მარი გოცირიძე 21.11.2017
მთავრობა დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვას გეგმავს. ამ ცვლილებით მეწარმეები ელექტრონული განაცხადის შედეგად ზედმეტი დღგ-ს დაბრუნებას 5-7 სამუშაო დღეში შეძლებენ, რაც ბიზნესისთვის დამატებითი სტიმული იქნება და განვითარების საშუალებასაც მისცემს.
|
მარი ჩიტაია 21.11.2017
მსხვილფეხა პირუტყვის გამოზამთრების საშუალება რეგიონებში აღარ არის, რის გამოც ხალხი საქონელს იშორებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით შესამჩნევია. დასავლეთ საქართველოში სიმინდი უამინდობამ და მავნებელმა გაანადგურა და არათუ პირუტყვის, არამედ ადამიანის გამოსაკვებადაც არ არის საკმარისი, აღმოსავლეთში კი პრობლემა ზამთრის საკვების გაძვირებას უკავშირდება. წელს სათიბებში აღარ იყო მესამე-მეოთხე თაობის ბალახი, რაც საქონლის საკვებზე ფასის ზრდის მიზეზი გახდება.
|
ნათია ლომიძე 18.11.2017
უცხოური ინვესტიციების შემცირების რისკი დიდია ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ლარის გაუფასურების პროცესი მუდმივ სახეს იღებს, რაც ინვესტორებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. ბუნებრივია, რომ არასტაბილურობის განცდა ინვესტიციებზეც აისახება, მით უფრო გრძელვადიან პერიოდში, თუ ბიზნესმენი სტაბილურ გარემოს ეძებს.
|
ნათია ლომიძე 17.11.2017
ლარი დღითი დღე თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება ევროსა და დოლარის მიმართ. ვალუტის დევალვაციას ბაზარზე გაძვირებული პროდუქტიც ემატება, რაც მოსახლეობის ყოფას გაუსაძლისს ხდის. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები გაუფასურებაში მედიასა და სპეციალისტებს ადანაშაულებენ. ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ეკონომიკური ბლოკი სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ხელს სხვებისკენ იშვერენ. ლარი 2,80-მდე მივა და შემდეგ დაიწყება მისი შედარებითი გამყარება.
|
თამარ მუკბანიანი 17.11.2017
ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებამ, მთელი წლის განმავლობაში მაღალმა ინფლაციამ, გაზის ტარიფის მატებამ რეგიონებში და საწვავზე ფასის ზრდამ ეკონომიკის ყველა სფერო დააზარალა, მათ შორის ტურიზმიც. ზამთრის სეზონის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი, ფასების მატებას კი ტურიზმის სფეროს სპეციალისტები და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ადასტურებენ.
|
მარი ჩიტაია 17.11.2017
გადაზიდვის სერვისში მომუშავე მძღოლების უმეტესობა თვითნასწავლი და, შესაბამისად, დაბალი კვალიფიკაციისაა. დღესდღეობით ქვეყანაში ადამიანების გადამყვანი და სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების შემოწმება არ ხდება, შესაბამისი მართვის მოწმობის მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია, იმუშაოს მძღოლად ისე, რომ გამოცდილება და აუცილებელი უნარების ცოდნა არ მოეთხოვება. ელემენტარულად, არ ხდება მძღოლების სამედიცინო შემოწმება და არც მათ სამუშაო გრაფიკს აკონტროლებს ვინმე.
|
Resonance 16.11.2017
„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურების და სისუფთავისთვის მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.
|
მარი ჩიტაია 16.11.2017
ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი კვლავ არაფერს აკეთებს. იმის ნაცვლად, რომ კრიზისულ პერიოდში ბაზარს უცხოური ვალუტა მიაწოდონ, კურსის გაუფასურებას ხან მოლოდინს უკავშირებენ, ხანაც - ფუნდამენტურ ფაქტორს. სებ-ის საქმე ისე წავიდა, რომ ლარის დევალვაციაში უკვე იმპორტიორებსაც სდებენ ბრალს.
|
მარი ჩიტაია 16.11.2017
როგორც იქნა, საბოლოოდ დადასტურდა ეჭვი, რომ "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში ვაჭრობის წილი საბანკო სექტორზე მოდის. მართალია, ეროვნული ბანკი თავს იცავს, რომ ამ პროცესში ორი ძირითადი ბანკი არ მონაწილეობს, მაგრამ, რეალურად, საქმე ასეც არ არის. სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბანკების აქტივობა 85-90%-ს უტოლდება, ხოლო 3 ძირითადი ბანკის წილი 40%-ს აღემატება. პირველ ათეულში ყველა ბანკია, ერთის გარდა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენს.
|
ნათია ლომიძე 16.11.2017
სამშენებლო დარგისთვის 2018 წელი ახალი რეგულაციების შემოღების პერიოდი იქნება. წესების გამკაცრებას აანონსებენ მერიაში, ხოლო 6 თვის შემდეგ ამოქმედდება ნორმა, რომელიც სიმაღლეზე მომუშავე ადამიანებისთვის სპეციალურ სწავლებას მოიცავს. სამშენებლო დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ დეველოპერებს ხარჯი გაეზრდებათ, რასაც, საბოლოო ჯამში, უძრავი ქონების გაძვირება მოჰყვება.
|
ნათია ლომიძე 15.11.2017
სამომხმარებლო ბაზარზე მორიგი გაძვირება დაიწყო. იმპორტიორები ამბობენ, რომ არსებული ფასების შენარჩუნება უკვე შეუძლებელია. სამწუხაროდ, "რეზონანსისა" და მისი რესპონდენტების პროგნოზი გამართლდა და ლარმა დოლართან მიმართებით 2.70-იან ნიშნულს მიაღწია, სავალუტო კრიზისმა კი ბაზარზე პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა.
|
თეო გუდავაძე 15.11.2017
"სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში წელიწად-ნახევრის განმავლობაში 85 პროექტი დაფინანსდა. მათ შორისაა 65 ინოვაციური და 20 მაღალტექნოლოგიური პროექტი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - "სტარტაპ-საქართველო" - საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|