მარიამ აფციაური
31.08.2016

 ქალაქი ტროტუარების გარეშე - ასეთია თბილისელების მიერ აღწერილი დედაქალაქი. მათი თქმით, დღეს საფეხმავლო ბილიკისთვის განკუთვნილი ადგილი სხვადასხვა ობიექტებს (საცხობებს, სწრაფი კვების, სავაჭრო ობიექტებს) უკავიათ. ფეხით მოსიარულეებს  ალტერნატივად ტრასის გამოყენება უწევთ, გადაადგილება კი რისკის ფასად უჯდებათ. თბილისელებმა სხვა შემაფერხებელ ფაქტორებზეც  ისაუბრეს - ეს არის პარკირება, მიმდინარე მშენებლობები, გარევაჭრობა და ა.შ.

ელზა წიკლაური
31.08.2016

პენსიონერებთან ერთად, წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების "მთავარ საზრუნავად" სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ხდება. იმის გამო, რომ ორივე ჯგუფი საკმაოდ მოწყვლადია, დაპირებებიც ძირითადად მათი "სოციალური მდგომარეობის" გამოსწორებაზე კეთდება. თუმცა ამ უხვი დაპირებისას ხშირ შემთხვევაში სახელდება "გაბერილი" ციფრებიც, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი, ცხადია, რომ ვერ გასწვდება. 

მარი ჩიტაია
31.08.2016

ხელისუფლება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს. როგორც აღმოჩნდა, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე ავტობანი გაკეთდება, რაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად განავითარებს და ტურიზმის სფეროს წახალისებასაც შეუწყობს ხელს.

მარი ჩიტაია
31.08.2016

რუსული ბიზნესი, საქართველოს ტურისტული სექტორით ინტერესდება. მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის უსაფრთხო კურორტების პრობლემა დადგა, არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ქართული ტურიზმი გახდეს. სპეციალისტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ რუსი ბიზნესმენების მხრიდან ინტერესი დიდია. ისინი კიდევ უფრო აფართოებენ საკუთარ გავლენას მომსახურების თითქმის ყველა სექტორში. განსაკუთრებით კი სარესტორნო, სასტუმრო და სათამაშო ბიზნესში. ბოლო დროს ტაქსების ბაზარზეც გამოჩნდნენ, რასაც ჩვენი საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ლიკა გურაბანიძე
31.08.2016

 ალბათ გსმენიათ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება მრავალ პრობლემას უქმნის ორგანიზმს, მათ შორის თვალს, თანაც სხივებისგან არც ღრუბლიან ამინდში ვართ დაზღვეულნი. ულტრაიისფერი სხივები უხილავია, მაგრამ მავნებელი. 

ია აბულაშვილი
31.08.2016

 სამეგრელოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის ისტორიის და დადიანების უნიკალური ექსპონატების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ამბავს მაინც შეთვავაზებთ ამ ქალაქისა და მისი უნიკალური განძის შესახებ.

თაკო მათეშვილი
30.08.2016

 საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გველის, სპეციალისტთა შეფასებით, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა, რადგან მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ მისი დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, პოლიტოლოგების თქმით, ეს სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც.

ელზა პაპოშვილი
30.08.2016

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მხრიდან წინასაარჩევნოდ მოსამართლეებზე ზეწოლა გამორიცხული არ არის. მისი აზრით, თუ სასამართლოში მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მართლაც ხდებოდა, მაშინ პაპუაშვილმა პროკურატურას რატომ არ მიმართა და თემის პოლიტიზირება რატომ დაიწყო.

ლიკა გურაბანიძე
30.08.2016

 სექტემბრის დასაწყისიდან სიცხეები დასრულდება და ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს, თუმცა ეკოლოგებს მიაჩნიათ, რომ, თუ განაშენიანების პროცესი ასეთი ტემპით გაგრძელდა, ყოველი მომდევნო ზაფხული, სიცხის თვალსაზრისით მეტად გაუსაძლისი გახდება.

გვანცა ღვედაშვილი
30.08.2016

 თბილისში პირველი ათი ახალი ავტობუსი სექტემბრის ბოლოსთვის შემოვა. დანარჩენი ავტობუსი კი ეტაპობრივად - იანვარში, თებერვალსა და მარტში. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქში სულ 143 ახალი ავტობუსი შემოვა.

ელზა წიკლაური
30.08.2016

 22 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი შეიძინა, 25 აგვისტოს კი იგივე აუქციონზე ეს 20 მლნ დოლარი ისევ გაყიდა. სებ-ის მიერ 3 დღის ინტერვალში ბაზრისთვის ვალუტის ჯერ "გამოცლამ", შემდეგ კი ისევ მიწოდებამ ექსპერტულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იმის გამო, რომ სებ-ი აღნიშნულ საკითხზე დეტალურ განმარტებას არ აკეთებს და მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება, რთულია იმის თქმა, თუ რა იყო სავალუტო აუქციონების გამართვის რეალური მიზეზი. სპეციალისტები თქმით, შესაძლოა, ეს იყო შეცდომა, ან სულაც ამ ქმედებით სებ-მა ეროვნული ვალუტა მკვეთრი რყევისგან დაიცვა.

მარი ჩიტაია
30.08.2016

 თურქეთიდან საქართველოში სარფის საბაჟოზე შემოსასვლელად მოქალაქეებს რიგში დგომა უწევთ. ერთ-ერთი ვერსიით, შეზღუდვა თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უკავშირდება. თუმცა, ამ მოსაზრებას თურქული მხარე უარყოფს. ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ შეფერხება მხოლოდ ზაფხულის სეზონს შეიძლება უკავშირდებოდეს, როცა მიმოსვლა ინტენსიურია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×