მარი ჩიტაია 17.07.2018
აფხაზეთში სიმინდის ყანებს ახალი მავნებელი, მწვანე კალია შეესია. მან უკვე მიაღწია გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებამდე და ტყვარჩელის რაიონამდე. არის საფრთხე, რომ, ფაროსანას მსგავსად, კალია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც გადმოვიდეს, რადგან სეპარატისტული მთავრობა მავნებელს ვერაფრით უმკლავდება.
|
მარი ჩიტაია 17.07.2018
საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი არასდროს ყოფილა. მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენების პარალელურად ამის მიზეზი წელიწად-ნახევრის წინ აქციზის მკვეთრი მატებაც აღმოჩნდა. სპეციალისტები გადასახადის შემცირებასა და ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ. ასეთ შემთხვევაში საწვავი 25 თეთრით გაიაფდება.
|
მარი ჩიტაია 09.01.2018
რამდენიმე თვეში თბილისსა და რეგიონებში ავტომობილების ტექინსპექტირებისთვის საჭირო 80 ცენტრი უნდა აშენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალდებულო ტექდათვალიერების პროცესს პრობლემა შეექმნება. დღესდღეობით საქართველოში სულ 35 ხაზი მოქმედებს. 2018 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 115-მდე უნდა გაიზარდოს. აქედან 60 თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში ამოქმედდება.
|
მარი ჩიტაია 09.01.2018
ელექტროენერგიის გადასახადის სიდიდის მიხედვით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჰიდრორესურსით მდიდარია და შედარებით იაფი დენიც იწარმოება, მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფი არა მარტო ამიერკავკასიის რეგიონში, არამედ დსთ-ის სივრცეშიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
|
ნათია ლომიძე 09.01.2018
2018 წლის იანვრიდან საქართველოს მოსახლეობის ხარჯი მკვეთრად მოიმატებს. ამის მიზეზი კომუნალური გადასახადების ზრდა და საწვავის გაძვირებაა. ელექტროენერგია დაახლოებით 12%-ით, ხოლო წყალი 24%-ით გაძვირდა. გარდა ამისა, რეგიონებში საგრძნობლად მოიმატა ბუნებრივი აირის ტარიფმა. საქართველოში ოჯახები ისეთ ზღვარზე არიან, რომ ნებისმიერი უმნიშვნელო გაძვირებაც კი ტრაგედიად აღიქმება.
|
ნათია ლომიძე 30.12.2017
2017 წელი ეკონომიკურად საკმაოდ რთული იყო. ქვეყანა არაერთხელ დადგა გამოწვევების წინაშე, რაც ლარის კურსის გაუფასურებით, ინფლაციითა და სხვა პრობლემებით იყო განპირობებული. სპეციალისტები მთელი წლის განმავლობაში მუდმივად მიუთითებდნენ ხელისუფლების ორგანოებს მათ მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე.
|
მარი ჩიტაია 30.12.2017
მოსახლეობას საბანკო ვალდებულებების მომსახურება გაისად კიდევ უფრო გაუჭირდება. ტენდენცია უკვე იმდენად მზარდია, რომ მისი შეჩერება მძიმე სოციალურ ფონზე შეუძლებელია. საგანგაშოა მაჩვენებელი, რომელიც ვადაგადაცილებული სესხების ნოემბრის მონაცემებს ასახავს. როგორც ეროვნული ბანკის მიმოხილვიდან ჩანს, წინა თვეში ასეთი ტიპის კრედიტები 11.6 მლნ ლარით არის გაზრდილი და 467.8 მლნ ლარს გაუტოლდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ფინანსურ პრობლემებს, რის წინაშეც მოსახლეობა ბოლო დროს აღმოჩნდა.
|
ნათია ლომიძე 29.12.2017
ახალ წელს მოსახლეობა გაზრდილი გადასახადითა და უცვლელი შემოსავლით ხვდება, რაც მათ სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. გადასახადის მატების საჭიროებას ვერ ხედავენ ენერგეტიკოსებიც. მათ პოზიციას იურისტი დავით ებრალიძეც იზიარებს. მისი აზრით, სემეკის მიერ ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება.
|
მარი ჩიტაია 29.12.2017
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ის იშვიათი საკითხია, რომელსაც ყველა დადებითად აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ სპეციალისტებს საკმაოდ მკაცრი შენიშვნები აქვთ, ახალი მექანიზმის შემოღებას მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ექსპერტების კრიტიკა დასაზღვევი თანხის მოცულობას უკავშირდება. მათი განცხადებით, 5000 ლარი მიზერული ოდენობაა, რომლის დაზღვევას არ ექნება ეფექტი და ბაზარზე არსებული რისკის დასაძლევადაც არ იკმარებს.
|
ნათია ლომიძე 28.12.2017
როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობას წყლის ტარიფიც გაუძვირდა. თბილისის გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1 კბ/მ წყალი დაახლოებით - 6 თეთრით, ხოლო სულადობრივი დაახლოებით 75 თეთრით გაიზარდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ერთობლივად გაზრდილ გადასახადებს სამომავლოდ სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ პროდუქციაზე ფასების მატება მოჰყვება.
|
მარი ჩიტაია 28.12.2017
მოსახლეობას წინასაახალწლო "საჩუქარი" მოუმზადეს: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებს გადასახადი გაუძვირდა. დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი 1,56 თეთრით გაიზრდება, რეგიონების შემთხვევაში კი, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის, ელექტროენერგიის ფასი 1,28 თეთრით მოიმატებს.
|
მარი ჩიტაია 28.12.2017
დენის ტარიფის მატების შემდეგ, წყლის გადასახადის გაძვირება საეჭვო აღარ არის. დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ტარიფი ამ სეგმენტშიც მოიმატებს. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ გადასახადის ზრდა ამ შემთხვევაშიც გარდაუვალია. სულ ცოტა ხნის წინ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განაცხადა კიდეც, ტარიფები არ იძლევა საშუალებას, რომ კომპანიამ ინვესტიციები განახორციელოსო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|