ია აბულაშვილი
13.08.2016

 პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამომრჩეველს ურჩევს 8 ოქტომბერს, როდესაც ხმის მისაცემად მივა კარგად გაიაზროს ვის აძლევს ხმას. მისი თქმით, 2012 წელს ამომრჩეველმა ხმა მისცა პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს და არა მის გარშემო შეკრებილ კოალიციას, წელს კი, მისი თქმით, "ქართული ოცნებისათვის" ხმის მიცემა სულაც არ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის მიცემას, მით უმეტეს რომ, როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ნოემბრიდან ივანიშვილი შესაძლოა, საერთოდ ჩამოშორდეს პოლიტიკას.

ნინო ქეთელაური
13.08.2016

 "პარტიებს შორის მიგრაციული პროცესები ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან პოლიტიკური ელიტა საერთოდ არ არსებობს, ადამიანები მხოლოდ სკამებისა და ძალაუფლებისთვის იბრძვიან და არა იდეისთვის, ან ფასეულობების სისტემისთვის", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტიებიდან მასობრივი მიგრაციის ფაქტებს.

თიკო ოსმანოვა
13.08.2016

 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი, სავარაუდოდ, გორი იქნება. აქ მაჟორიტარობისათვის თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრი იბრძოლებს. ირაკლი ოქრუაშვილიც და ირაკლი ალასანიაც გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.

ლიკა გურაბანიძე
13.08.2016

 სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შეძლებული ოჯახებიდან მოსწავლეებს, შესაძლოა, აღარ გადაეცეთ. შესაბამის ინიციატივაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა.

სალომე სარიშვილი
13.08.2016

 "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" რაიონებში მათი თანაგუნდელების გადაბირებას ცდილობს. დეპუტატის თქმით, ამის მაგალითია ფოთის შემთხვევაც, როცა საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ და პარტიის რამდენიმე წევრმა "რესპუბლიკელებთა" რიგები დატოვეს.

მამუკა ნაცვალაძე
13.08.2016

 ჩვენ ქვეყანაში შემორჩენილი არაერთი საინტერესო კულტურული თუ რელიგიური რიტუალი სათავეს იმ პლასტებიდან იღებს, საუკუნეების განმავლობაში ქართულ რეალობაში რომ დაილექა. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული გზის გასაყარი გახლდათ, ამდენად, ჩვენი ტერიტორიით ინტერესდებოდა ყველა პერიოდის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა, რისი შედეგიც იყო ის კულტურული დიალოგები თუ კონფლიქტები, საქართველოს ოთხიათასწლოვან ისტორიას წითელ ზოლად რომ გასდევს და დღემდე მკვლევართა დიდ ინტერესს რომ იწვევს.

ელზა წიკლაური
13.08.2016

რუსებმა ქართული პროდუქცია ისევ დაიწუნეს, ამჯერად "როსსელხოზნადზორმა" საბაჟოდან ქართული ატამი გამოაბრუნა და მიზეზად ხილში აღმოჩენილი საშიში კარანტინული მავნებელი - "აღმოსავლურ ნაყოფჭამია" დაასახელა. მანამდე, რუსმა დეპუტატებმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვა მოითხოვეს. ისინი თვლიდნენ, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას დაეთანხმა, აუცილებლად უნდა "დაისაჯოს".

ნათია ლომიძე
13.08.2016

 მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა, ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ბრაზილიაში ტარდება, საქართველოში უამრავი მაყურებელი ჰყავს. ხალხი ცდილობს ტელევიზიის მეშვეობით უგულშემატკივრონ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები რიო დე ჟანეიროში სპორტის 12 სახეობაში 40 სპორტსმენითაა წარდგენილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ჯერჯერობით ჩვენი მონაგარი 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

მაკა ხარაზიშვილი
13.08.2016

7 თვეში ქვეყნის შიდა ვალი 241 მილიონი ლარით გაიზარდა. წლის ბოლომდე მისი საერთო მოცულობა 2,5 მილიარდს მიაღწევს. ამაში არ შედის ე.წ. ისტორიული ვალები, რომელიც თითქმის მილიარდამდეა.

მარი ჩიტაია
13.08.2016

 წელს სიმინდის კარგი მოსავალია. მართალია, სეზონის დასაწყისში ხშირი წვიმა იყო და ზოგ რაიონში სიმინდის ყანები გააფუჭა, მაგრამ დიდი ნაწილი გადარჩა. ამიტომ უხვმოსავლიანობაზე საუბრობენ როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

თიკო ოსმანოვა
12.08.2016

 არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიიდან პარტიაში გადასვლა-გადმოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. "ბურჭულაძის" შემდეგ საკუთარ თანაგუნდელებს "თავისუფალი დემოკრატებისა" და რესპუბლიკური პარტიის წევრებიც გაემიჯნენ. პოლიტოლოგების ნაწილი ამ პროცესს ბუნებრივს უწოდებს, ნაწილი კი ხელისუფლების შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს პროცესები გრძელვადიან ხასიათს არ მიიღებს.

ნინო ქეთელაური
12.08.2016

 "თურქეთს სურს, რომ დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოჩინდეს, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც გაერთიენების, ინტეგრაციის პროცესებს აქვს ადგილი, ასეთი ქმედება დინების საწინააღმდეგოს უფრო ჰგავს", - ასე აფასებენ პოლიტოლოგები თურქეთში მიმდინარე პროცესებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×