბრის მაჩვენებელს, წინა თვესთან შედარებით, საწვავი დაახლოებით 7%-ით გაძვირდა.
|
მარი ჩიტაია 28.09.2018
მთავრობა და მაღალი თანამდებობის პირები გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრობას არხეინად აგრძელებენ. ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი დოვლათი სწორედ ჩინოვნიკების ხელფასებს ხმარდება, რაც არასამათავრობო ორგანზიაციის კვლევითაც დასტურდება.
|
თამარ მუკბანიანი 28.09.2018
აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამისთვის ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. კანონის პროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერაა შემუშავებული და პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება. რეკლამის აკრძალვით ბაზარი დამკვეთების დაახლოებით 1/3-ს დაკარგავს.
|
მარი ჩიტაია 28.09.2018
საქართველოში რუსული ცხვარი შემოდის და როგორც ქართული პროდუქტი, ისე გადის ექსპორტზე. "მეცხვარეთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ ამ პროცესის საწინააღმდეგო დიდად არაფერი აქვთ, რადგან რუსული ცხვარი პირდაპირ სასაკლაოზე შეჰყავთ, ადგილზე იკვლება და დაავადების გავრცელების რისკს არ ქმნის. რეალურად, ექსპორტში დიდი წილი რუსულ ცხვარს უჭირავს და ძირითადად ირანში გადის.
|
თამარ მუკბანიანი 28.09.2018
აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნებით მთავრობას საწვავის 20-25 თეთრით მომენტალური გაიაფება შეუძლია. როდესაც აქციზის გადასახადმა მოიმატა, საწვავის ღირებულება 1,80 ლარს არ აჭარბებდა, ახლა კი 2,50-ს მიაღწია. პერსპექტივაც ძალიან ცუდია. საერთაშორისო ანალიტიკოსები ნავთობის 100 დოლარამდე გაძვირებას ელოდებიან. ამ ფონზე კვლავ უცნობია, მსჯელობს თუ არა აქციზის განაკვეთის შეცვლაზე მთავრობა.
|