მაკა ხარაზიშვილი
18.08.2016

 ქართულ ალტერნატიულ ენერგეტიკაში ფიქლის გაზი არ მოიაზრება. მის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა, უფრო მეტიც, ქართველი გეოლოგები ექსპერიმენტების საჭიროებას არც ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ფიქლის გაზი საქართველოში არ არსებობს. ევროპაში კი რუსული გაზის ერთ-ერთ ალტერნატივად სწორედ ფიქლის გაზს მოიაზრებენ და მის მოპოვებაზე აქტიურად მუშაობენ.

მამუკა ნაცვალაძე
18.08.2016

 ბიზანტიის იმპერია შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკური ციტადელი გახლდათ. მისი ხანგრძლივი, თერთმეტსაუკუნიანი არსებობა განპირობებული იყო მმართველობის იმ სტრუქტურითა და შინაგანი ფორმებით, რაც უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ მსოფლიო მასშტაბით.

ნინო ქეთელაური
18.08.2016

 ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" გამოვლენილი "აფრიკული ჭირის" შემთხვევები შესაძლოა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს.

მარიამ აფციაური
18.08.2016

 ავიაკომპანია "პეგასუსმა" შვიდ აგვისტოს რეისი თბილისიდან თურქეთის მიმართულებით ორსაათიანი დაგვიანებით შეასრულა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. რესპონდენტები კომპანიას საკუთარი უფლებების დარღვვევაში ადანაშაულებენ. ფრენის გაჭიანურების ფაქტს ადასტურებენ "პეგასუსში" და "რეზონანსთან" საუბრისას მომხდარის მიზეზს განმარტავენ. მათი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, რეისის დაგვიანების შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

თიკო ოსმანოვა
17.08.2016

  წინასაარჩევნოდ რბილ ძალასთან ერთად რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კომპონენტსაც ააქტიურებს. ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. კავკასიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ეს რუსეთის მხრიდან რაღაცის სამზადისიც იყოს.

ნინო ქეთელაური
17.08.2016

 "მათი მიზანია, რომ პარლამენტში რამდენიმე პრორუსული პარტიის შეყვანა მოახერხონ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათი გაერთიანებით შექმნან ძლიერი კოალიცია, რომელიც შეეცდება საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეცვალოს", - ასე აფასებენ ექსპერტები რუსეთის დაინტერესებას საქართველოში მიმდინარე არჩვენებისადმი.

ვახტანგ შამუგია
17.08.2016

 უკრაინაში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე სიტუაცია დაძაბულია. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კონფლიქტის ზონებში დამატებითი შეიარაღება და ცოცხალი ძალა გადაისროლეს.

თიკო ოსმანოვა
17.08.2016

 "პარლამენტში აპირებენ, შეიყვანონ ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მარიონეტები, რომ თვითონ მართოს ქვეყანა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

გვანცა ღვედაშვილი
17.08.2016

 ქართველი ტურისტებისთვის დასასვენებელ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვეყნად კვლავ თურქეთი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ტურისტული კომპანიების თქმით, ეს ქართველი დამსვენებლისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს.

მარიამ აფციაური
17.08.2016

 საკურორტო ზონებში გაზრდილ მოთხოვნას მომსახურების სფერო სათანადოდ ვერ პასუხობს. როგორც "რეზონანსს" დამსვენებლებმა განუცხადეს, კვების ობიექტებში ტურისტების სიმრავლეს ვერ უმკლავდებიან და ხშირ შემთხვევაში შავიზღვისპირეთში ჩასულ სტუმრებს რიგში დგომაც კი უწევთ. მენეჯმენტის ხარვეზებსა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. მათი თქმით, ასეთი ლაფსუსები ტურისტის დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

ელზა წიკლაური
17.08.2016

 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, შესაძლოა, ისევ გადავადდეს. ამ დროისთვის არც თურქეთის, არც აზერბაიჯანის და არც საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებული არ არის. რკინიგზის მშენებლობის ტემპებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ აზერბაიჯანელი ექსპერტები და მხარეებს სამუშაოს დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. არადა, აქამდე როგორც ბაქოში, ასევე ანკარაში ირწმუნებოდნენ, რომ რკინიგზა 2016 წლის ბოლოს გაიხსნებოდა და მომავალი წლის დასაწყისიდან უკვე სრული დატვირთვით ამუშავდებოდა.

მაკა ხარაზიშვილი
17.08.2016

ივლისში, იანვართან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 34 მილიონი დოლარით გაიზარდა. მთლიანობაში 7 თვეში უცხო ქვეყნებიდან 626 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. შარშანდელი კრიზისის შემდეგ გზავნილების მოცულობამ მცირედით მოიმატა, თუმცა კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება. ტრადიციულად, ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ირიცხება, მას მოსდევს ამერიკა და იტალია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×