თამარ მუკბანიანი 24.08.2018
სქართველოს რეგიონებში, თითქმის ყველგან, სადაც მოსახლეობის სიმცირეა, ხალხი მგლებსა და დათვებს ვერ იგერიებს. მართალია, მხეცი ჯერჯერობით ადმიანებს არ ერჩის მაგრამ პირუტყვსა და მოსავალს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
|
მარი ჩიტაია 24.08.2018
გერმანიის კანცლერის ვიზიტისგან ექსპერტები ეკონომიკურ სარგებელს ნაკლებად მოელიან. არავინ დავობს იმაზე, რომ სავაჭრო ურთიერთობა ევროპასთან გაღრმავდება, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვასა და მით უფრო, მწარმოებლური სექტორის მიმართ გერმანიის ინტერესს სპეციალისტების ერთი ნაწილი დაუჯერებლად მიიჩნევს. მცირე იმედს იძლევა ენერგოსექტორი, რომლითაც შესაძლოა, გერმანიის ყურადღება მივიქციოთ.
|
მარიკა გოგოხია 22.08.2018
საარსებო მინიმუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფასების სიდიდით წელს ზაფხულის სეზონი აშკარად გამორჩეულია, საარსებო მინიმუმი შემცირდა. ცვლილება გარკვეულწილად იმპორტული პროდუქტის გაიაფებამ გამოიწვია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მომავალი თვიდან ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალოს. სტატისტიკოსების ვარაუდით, მომავალი თვიდანვე დაიწყება ფასების ზრდა და საარსებო მინიმუმის მაჩვენებელიც აიწევს.
|
თამარ მუკბანიანი 22.08.2018
თბილისის მერია დაუსრულებელი შენობების პრობლემის მოგვარებას შეღავათების დაწესებით ცდილობს. ერთ-ერთ ღონისძიებად ამ ტიპის მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლება მიიჩნევა. ხოლო სპეციალისტები გაცილებით მეტს მოითხოვენ და მერს კანონში არსებული სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ.
|
თამარ მუკბანიანი 22.08.2018
საქართველოში კონტრაბანდის უპრეცედენტო ზრდაა. ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს ვლინდება თამბაქოსა და ძვირფასი ლითონების კონტრაბანდის ფაქტები. როგორც აღმოჩნდა, წლის განმავლობაში ბიუჯეტმა სიგარეტის კონტრაბანდის გამო რამდენიმე ათეული მლნ ლარით იზარალა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი ფაქტების შესახებ თვეში რამდენჯერმე ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია.
|
მარი ჩიტაია 21.08.2018
ფქვილის ღირებულება კრიტიკულ ზღვარზეა, მეპურეებსაც ძალისძალად უჭირავთ ფასი, რომ პური არ გაძვირდეს. სავარაუდოდ, მიმდინარე კვირიდან ფასების დარეგულირების პროცესი დაიწყება და ამაში მთავრობაც ჩაერევა, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ამის შესახებ არაფერი თქმულა. ბაზარზე სპეკულაციაა, მაგრამ რეალური მიზეზის დადგენით არავინ ინტერესდება.
|
ნათია ლომიძე 21.08.2018
სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონმდებლობის შემუშავების პროცესი ნელ-ნელა ფინალს უახლოვდება. ახალი პროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერ კიდევ არ არსებობს. უნდა ითქვას, რომ მისი მისამართით სხვადასხვა მხრიდან შეტევა მიმდინარეობს. უცხოელი რეზიდენტებისა და ბანკების (რომელთა უკან ასევე უცხოური კომპანიები დგანან) მოგერიება თანდათან ძნელდება. სპეციალისტები მაინც იმედოვნებენ, რომ კანონპროექტი ქართულ მიწას დაიცავს.
|
მარი გოცირიძე 21.08.2018
ნავთობპროდუქტების იმპორტისთვის ივლისი საკმაოდ აქტიური პერიოდი აღმოჩნდა. ზედიზედ მეორე თვეა, საავიაციო ნავთის, სანავთობო ბიტუმისა და თხევადი გაზის (ელპიჯი) იმპორტი მატულობს. ამათგან საავიაციო ნავთის იმპორტი აღმავალი ტრენდით 2018 წლის პირველ 6 თვეშიც გამოირჩეოდა. რაც შეეხება თხევადი აირსა და სანავთობო ბიტუმს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის ტემპმა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მცირედით იკლო, თუმცა ივნისში ზრდა განიცადა და ეს ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდა.
|
მარი გოცირიძე 20.08.2018
დასავლეთ საქართვლოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. მავნებლის წინააღმდეგ წამლობის უკვე მესამე ეტაპი დაიწყო. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, სწორი, კოორდინირებული მიდგომითა და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებით სიტუაციის გაკონტროლება და აზიური ფაროსანას რაოდენობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა სრულიად შესაძლებელია.
|
თამარ მუკბანიანი 17.08.2018
საბანკო შავი სიები უნდა გაუქმდეს - ეს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი მინიშნებაა. რეგულაცია სექტემბრიდან შევა ძალაში და მსესხებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი საკრედიტო ისტორია გამოასწორონ. თუმცა, ეს ცვლილება ეროვნულ ბანკს ეკუთვნის, რომელიც პრემიერის ინიციატივასთან პირდაპირ თანხვედრაში არ არის. რა შეცვლება შემოდგომიდან და რას ითხოვს პრემიერი?
|
თამარ მუკბანიანი 17.08.2018
ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და 2 დღეში 2.65-დან 2.57-მდე ჩამოვიდა. პარალელურად მყარდება მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, რამაც ასახვა ჰპოვა ქართულ ლარზე. ფინანსისტები ამბობენ, რომ ლარი გამყარდება, თუმცა ნიშნული იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ბოლო გაუფასურებამდე იყო.
|
თამარ ვეფხვაძე 17.08.2018
ბათუმში მდებარე სასტუმროს, სადაც რამდენიმე თვის წინ ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღეს სახელმწიფო დახურავს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეოგრანდის") ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა.
|