თამარ მუკბანიანი
04.08.2018

 საქართველოში საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება, 32% ღარიბია, 37% - ზომიერად ღარიბი, 24% - მოწყვლადი ჯგუფი - ასეთია მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგი. მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბებასთან ერთად, ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, ქრება. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ამ ტერმინში რომელი ფენაც მოიაზრება, იმ სოციალური ჯგუფის ადამიანები ახლაც არ არსებობენ ქვეყანაში.

თამარ მუკბანიანი
04.08.2018

 დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მომზდება დასკვნით ფაზაში შედის. მთავრობამ საინფორმაციო კამპანიის დაწყება რამდენიმე დღეში დააანონსა. საპენსიო რეფორმით განსაზღვრული 2%-იანი შენატანი მცირე და საშუალო ბიზნესს ტვირთად დააწვება - ასეთია ბიზნესომბუდსმენის პოზიცია, ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ არც მსხვილი ბიზნესი გაიღებს დამატებით თანხებს და შესაძლოა, სამსახურებში ოპტიმიზაცია დაიწყოს.

თამარ მუკბანიანი
03.08.2018

 საქართველოში, საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება. 32% - ღარიბია, 37% - ზომიერად ღარიბი, 24% - მოწყვლადი ჯგუფი.  ასეთია მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგი.  მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბებასთან ერთად, ქვეყანაში საშუალო ფენა ფაქტობრივად ქრება.

თამარ მუკბანიანი
03.08.2018

 საქართველოდან თამბაქოს ექსპორტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არანორმალური სისწრაფით - 11-ჯერ გაიზარდა. შარშანწინ გაზრდილი აქციზის გადასახადის შემდეგ, შარშან თამბაქოს ნაწარმის იმპორტმა იკლო, მაგრამ წელს უცებ გაორმაგდა და ეს სწორედ რეექსპორტს უკავშირდება. რა გახდა ბოლო ერთ წელში ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი? კომპანიები კომენტარისაგან თავს იკავებენ, ხოლო სპეციალისტებს სხვადასხვაგვარი ინფორმაცია აქვთ.

თეო გუდავაძე
03.08.2018

 ტაქსებს, შესაძლოა, ფიქსირებული საფასურის დაწესება აუკრძალონ და მგზავრობის გადასახადი გავლილი კილომეტრების მიხედვით დადგინდეს. ეს პრობლემაა როგორც მძღოლებისთვის, რომლებმაც დამატებითი ხარჯი უნდა გასწიონ, ასევე - მგზავრებისთვისაც. "ტაქსისტები" ეცდებიან, ხელსაყრელად გამოიყენონ ახალი კანონი და შორი გზით მიიყვანონ მგზავრები დანიშნულების ადგილზე. ამან შეიძლება, მძღოლსა და კლინეტს შორის კონფლიქიც კი გამოიწვიოს.

თამარ მუკბანიანი
02.08.2018

 მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი უკვე მუდმივად იკლებს. საქართველოში კლების ტენდენცია საერთოდ არ შეინიშნება. "რეზონანსი" ამ თემაზე წინა თვეშიც წერდა. მაშინ იმპორტიორებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ტენტენცია ადგილობრივ ბაზარზე 2 კვირაში აისახებოდა, თუმცა ორი კვირის გასვლის შემდეგ ფასები ისევ უცვლელია. დღეს უკვე კომპანიები ამბობენ, რომ ნედლი ნავთობის დაბალი ფასი ქართულ ბაზარზე გავლენას არ ახდენს.

თამარ მუკბანიანი
01.08.2018

 სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, გარეული ცხოველები ლამის სახლში უვარდებიან. ბოლო რამდენიმე წელია მტაცებლებმა ტყიდან, სოფლებისკენ და საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გადაინაცვლეს.  საფრთხე არა მხოლოდ შინაურ პირუტყვს, არამედ ადმიანებსაც ემუქრება. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან დახმარებას უშედეგოდ სთხოვს.

თამარ მუკბანიანი
01.08.2018

 საქართველოში ბანკების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. დღე-დღეზე ბაზარს კიდევ ერთი კომერციული ბანკი დატოვებს, ამჯერად ეს აზერბაიჯანული ბანკია. საბოლოო ჯამში, მალე ქვეყანაში ბანკების რაოდენობა 10-ს ჩამოცდება.

თამარ მუკბანიანი
01.08.2018

 საქართველოში უცხო ქვეყნის დასაქმებული მოქალაქეების რიცხვი იზრდება. 2016 წელთან შედარებით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ შარშან 17%-ით მოიმატა. დასაქმებული მიგრანტები, ძირითადად, უცხოელი ინვესტორების მიერ შექმნილ საწარმოებში მუშაობენ. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ, საქართვლეოში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, უცხოელ ინვესტორს უნდა უწესდებოდეს გარკვეული ზღვარი, თუ რამდენი თანამშრომლის შემოყვანა შეუძლია ქვეყნის ფარგლებს გარედან.

თეო გუდავაძე
01.08.2018

 საქართველოში უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია არსებობს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის გვერდები, სადაც ადამიანებს დახმარებას უწევენ. ასეთი ადამიანების რიცხვი დღითი დღე იზრდება. ქართველები ერთმანეთის დახმარებითა და მხარში დგომით ყოველთვის გამოირჩეოდნენ, მაგრამ ბოლო დროს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა საკითხი, თუ რამდენად მიზნობრივად განკარგავენ საქველმოქმედო ორგანიზაციები თანხებს.

თამარ მუკბანიანი
31.07.2018

 საქართველოში უცხო ქვეყნის დასაქმებული მოქალაქეების რიცხვი სწრაფად იზრდება. 2016 წელთან შედარებით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ შარშან 17%-ით მოიმატა. დასაქმებული მიგრანტები, ძირითადად, უცხოელი ინვესტორების მიერ შექმნილ საწარმოებში მუშაობენ. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართვლეოში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, უცხოელ ინვესტორს უნდა უწესდებოდეს გარკვეული ზღვარი, თუ რამდენი თანამშრომლის შემოყვანა შეუძლია ქვეყნის ფარგლებს გარედან.

ნათია ლომიძე
31.07.2018

 უცხოელი გიდები პრობლემას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ქმნიან, პრობლემა კი მათ მიერ არასწორად გატანილი ინფორმაციაა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. ირანელი, თურქი და რუსი გიდები ჩვენი სამშობლოს შესახებ ცნობებს სათავისოდ ფუთავენ და თავიანთ თანამემამულეებს, "როგორც თვითონ აწყობთ", ისე აცნობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×