მარი ჩიტაია 12.09.2018
სესხებზე მოთხოვნა შეუჩერებლივ მატულობს. მიუხედავად საფინანსო სექტორისათვის დაწესებული რეგულაციებისა, ხალხი მუდმივად ახალი გზების ძიებაშია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არ მალავენ, რომ მოთხოვნა გაზრდილია. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სესხი აქტიურად გაიცემა, რადგან შეზღუდვის გამო ნაკლებ ადამიანს აქვს მისი მიღების შესაძლებლობა. რეალურად, ხალხი ფულის შიმშილს განიცდის და გამალებით ეძებს საშუალებას, რომ თავი გადაირჩინოს.
|
მარი გოცირიძე 12.09.2018
ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით საქართველომ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. თამამად შეიძლება თქმა, რომ ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდა და წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონია. წარმატებული ექსპორტის ფონზე ,,რთველი 2018” აქტიურ ფაზაში შედის.
|
რეზონანსი 11.09.2018
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვაზე მუშაობს. იქიდან გამომდინარე, რომ კომერციული სექტორისთვის დედაქალაქში ბუნებრივი აირი 16 სექტემბრიდან დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება, არსებობს შანსი, რომ გაზის ტარიფი მოსახლეობისთვისაც გაიზარდოს.
|
მარი ჩიტაია 11.09.2018
ლარის კურსის გავლენას ვერც ავტოგაზი გადაურჩება. კომპანიებში არ მალავენ, რომ ფასების შენარჩუნება უჭირთ, რადგან ვალუტის გაუფასურების გამო თვითღირებულების ხარჯი გაიზარდა. ბუნებრივი აირის რეალიზატორები ნელ-ნელა იწყებენ გაძვირებას. არ არის გამორიცხული, ეს პროცესი დაჩქარდეს კიდეც.
|
მარი ჩიტაია 11.09.2018
ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი ძვრა არ არის. ენერგეტიკოსები და გარემოს დამცველები ერთხმად ამბობენ, რომ საქმე წინ ვერ მიდის, თუმცა მათ ხუდონის და, ზოგადად, ჰესების მშენებლობის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვთ.
|
თამარ მუკბანიანი 07.09.2018
კომპანიები ფინანსთა სამინისტრო წინააღმდეგ გამოდიან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტებს გააძვირებს. კერძო სექტორი სახელმწიფოს მიმართავს და გადაწყევტილების შეცვლას ითხოვს.
|
მარი ჩიტაია 07.09.2018
ეკონომიკის ახალ მინისტრს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. 2 თვეში 3 შვებულება, რითაც გიორგი ქობულიამ ყურადღება მიიპყრო, საზოგადოებამ ძალიან მწვავედ მიიღო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სისტემურ კრიზისს განიცდის, რის ფონზეც ეკონომიკის მინისტრის დაუსრულებელი შვებულებები უამრავ კითხვას აღძრავს.
|
მარი ჩიტაია 07.09.2018
ზაფხულში გამუდმებულმა წვიმამ ქვეყნის ენერგოსისტემას ცოტათი უშველა. მიმდინარე სეზონზე ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება თითქმის არ შექმნილა, რასაც ენერგეტიკოსები ჰიდროლოგიის დამსახურებად მიიჩნევენ. თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ეჭვგარეშეა, ქვეყანას ზამთარში პრობლემის გასამკლავებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
|
თამარ მუკბანიანი 07.09.2018
სექტემბრიდან საქართველოში უსახელო "შავი სიები" იარსებებს. ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, საკრედიტო ორგანიზაციებს რჩებათ საშუალება, შეამოწმონ, როგორ იხდიდა მსესხებელი, თუმცა ამ ჩანაწერს აღარ ჰქვია "ნეგატიური". პრემიერ ბახტაძის სურვილი იყო, საბანკო "შავი სიები" გაუქმებულიყო, რათა ყველას მისცემოდა ეკონომიკური აქტივობის საშუალება. ახალი რეგულაციით კი, თითქმის ყველაფერი უცვლელი რჩება, გარდა სახელისა.
|
თამარ მუკბანიანი 06.09.2018
ქართული ლარი შემოდგომის დასაწყისში ასეთი გაუფასურებული არასდროს ყოფილა. მოსახლეობას ნოემბერ-დეკემბრის საფუძვლიანი შიში აქვს. მთელი ქვეყანა დევალვაციისა და ინფლაციის მორიგი დარყმის ქვეშაა. იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნიშნავს, რომ ფასები ყველა პროდუქტზე გაიზრდება. გაძვირების პროცესი უკვე დაწყებულია და დაზამთრებამდე შესაძლოა, კატასტროფული სისწრაფე აკრიფოს.
|
თამარ მუკბანიანი 06.09.2018
სამშენებლო სფეროს ზრდის ტემპი 2018 წელს შენელდა. მიზეზი, დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებულ რეგულაციებთან ერთად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაცემა და ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირეცაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტემპის კლება ეკონომიკაზე მოქმედებს ცუდად, თუმცა ქალაქზე კარგად აისახება.
|
მარი ჩიტაია 06.09.2018
საქართველოში ცხოვრების დონე არათუ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდეც უარესდება. გარდა იმისა, რომ ხალხი დანაზოგს ვერ აკეთებს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ აქვს, რომ ყოველდღიურ ხარჯს გაუმკლავდეს. სამთავრობო ცვლილებებმა ჯერჯერობით ვერანირი შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, ასეთი მძიმე შემოდგომა ქვეყანაში ბოლო წლებში არ ყოფილა.
|
|