ნათია ლომიძე
12.12.2017

 საქართველოში ინვესტიციების მოცულობა თანდათან მატულობს, მაგრამ წარმოების განვითარების მხრივ, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება. 2017 წლის 9 თვეში ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, ჯამურად, 1.346 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატება. მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ საქართველოში ინვესტიციების ოდენობა ასე თუ ისე მატულობს, მაგრამ სამუშაო ადგილების რაოდენობა არ იზრდება.

თამარ მუკბანიანი
12.12.2017

 დედაქალაქში ხუთასზე მეტი ე.წ. "ხრუშჩოვკაა", მათი უმეტესობა ავარიულია და ექსპლოატაციის ვადა გასული აქვს. 1950-იან წლებში დროებით აშენებული სახლების ჩანაცვლება ყველა ხელისუფლების წინასაარჩევნო დანაპირებში ხვდებოდა, მათ შორის, მოქმედი მერისაც. ეს საკმაოდ რთული და ძნელი ამოცანაა, მერიისა და კერძო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობებშიც კი "ხრუშჩოვკების" შეცვლას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება.

მარი ჩიტაია
09.12.2017

 ახალ წელს მოსახლეობა გაზრდილი კომუნალური გადასახადით შეხვდება. დენის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე მთავრობაშიც ალაპარაკდნენ. ენერგეტიკის სამინისტრომ ტარიფის ზრდა, ფაქტობრივად, დაადასტურა. "რეზონანსის" ინფორმაციით, ელექტროენერგია, სავარაუდოდ, 1-2 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი სატარიფო სხვაობა მძიმე ტვირთი იქნება ხალხისთვის, რასაც არ დაუშვებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ტარიფი 0,5-1 თეთრის ფარგლებში შეიცვლება.

ნათია ლომიძე
09.12.2017

 ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელად სწრაფი გამყარება დაიწყო და 1 დღეში ერთბაშად 3 პუნქტით გაძლიერდა. ეროვნულ ბანკსა და მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ლარმა არჩევნების შემდეგ გაუფასურება მოლოდინის გამო დაიწყო და ახლა ეს პერიოდი უკვე ჩავლილია. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი გამყარების პროცესი დროებითია და 14 დეკემბრიდან 10 იანვრამდე კურსის რყევას კიდევ უნდა ველოდოთ. რეალურად რა სჭირს ლარს, მისი ზუსტი დიაგნოზი ვერ ხერხდება.

თამარ მუკბანიანი
09.12.2017

 საჯარო მოხელეების ანაზღაურების მუდმივმა ზრდამ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი შეაშფოთა. საქართველოს მთავრობას 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეკომენდაციას აძლევს, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა უნდა შეიზღუდოს.

მარი ჩიტაია
08.12.2017

 უახლოეს პერიოდში საქართველოში საწვავი არ გაძვირდება. მართალია, იმპორტიორების ნაწილს ფასის პროგნოზირება უჭირს, მაგრამ ნავთობპროდუქტების ბაზრებზე მიმდინარე ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არსებული ფასი შენარჩუნდება. ამ ეტაპზე საწვავის ღირებულებაზე გავლენა ერთდროულად ორმა ფაქტორმა მოახდინა, როგორიცაა ფასების საერთაშორისო დინამიკა და ლარის კურსი.

ნათია ლომიძე
07.12.2017

 ბიუროკრატიული ხარჯები, შემცირების ნაცვლად, იზრდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს ადმინისტრაციული ხარჯი 77 მლნ ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისა და სასაქონლო-მომსახურების ნაწილში. მთავრობის განცხადებები სრულიად განსხვავდება მისი მოქმედებისგან. რამდენიმე დღის წინ მინისტრები პირობას დებდნენ, რომ ხარჯების ოპტიმიზაციას მოახდენდნენ, მაგრამ სრულიად საპირისპირო ნაბიჯები გადადგეს.

მარი ჩიტაია
07.12.2017

 სხვადასხვა პრობლემის გამო რეგიონებში ციტრუსის კრეფა გვიანდება. სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ პროცესი ცალკე ამინდის, ცალკე უხარისხო მოსავლის მიზეზით თითქმის ყველგან შეფერხდა. მართალია, ფასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს, თუმცა ციტრუსის დაბინავებას გლეხები მაინც ერიდებიან. აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ხალხი ამბობს, რომ, შარშანდელთან შედარებით, მოსავალიანობამ დაიკლო.

მარი ჩიტაია
07.12.2017

 დაახლოებით ერთ წელიწადში საქართველოს გაზის ნატურით მიღების ახალი შესაძლებლობა ექნება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება ძვირი გაზის იმპორტს ცოტათი შეამცირებს და გარკვეული მოცულობის გაზის შეღავათიან ფასად შესყიდვის საშუალებაც გაჩნდება.

მარი ჩიტაია
06.12.2017

 მოსახლეობას საბანკო ვალი მარყუჟივით უჭერს. უკვე ხელისუფლებაშიც ალაპარაკდნენ, რომ ბანკებზე დამოკიდებულება მსესხებლების გადახდისუნარიანობას სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან ხალხი ერთხელაც ამ მუდმივად მზარდი ვალის მომსახურებას ვერ შეძლებს. პარლამენტი შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს. დიდია საფრთხე, რომ მსესხებლების გადახდისუუნარობა კომერციული ბანკების საქმიანობაზე აისახება და ბანკების პორტფელი გაუარესდება.

ნათია ლომიძე
06.12.2017

 როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ბოლოს ინფლაციამ ტემპი აკრიფა და უკვე 7%-ს მიაღწია. ოფიციალურმა მაჩვენებელმა მიზნობრივს დიდი ხანია, გადააჭარბა. დეკემბერში ფასების ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება, რასაც ხელს შეუწყობს საწვავის გაძვირება, წინასაახალწლო პერიოდი და ძვირი იმპორტი.

ნათია ლომიძე
06.12.2017

 საქართველოს რეგიონები დღითი დღე კარგავენ ფუნქციას. მთელი ქვეყნის დასაქმებულთა 64% დედაქალაქში მუშაობს. მთავრობა რეგიონების განვითარებას ვერ ახერხებს, ამიტომაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებისთვის დედაქალაქს მიეწება. ასიათასობით შრომისუნარიანი ადამიანი თავის სარჩენად წლებია, ემიგრაციაში იმყოფება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×