თამარ მუკბანიანი 05.09.2018
საწვავის ფასი რამდენიმე დღეში კვლავ მოიმატებს. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ღირებულების ზრდაა. ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 79 აშშ დოლარია, ხოლო ლარის კურსი 2,58-ს გადასცდა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 2.60 ლარამდე გაძვირდება.
|
მარი ჩიტაია 05.09.2018
რუსეთში ყალბი 5000 რუბლის კუპიურების მასობრივი გავრცელება დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, მოსალოდნელია, რომ ყალბმა ფულმა საქართველოშიც უპრობლემოდ შემოაღწიოს. განსაკუთრებით დაზარალდებიან რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც შემოსავალს რუბლებში იღებენ. არსებობს რისკიც, რომ ყალბი ფული საფინანსო ინსტიტუტების საშუალებითაც მოხვდეს, ეს არ იქნება მასობრივი პროცესი.
|
მარი ჩიტაია 05.09.2018
ხორბლის გაძვირება ადგილობრივ ხორცპროდუქტებზე ფასის ზრდას გამოიწვევს. მეწარმეები ვარაუდობენ, რომ საკვების ხარჯის ზრდა მეფრინველეობისა და მესაქონლეობის დარგს საგრძნობლად დაეტყობა. მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ წარმოებული პროდუქტის თვითღირებულება გაიზრდება. რამდენით მოიმატებს ფასი, ჯერჯერობით უცნობია. მწარმოებელთა ვარაუდით, მათი პროდუქტი გაძვირდება ზუსტად იმდენით, რა მაჩვენებლითაც ხორბლის ფასმა მოიმატა.
|
თეო გუდავაძე 05.09.2018
ბოლო პერიოდში კაფე-ბარებში მომუშავე ადამიანები საუბრობენ ახალ პრობლემაზე, რომელიც ბარათით გადახდამ გამოიწვია. მსგავს ადგილებზე მომსახურე ადამიანების ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ე.წ. "ჩაის თანხა", რომელსაც უტოვებდნენ სტუმრები, მაგრამ რაც ბარათით გადახდა პოპულარული გახდა, ვითარება მკვეთრად შეიცვალა. თუკი მიმტანს დღეში რჩებოდა 100 ლარიც კი, ახლა 70%-ით შემცირდა ეს მაჩვენებელი. მსგავსი პრობლემა აქვთ ასევე სამარშრუტო ტაქსის მძღოლებსაც, რომლებისთვისაც დიდი დისკომფორტია ბარათით გადახდა, ეს მათთვის ფინანსური ზარალის ტოლფასია.
|
თამარ მუკბანიანი 04.09.2018
საწვავის ფასი რამდენიმე დღეში კვლავ მოიმატებს. მიზეზი, მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ღირებულების ზრდაა. ბოლო მონაცებით, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება, 79 აშშდოლარია, ხოლო ლარის კურსი 2,58-ს გადასცდა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 2.60 ლარამდე გაძვირდება.
|
მარი ჩიტაია 04.09.2018
საჯარიმო სანქციები დღითი დღე მკაცრდება და უკვე რეპრესიულ სახეს იღებს, თანაც ისე, რომ საჯარიმო თანხის რაოდენობა მატულობს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. არაფერს ვამბობთ ბიზნესზე, სადაც სანქციები ასევე გამკაცრდა. ბიზნესისთვის ეს საკითხი, შესაძლოა, ნაკლებად მტკივნეულია, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის, რომელიც ყოველდღიური ხარჯის გამკლავებასაც ვერ ახერხებს.
|
მარი გოცირიძე 04.09.2018
საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი მატულობს. როგორცნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, ნავთობისმიმდინარე ფასებს განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ირანთანდაკავშირებული საკითხი. კერძოდ, ირანის ნავთობის ექსპორტზესანციების დაწესება. აშშ ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს ირანულინავთობის ვაჭრობა 4 ნოემბრისთვის, როდესაც მთლიანი მოცულობითამოქმედდება სანქციები.
|
ნათია ლომიძე 04.09.2018
ეროვნული ვალუტა სექტემბერს ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეხვდა. როგორც წესი, ლარის კურსისათვის ყველაზე კრიზისული პერიოდი შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი იყო, წელს კი გაუფასურება ზაფხულის ბოლოდან დაიწყო. მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა, ხელისუფლება კი დუმს. პერსპექტივაც არასახარბიელოა, რადგან მოახლოებული არჩევნები და შემდეგ უკვე ზამთარი კურსზე უარყოფითად იმოქმედებს.
|
მარი გოცირიძე 04.09.2018
კერძო სადაზღვევო კომპანიები მთავრობას მოქალაქეების მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ინიციატივას სთავაზობენ. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ღონისძიებებს, რაც გარკვეული კატეგორიის მოსახლეობისთვის იაფი წამლებით უზრუნველყოფას მოიცავს, თუმცა ეს არაა საკმარისი.
|
მარიკა გოგოხია 04.09.2018
საბჭოთა ეპოქის ბინების, ე.წ. "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ნაჩქარევად მომზადებულმა პროექტმა, რომელსაც ეკონომიკური გათვლა დააკლდა, ინვესტორები ვერ დააინტერესა. მერიამ ნამდვილად ხელსაყრელი პირობები წამოაყენა, მაგრამ ძველი 5-სართულიანი კორპუსებისადმი ყველა გულგრილია.
|
ნათია ლომიძე 04.09.2018
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თავისი ჩარევით მობილურ ზარებსა და ინტერნეტს აძვირებს. სექტემბრიდან ცვლილება შეეხება ყველა კორპორაციულ კლიენტს, ვინც უმეტესწილად სხვადასხვა პაკეტითა და შეღავათით სარგებლობდა. მობილურმა ოპერატორებმა ტარიფების გაზრდა უკვე დაიწყეს. მარეგულირებელმა პირდაპირი როლი ითამაშა გაძვირებაში.
|
მარიკა გოგოხია 03.09.2018
საბჭოთა ეპოქის ბინების, ე.წ. "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებისმცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომნაჩქარევად მომზადებულმა პროექტმა, რომელსაც ეკონომიკური გათვლადააკლდა, ინვესტორები ვერ დააინტერესა. მერიამ ნამდვილადხელსაყრელი პირობები წამოაყენა, მაგრამ ძველი 5-სართულიანიკორპუსებისადმი ყველა გულგრილია.
|
|