ელზა წიკლაური 27.08.2016
პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობა ეკონომიკური მაჩვენებლით რეფორმამდელ პერიოდს ვერ უბრუნდება. უკრაინელი ანალიტიკოსების თქმით, 25 - წლიან პერიოდში მარტო უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდა. ქვეყანაში შექმნილი მშპ-ის მოცულობით 1988 წლის დონეს ვერც საქართველო უახლოვდება და ვერც ბევრი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ეკონომისტების თქმით, ყველაზე კარგი სიტუაცია აზერბაიჯანშია, სადაც ეკონომიკა მანათის დევალვაციამდე დაახლოებით 30%-ით იყო გაზრდილი.
|
მამუკა ნაცვალაძე 27.08.2016
იშვიათად თუ შეგვხვდება საქართველოს ისტორიაში ისეთი თარიღი თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით 1089 წელის ტოლფასი რომ იყოს. 1089 წელს დავით აღმაშენებელი აკურთხეს მეფედ - 16 წლის ჭაბუკი, რომლის ზეობამაც საფუძველი ჩაუყარა "ოქროს ხანას" - საუკუნეზე მეტ ხანს რომ გასტანა და დღესაც რომ საამაყოდ რჩება ქართველთა ცნობიერებაში.
|
ელზა პაპოშვილი 26.08.2016
 გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში, ადგილობრივ მაცხოვრებელ შალვა ჩილინდრიშვილს დილით, საკუთარ ყანაში რუსი ოკუპანტები დახვდნენ, რომლებიც კომბაინებით მის კუთვნილ მოსავალს იღებდნენ. მათ ჩილინდრიშვილს განუცხადეს, რომ მისი 6 ჰექტარი მიწა, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეკუთვნის და მას ყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.
|
თაკო მათეშვილი 26.08.2016
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოსალოდნელი ვიზიტი საქართველოში განსხვავებულად ფასდება. საგარეო ურთიერთობების სპეციალისტთა ნაწილი აცხადებს, რომ ამგვარი ხშირი ვიზიტები მხოლოდ ქვეყნისადმი მხარდაჭერაზე მიუთითებს, რომ ამით ალიანსი საქართველოსა და მას შორის არსებულ პარტნიორობას კიდევ უფრო ამტკიცებს და ხაზს უსვამს.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.08.2016
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს კატასტროფულს უწოდებს განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი, რაშიც ის სკოლებში დაბალი ხარისხის განათლებასა და არასწორად გატარებულ რეფორმებს მიიჩნევს.
|
ელზა პაპოშვილი 26.08.2016
ანალიტიკოსი და ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიაში სიტუაციის ამგვარი განვითარება მოსალოდნელი იყო, რადგანაც მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და მის პარტიაში, რა თქმა უნდა, ბევრი ჩანერგილი ადამიანი იქნებოდა, რომელთაც გარკვეული მითითებები ჰქონდათ.
|
თაკო მათეშვილი 26.08.2016
უბრალო ადამიანის თვალით დანახული მიმდინარე ზაფხული სეისმურად საკმაოდ აქტიური იყო. მხოლოდ საქართველოში საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა. დაახლოებით იგივე გვესმოდა მეზობელი ქვეყნებიდანაც. რამდენიმე დღის წინ იტალიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ კი ყველა ამ თემაზე აალაპარაკა.
|
ვახტანგ შამუგია 26.08.2016
არაბეთის ნახევარკუნძულზე, იემენში გააფთრებული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფი ჰუსიტი მეამბოხეების მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში მოყვა.
|
ელზა წიკლაური 26.08.2016
დასაქმება-გადამზადების პროგრამა, რომელიც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებოდა, დღესაც იწყება. "ოცნების" პროგრამაში განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სამუშაოს მაძიებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან, სტაჟირების შემთხვევაში კი, წინა წლების ანალოგიურად, მთავრობა სტიპენდიის სახით თვეში 150 ლარს გადაიხდის.
|
მარიამ ხიდაშელი 26.08.2016
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარტნიორო ფონდის სამი პროექტის გამჭვირვალობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას თანაინვესტორ კომპანიებში ყოფილი პროკურორისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავთან კავშირს ხედავენ. ასევე აღნიშნავენ, რომ უმჯობესია, ფონდმა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიებისგან თავი შორს დაიჭიროს.
|
ია აბულაშვილი 26.08.2016
"ქიზიყი ერთი უძველესი ნაწილია კახეთისა. ეს ქვეყანა ბევრით არის შესანიშნავი, იმითაც, რომ იქ არ იციან, რას ჰქვია ბატონყმობა, ამ მხარეში ხალხი ახოვანი იზრდება და ძლიერი ბუნება არაფერს აკლებს ქიზიყელს, რომ იყოს გულმაგარი და ზვიადი.
|
მარი ჩიტაია 25.08.2016
კახეთში რთველისთვის აქტიური სამზადისი დაიწყო. შარშანდელთან შედარებით, გლეხები წელს ცოტა ნაკლებ მოსავალს ელოდებიან. თუმცა, რამდენი შეიძლება იყოს სხვაობა, წინასწარ ვარაუდი უჭირთ. ამ მაჩვენებლებს ჯერჯერობით ვერც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ასახელებენ, სადაც ადასტურებენ, რომ ვენახში გაჩენილი დაავადების გამო მოსავალი მცირედით შემცირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ყველა პირობაა, რომ სეზონი წარმატებით ჩატარდეს.
|