თამარ მუკბანიანი 17.08.2018
წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ერთი ნაწილი უპრეცედენტოდ ძვირი ღირს. ზაფხულში სეზონური პროდუქტის სიძვირე მოსახლეობას ზამთრის შიშს უჩენს. სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გაძვირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს შემოდგომის ბოლოდან, რაც ისედაც რთულ ეკონომიურ მდგომარეობას უფრო დაუმძიმებს მოსახლეობას.აგრარულ ბაზრებში ზოგიერთ პროდუქტზე ფასი ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია. ზაფხული უკვე იწურება და ამ დროს, როგორც წესი, იაფდება სოფლის პროდუქტები და სხვა სეზონური საქონელი, რაც წელს არ მომხდარა. მეტიც, ზოგიერთ მათგანზე ფასი, შარშანდელთან შედარებით, თვალში საცემად მომატებულია. რა თქმა უნდა, შემოდგომიდან პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება, რასაც გლეხებიც ადასტურებენ და მოვაჭრეებიც.
|
თამარ მუკბანიანი 16.08.2018
ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და 2 დღეში 2.65-დან 2.57-მდე ჩამოვიდა. პარალელურად მყარდება მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, რამაც ასახვა ჰპოვა ქართულ ლარზე. ფინანსისტები ამბობენ, რომ ლარი გამყარდება, თუმცა ნიშნული იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ის ბოლო გაუფასურებამდე იყო.
|
თამარ მუკბანიანი 16.08.2018
1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ღირებულება 37 ლარი იყო. ამჟამინდელი ფასი უკვე კრიტიკულია. მიუხედავად მსოფლიო ბაზრის ტენდენციისა, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა, საქართველოში ფქვილი ძვირდება. პურპროდუქტების მწარმოებლებს აქვთ ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 46 ლარი იქნება, რაც პურის მყისიერ გაძვირებას გამოიწვევს.
ობიექტური მიზეზები, რომ ფქვილის ფასმა მოიმატოს, არ არსებობს იმ პირობებში, როცა საქართველოში მოსავლის მიღება-დაბინავების პერიოდია. წელს არცთუ ურიგო მოსავალი მოვიდა და მეზობელ ქვეყნებშიც ამ მხრივ ვითარება ნორმალურია. მაგალითად, რუსეთს, რომელიც საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია, ექსპორტზე მარცვლეულის გატანის დიდი ინტერესი აქვს, რადგან რუბლი უფასურდება. ამ ყველა ფაქტორის საპირისპიროდ, საქართველოში პურზე ფასის ზრდის გარდაუვალი მოლოდინია.
|
ნათია ლომიძე 16.08.2018
ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შემდეგ, გადასახდელების ნაწილში თითქმის 300-მილიონიანი გარღვევაა. წლის პირველ ნახევარში უნდა დახარჯულიყო 5.748 მლრდ ლარი, რეალურად კი ათვისებულია 5.465 მლრდ. გარდა ამისა, პრობლემურია საგარეო ვალდებულებებში ჩამორჩენა და საშინაო ვალების ტემპის გადაჭარბებული ზრდაც.
|
თამარ მუკბანიანი 15.08.2018
1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ღირებულება 37 ლარი იყო. ამჟამინდელი ფასი უკვე კრიტიკულია. მიუხედავად მსოფლიო ბაზრის ტენდენციისა, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა, საქართველოში ფქვილი ძვირდება. პურპროდუქტების მწარმოებელებს აქვთ ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 46 ლარი იქნება, რაც პურის მყისიერ გაძვირებას გამოიწვევს.
|
თამარ შუკვანი 15.08.2018
ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, სამომხმარებლო პროდუქცია დღე-დღეზე გაძვირდება. ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი ეცემა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით და ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი აქვს. იმპორტიორები ამბობენ, რომ ყველა შემოტანილი პროდუქტის ფასი მოიმატებს, რადგან დოლარის მაღალი კურსი თვითღირებულებას ზრდის. სავარაუდოდ, 1 კვირაში გაძვირდება საწვავიც, რომელიც, წესით, ამ დღეებში უნდა გაიაფებულიყო.
|
თეონა დევიძე 15.08.2018
ბოლო დღეებში ტაქსით გადაადგილება გაძვირდა. მიზეზი, 1-ელ აგვისტოს ამოქმედებულ რეგულაციებთან ერთად, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა, რაც მძღოლებს საწვავის ფასის ზრდის მოლოდინს უჩენს. მათ თადარიგი დაიჭირეს და მომსახურება 1 ლარით გააძვირეს. ამ ტენდენციას ადასტურებენ როგორც მძღოლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ტაქსით ხშირად სარგებლობენ.
|
თამარ მუკბანიანი 14.08.2018
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე დღეში 17 პუნქტით გაუფასურდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი საგარეო ფაქტორებია. ქვეყანა სავალუტო პანიკის ზღვარზეა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს გარე ფაქტორების შერბილება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა. არსებობს მოსაზრება, რომ სწრაფი დევალვაცია საქართველოდან დოლარის მასის თურქეთში გადინებამ გამოიწვია.
|
ნათია ლომიძე 14.08.2018
ერთ თვეზე მეტია, რაც საქართველოში მცირე მეწარმეები განსაკუთრებული შეღავათით სარგებლობენ. სპეციალისტები არსებულ ცვლილებას დადებითად აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი ჯერ არ არის, თუ რამდენით გაიზრდა მცირე მეწარმეთა რიცხვი ამ ცვლილების შემდეგ.
|
თამარ მუკბანიანი 14.08.2018
ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულთა შრომითი პირობები მძიმეა, ანაზღაურება კი - საკმაოდ დაბალი. ამიტომ დასაქმებულები მუდმივად მზად არიან გაფიცვისთვის, თუმცა ხშირად უკან დახევაც უწევთ. კომპანია სარგებლობს იმით, რომ ჭიათურაში დასაქმების სხვა პერსპექტივა ფაქტობრივად არ არსებობს.
|
თამარ მუკბანიანი 13.08.2018
ლარის კურსი, დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე დღეში 17 პუნქტით გაუფასრუდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი საგარეო ფაქტორებია. ქვეყანა სავალუტო პანიკის ზღვარზეა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს, გარე ფაქტორების შერბილება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა. არსებობს მოსაზრება, რომ სწრაფი დევალვაცია საქართველოდან დოლარის მასის თურქეთში გადინებამ გამოიწვია.
|
ნათია ლომიძე 11.08.2018
ლარი დოლართან მიმართებაში 3 დღის განმავლობაში ერთბაშად 10 პუნქტით დაეცა და ბაზარზე პანიკაც გამოიწვია. რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე სავალუტო კრიზისი ქართულ ვალუტაზე იმაზე სწრაფად აისახა, ვიდრე ელოდნენ. სავალუტო ბაზარზე უმართავი პროცესები დაიწყო და კურსმა 2,56-ს გადააჭარბა. რასაკვირველია, ასეთი ვარდნა სპეკულაციის გარეშე არ ჩაივლიდა.
|
|