ნათია ლომიძე
28.12.2017

 ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების იმპორტი ელვის სისწრაფი იზრდება, ეს კი საწვავის მოხმარებას ამცირებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდების წილი კიდევ უფრო მოიმატებს, რაც საწვავის მოხმარების დინამიკაში ცვლილებას შეიტანს.

მარი ჩიტაია
27.12.2017

 საქართველოს მოსახლეობისთვის დენი უკვე გაძვირდა და ხვალ უკვე წყლის გადასახადი გაიზრდება. ელექტროენერგიის ტარიფი 1,56 თეთრით გაიზარდა "თელასის" აბონენტებისთვის, ხოლო რეგიონებში - 1,28 თეთრით. ამის შემდეგ ნათელია, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობას წყალი გაუძვირდება. 

ნათია ლომიძე
27.12.2017

 ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტია. მისი მთავარი უპირატესობაა სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა. ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ნათია ლომიძე
27.12.2017

 ლარის კურსზე საახალწლო წნეხი უკვე აისახა და ერთ დღეში რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. სადღესასწაულო პერიოდის გარდა, ეროვნული ვალუტის რამდენიმე პუნქტით გაუფასურებაზე ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც მოახდინა გავლენა. ნაახალწლევს მოსალოდნელია კურსის 2,50-2,55-ის ფარგლებში დასტაბილურება.

ნათია ლომიძე
26.12.2017

 წინასაახალწლო დღეებმა ლარს თავისი ხელი დაატყო. ერთ დღეში ეროვნული ვალუტა 5 პუნქტით გაუფასურდა. სადღესასწაულო პერიოდის გარდა ეროვნული ვალუტის რამდენიმეპუნქტიან ვარდნაზე ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც მოახდინა გავლენა. 

მარი ჩიტაია
26.12.2017

 საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მომდევნო 3 წელიწადში დაახლოებით 20%-ით მოიმატებს. მართალია, მიმდინარე პერიოდში დენის საყოფაცხოვრებო მოხმარებაც მატულობს, მაგრამ გადამწყვეტი გავლენა ამ შემთხვევაში არამწარმოებლური დარგების მოზღვავებამ იქონია, რაც ბოლო დროის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. საქართველოში დენის მოხმარების მასშტაბური ზრდა უკავშირდება ბიტკოინის მოპოვების პროცესს, რომელიც მსხვილი ორგანიზაციიდან ლამის ოჯახებშიც შევიდა და ისრუტავს დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიას, რაც გიგანტურ ქარხნებს საწარმოო პროცესისთვის სჭირდება.

თამარ მუკბანიანი
26.12.2017

 იმ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისათვის, რომელიც მოსავალს პირწმინდად ანადგურებს, სახელმწიფომ დამატებით 35 მილიონი ლარი გამოყო. ამ თანხით ახალი ტექნიკისა და პრეპარატების შეძენა მოხდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდება 100 ათასზე მეტი ფერომონიანი ხაფანგი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2018 წლის სტრატეგია წარადგინა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

ნათია ლომიძე
26.12.2017

 2017 წლის განმავლობაში ნახტომისებურმა ინფლაციამ პენსიონერებისა და მათი ოჯახების შემოსავლების მსყიდველუნარიანობა მკვეთრად დააქვეითა. წელიწად-ნახევარია, რაც პენსიის რაოდენობა არ გაზრდილა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. ამ პერიდოში სხვადასხვა მოხმარების ნივთზე, სურსათსა და სამედიცინო მომსახურებაზე მომატებული ფასები პენსიონერების მდგომარეობას ართულებს. იმისათვის, რომ ინფლაციის უარყოფითი ზეგავლენა მცირედით მაინც გაენეიტრალებინათ, პენსიის ოდენობა 2017 წელს დაახლოებით 10-15 ლარით უნდა გაზრდილიყო.

მარი ჩიტაია
26.12.2017

 მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტებს პრობლემები არ ელევათ. მაღალი კონკურენციის პირობებში მაღაზიების უმეტესობას პოზიციების შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევს. რამდენიმე მოთამაშე ბაზრიდან გავიდა კიდეც, ზოგს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ კონკურენციისთვის არცთუ ჯანსაღ გარემოში კუთვნილი ნიშა შეინარჩუნოს. ამასობაში მოვლენები ბაზარზე ელვის სისწრაფით იცვლება. პრობლემას სპეციალისტები მაღაზიების არასწორ მენეჯმენტს უკავშირებენ.

მარი ჩიტაია
26.12.2017

 თბილისის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებაზე უარი განაცხადა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჯარიმა დაეკისრა გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია "სითი ინსტიტუტი - საქართველოს", რომელმაც, მერიის ინფორმაციით, ხარვეზი გონივრულ ვადაში არ გამოასწორა.

ნათია ლომიძე
25.12.2017

 სხვადასხვა მოხმარების ნივთებზე, სურსათსა და სამედიცინო მომსახურებაზე მომატებული ფასები პენსიონრების მდგომარეობას ართულებს. იმისათვის, რომ ინფლაციის უარყოფითი ზეგავლენა მცირედით მაინც განეიტრალებულიყო, პენსიის ოდენობა, 2017 წელს დაახლოებით 10-15 ლარით უნდა გაზრდილიყო.

მარი ჩიტაია
23.12.2017

 წელს საქართველოში კონტრაბანდის უპრეცედენტო ზრდაა, როგორიც ადრე არ ყოფილა. ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს მჟღავნდება თამბაქოსა და ძვირფასი ლითონების კონტრაბანდის ფაქტები. მარტო თამბაქოს შემთხვევაში 2017 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტების ინფორმაციით, წლის განმავლობაში ბიუჯეტმა სიგარეტის კონტრაბანდის გამო რამდენიმე ათეული მლნ ლარით იზარალა. უკვე აღმოჩენილია ნახევარი მილიონი კოლოფი უაქციზო სიგარეტი. სავარაუდოდ, უფრო მეტი ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდა და გასაღდა კიდეც.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×