მარი ჩიტაია 31.08.2018
სესხებთან დაკავშირებული რეგულაციები სამომხმარებლო სესხებს საგრძნობლად შეამცირებს. სპეციალისტები სექტემბრიდან "საკრედიტო შიმშილის" დაწყებას პროგნოზირებენ. ცხადია, ცვლილება სექტემბრამდე აღებულ სესხებს არ ეხება. მიუხედავად ამისა, სტატისტიკამ ივლისში ვადაგადაცილებული სესხების შემცირება დაადასტურა. ექსპერტების ვარაუდით, ტენდენცია გაგრძელდება და საბოლოოდ სესხები მიმართულებას შეიცვლის. მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო სესხი შემცირდება, ხოლო სესხების დიდი ნაწილი წვრილი და საშუალო მეწარმეობის მიმართულებით გადაინაცვლებს.
|
მარი ჩიტაია 31.08.2018
დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და ლობიოს მოსავალი შემცირდა. ამის მიზეზი ფაროსანაა, რომელიც სიმინდის ყანებში გაზაფხულიდან გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილმა პრევენციული ზომები მიიღო, პრობლემის მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა. მოსავლის აღებამდე ჯერ თითქმის თვე-ნახევარი დარჩა.
|
მარი ჩიტაია 31.08.2018
საწვავის მაღალი ფასი უახლოესი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება. მართალია, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირების ტენდენცია შეიმჩნეოდა, მაგრამ ცვლილება იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ მან ადგილობრივ ფასზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა. იმპორტიორები ფასების შენარჩუნებას მომავალში კიდევ შეეცდებიან, თუმცა საერთაშორისო ფასი ბოლო პერიოდში მცირედით გაიზარდა.
|
თამარ მუკბანიანი 30.08.2018
"ქართუ" სამ ბანკს შორის ერთ-ერთია, რომელმაც მოსახლეობისა და ბიზნესის ყველაზე მეტი უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ქვეყნის გაღატაკებაში 2 წამყვან ბანკს ადანაშაულებს, დასაკუთრებული ქონების სიდიდით არც "ქართუ" ჩამორჩა. არსებული სტატისტიკით, ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 2018 წლის მეორე კვარტალში 232,8 მლნ ლარი შეადგინა. ორი მსხვილი ბანკის გარდა, ამ მხრივ ყველაზე დიდი წილი "ქართუ" ბანკს უკავია, რომლის ანგარიშზეც 36,5 მლნ ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი ძალიან მაღალი და საქართველოს მასშტაბისა და რეალობისთვის კატასტროფული მაჩვენებელია.
|
მარი ჩიტაია 30.08.2018
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ მოსახლეობის კეთილდღეობის მიღმა რჩება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ასე გაგრძელდება მომავალშიც, სანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ მიიღწევა, რაც საკმაოდ შორეული პერსპექტივაა. აქედან გამომდინარე, ფუჭია იმედი, რომ მშპ-ს ზრდა მოსახლეობის მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება, რაც ვერც 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდით გახდება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, სავალუტო ფონდმა 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სწორედ 5.5 პროცენტამდე გაზარდა, რასაც ჩვენი საზოგადოების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
|
მარი ჩიტაია 29.08.2018
დასავლეთ საქართველოში იმედიანად დაწყებული სეზონი წარუმატებლად გრძელდება. გურიასა და სამეგრელოს სოფლების უმეტეს ნაწილში ხალხი თხილის მოსავლით უკმაყოფილოა, შესაბამისად, ფასიც დაბალია. მართალია, თხილის მაქსიმალური ღირებულება 5 ლარია, მაგრამ ამ ფასად პროდუქტის გაყიდვა თითქმის წარმოუდგენელია. ხარისხის მიხედვით, ფასი იკლებს და 1 კგ. თხილის რეალური ღირებულება 2 ლარს იშვიათად აჭარბებს.
|
მარიკა გოგოხია 29.08.2018
შესაბამისი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით პროდუქტს ვერ გაყიდიან. იმის ნაცვლად, რომ გლეხებს პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარონ, რეალიზაციის პირობებს ართულებენ. სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 1000 ლარით ჯარიმდება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამით სოციალური ფონი დამძიმდება და შესაძლოა, პროდუქტიც კიდევ უფრო გაძვირდეს.
|
მარი ჩიტაია 28.08.2018
ცათამბჯენების მშენებლობამ თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურია ბათუმში, ბოლო დროს ქუთაისშიც, სადაც მაღალსართულიან შენობებს ისე აშენებენ, რომ არავინ სეისმომდგრადობაზე არ ამოწმებს. მაღალსეისმურ ზონაში მაღალსართულიანი შენობები (20 და მეტსართულიანი) ისე შენდება, რომ მათი მდგრადობა არ კონტროლდება.
|
მარიკა გოგოხია 28.08.2018
შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის პროცესი კვლავ გრძელდება. ზოგ შემთხვევაში პრობლემა არ აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც კარგი საკრედიტო ისტორიით არ გამოირჩევიან, თუმცა სესხისა და განვადების სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ეზღუდებათ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ განვადების მომსახურებაში კომერციულ ბანკებს უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეცილებიან.
|
ნათია ლომიძე 28.08.2018
ხელოვნურად გაძვირებული ხორბალი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირდეს. საქმე ეხება ფინანსთა მინისტრის ახალ განკარგულებას მარცვლეულის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვის შესახებ. ადგილობრივ ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასმა ბოლო პერიოდში ისედაც 36 ლარიდან 44 ლარამდე მოიმატა. თუკი ხორბალი მხოლოდ გემით შემოვა ქვეყანაში, მაშინ ბათუმიდან თბილისამდე ხორბლის შემოტანა 1 ტონაზე, მინიმუმ, 30 დოლარით გაძვირდება, რაც უშუალოდ გადაზიდვის ხარჯს უკავშირდება.
|
ნათია ლომიძე 28.08.2018
კერძო პირები დღემდე კონკრეტულ თანხას თვეში, საშუალოდ, 10%-ად თუ გასცემდნენ, მომდევნო წლიდან სესხის პროცენტი გაუნახევრდებათ. ახალი რეგულაცია, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მუშაობდნენ და ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შესულიყო, დაჩქარდა და უკვე ამოქმედდა. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათი ინიციატივა შედეგს გამოიღებს და რეგულაცია მხოლოდ ფურცელზე დაწერილ კანონად არ დარჩება. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მევახშეების რიცხვს ვერ შეამცირებს, რადგან ისინი ალტერნატიულ გზას აუცილებლად გამოძებნიან.
|
კომერსანტი 28.08.2018
ბიზნესომბუდსმენის აპარატი "კომერსანტთან" საუბრისას ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პროტესტს სკეპტიკურად აფასებს. როგორც ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მას ბოლო დროს ამ დარგში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და მწარმოებლებთან უწყვეტი კომუნიკაცია აქვს, ამიტომ აქციის დაანონსების საჭიროებას ვერ ხედავს.
|
|