თაკო მათეშვილი
22.08.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია წინასაარჩევნოდ პარტიიდან წევრების გადინებას არ გამორიცხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ძირითად გუნდსა და მის პერსპექტივაზე გავლენას არ იქონიებს.

ელზა პაპოშვილი
22.08.2016

 უკვე რამდენიმე დღეა, რაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრები სხვადასხვა რეგიონიდან პარტიას ტოვებენ. ბოლო მასშტაბური წასვლა ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში მოხდა. ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზაზა ჭურღულია ამბობს, რომ მასთან ერთად პარტია 50-მდე ადამიანმა დატოვა.

ია აბულაშვილი
22.08.2016

 რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის კონცენტრაცია მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრშია. საინფორმაცო სააგენტო "როიტერის" მიმომხილველ პიტერ ეპოსის აზრით, რუსეთს შეუძლია, უკრაინას თავს უკვე აგვისტოს ბოლოს დაესხას. ჟურნალისტი ზუსტ რიცხვსაც ასახელებს - 24 აგვისტო. ამ დღეს უკრაინა დამოუკიდებლობას ზეიმობს.

თაკო მათეშვილი
22.08.2016

 წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" არაპოპულარული და წამგებიანი სახეებისგან თავისუფლდება - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები ბოლო დროინდელი მოვლენების შეფასებისას და დასძენენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს პროცესი სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

ელზა პაპოშვილი
22.08.2016

 პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან მისი მომხრეების მასობრივ წასვლას ორი მთავარი მიზეზი აქვს - პოლიტიკური და ეკონომიკური.მოსახლეობა ბურჭულაძის გამოჩენით ელოდა, რომ ის ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის როლს შეასრულებდა, რაც მან ვერ მოახერხა და ოპოზიციური კოალიციის შექმნით, მხარდამჭერებს იმედი გაუცრუა. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხს, საყვარელიძის აზრით, ბურჭულაძის თანამოაზრეების ნაწილს მიაჩნდა, რომ მას დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რომლითაც ის თავსაც უზრუნველყოფდა და მათაც ახეირებდა, რაც რეალობას მოკლებული აღმოჩნდა.

გვანცა ღვედაშვილი
22.08.2016

 "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი და ახლა უკვე "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლირიკური ბლოკის წევრი მამუკა კაციტაძე "მთელ კვირასთან" იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ბლოკი შეიქმნა. მისი თქმით, გაერთიანების ერთ-ერთი მიზეზი დღეს არსებული ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემაა.

ნინო ქეთელაური
22.08.2016

 ჟურალისტი, ინტერნეტ გამოცემა "მედია.ჯის" რედაქტორი დათო მჭედლიძე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სამართალდამცავის მხრიდან მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტია ასახული. პროკურატურაში საქმე უკვე აღძრულია და გამოძიება 2 მუხლით, 154-ე - ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და 33-ე - უფლებამოსილების გადამეტება მიმდინარეობს.

მამუკა ნაცვალაძე
22.08.2016

 თბილისმა ბევრ მომხდურს გაუძლო, ბევრ სისასტიკეს დახვდა მედგრად. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი გმირული ფურცელი ხაზართა შემოსევას უკავშირდება, ხაზართა მეკავშირეა ბიზანტიის იმპერია, რომელიც თავის პოლიტიკურ პლაცდარმად მოიაზრებს კავკასიას მსოფლიო ბატონობის ამბიციის ფონზე.

ნინო ქეთელაური
20.08.2016

 "თუ ის შეცდომები, რაც უკრინაში არჩევნების პერიოდში იყო, ახლა მაინც არ გავითვალისწინეთ, არანაკლები ხიფათი გველის რუსეთისგან, ვიდრე ეს იყო 2008 წელს საქართველოში და 2013-14 წლებში უკრაინაში", - ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პერზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

თაკო მათეშვილი
20.08.2016

 საზაფხულო დასვენების გამო შეჩერებული ვიზალიბერალიზაციის პროცესი ათიოდ დღეში განახლდება. სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოსათვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ევროპარლამენტში მსჯელობა დაიწყება.

თიკო ოსმანოვა
20.08.2016

 სამეგრელო "ქართული ოცნებისთვის", შესაძლოა, აქილევსის ქუსლად იქცეს - საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მაჟორიტარად იყრის კენჭს.

თიკო ოსმანოვა
20.08.2016

 "ის გარემოება, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული თუ მათგან მართული ექსპერტები აჟივჟივდნენ და დაიწუნეს თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები, მოწმობს რომ "ოცნებამ" სწორი შერჩევა გააკეთა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი გუგული მაღრაძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×