თიკო ოსმანოვა 11.08.2016
საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება - მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ახლა უკვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, სასამართლოში შეტანილი 7 სარჩელიდან ორზე დასრულებულია განხილვა, თუმცა გადა-წყვეტილების გამოცხადება ჭიანურდება. სასამართლოს იურისტი გიორგი ლომთაძე კი აცხადებს, რომ ვადები არ დარღვეულა. მართალია, განხილვის 9-თვიანი ვადა ამოწურულია, მაგრამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო კანონით განსაზღვრული არ არის.
|
ია აბულაშვილი 11.08.2016
"საარჩევნო პროცესის გააქტიურებას 5 სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, 15 სექტემბრიდან კი საარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შევა და მაშინ უკვე გამოკვეთილი იქნება, რომელ პოლიტიკურ ძალას გამარჯვების რა შანსი აქვს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 11.08.2016
"იმ ფონზე, როდესაც სოციალურ-ეკონომიკური ვთიარება იძაბება რუსეთსა და თურქეთში, როცა ორივე ქვეყნის მმართველები უპირისპირდებიან დასავლეთს, პუტინი და ერდოღანი ისევ საჭირონი გახდნენ ერთმანეთისთვის და ეს ვიზიტიც ამის დემონსტრირებაა," - ასე აფასებს პუტინი-ერდოღანის შეხვედრას ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი", ასევე, ბაქოს სამმხრივი სამიტის შედეგებზე გაესაუბრა.
|
მარი ჩიტაია 11.08.2016
თხილმა გაძვირება დიდი სისწრაფით დაიწყო. ახალი მოსავლის ფასი ძველს გაუტოლდა - დასავლეთ საქართვლელოში 1 კგ თხილი 4,5-5 ლარის ფარგლებში იყიდება. ექსპორტიორების განმარტებით, პროდუქტის გაძვირება თურქეთში მოსავლიანობის შემცირებას უკავშირდება.
|
მარიამ ხიდაშელი 11.08.2016
"ცენტრ პოინტთან" დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. საქართველოს პროკურატურამ ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა. "თაბუკაშვილი 88"-ის წევრებისთვის საცხოვრებელი სახლები "ცენტრ პოინტს" უნდა აეშენებინა. მოსახლეობის ნაწილის კუთვნილი ბინები გასხვისდა და მათ ქონებაზე იურიდიული უფლებაც დაკარგეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.08.2016
საქართველოს მასშტაბით საგზაო სამშენებლო სამუშაოები გააქტიურდა, მაგრამ კიდევ უფრო იმატა დაპირებებმა. ყოველ წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება. მთავრობა აპირებს, 2020 წლამდე საგზაო სამუშაოებისკენ კიდევ უფრო მეტი თანხა გადაისროლოს.
|
მარი ჩიტაია 11.08.2016
ქართული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი სოციალური კვლევა მომხმარებლის კმაყოფილების მაღალ დონეს ადასტურებს, სპეციალისტების ნაწილი ეროვნული წარმოების პროდუქციის ხარისხით აშკარად უკმაყოფილოა.
|
ელზა წიკლაური 11.08.2016
საქართველოს მოსახლეობას საფინანსო სექტორის მიმართ არსებული სესხის დაფარვა ისევ უჭირს. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი დეფოლტის ზღვარზეა. ამასთან, იზრდება გადაუხდელი კრედიტების რაოდენობაც. იანვართან შედარებით, ივლისში კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 82 171 მლნ ლარით, ანუ 28,1%-ით მოიმატა, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების ოდენობამ კი - 35,4%-ით.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.08.2016
ძველი მსოფლიოს ხალხთა მორალური კოდექსი თანამედროვეობის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. საინტერესოა, სულიერების თვალსაზრისით რით საზრდოობდნენ უძველეს ხანაში? რამდენად გამოირჩევა ძველი ადამიანების აზროვნების სტილი თანამედროვეთაგან? რას თვლიდნენ უპირატესად და როგორ წარმოედგინათ ადამიანის დანიშნულება მათ?
|
ნინო ქეთელაური 10.08.2016
"ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ვიღაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს. იქ გაიჟღერა პაპუაშვილის გვარმა, რომელთანაც ამის გამკეთებლები კონსულტაციებს გადიან," - აცხადებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას. მისი თქმით, ეს ჩანაწერები 2012 წლამდეა გაკეთებული და გამიზნულია არა ქართულ საზოგადოებაზე, არამედ დასავლეთზე.
|
სალომე სარიშვილი 10.08.2016
რამდენიმე დღის წინ რუსულმა ტელეარხმა "რასია კულტურამ" ნიკო ფიროსმანის ტილოების შესახებ ორწუთიანი სიუჟეტი მოამზადა. ამ ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა დასავლეთ ციმბირის ქალაქ ომსკში, რუსი ფერმწერის, მიხაილ ვრუბელის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ფიროსმანის 19 ტილო გადასცა.
|
ლიკა გურაბანიძე 10.08.2016
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ქვეყანაში დაძაბულობა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც კულმინაციას მიაღწევს. როგორც ცაგარელმა "რეზონანსს" განუცხადა, სამი თვის განმავლობაში მოსალოდნელი ემოციურად არასტაბილური პერიოდი, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, პოლიტიკურ მოვლენებს კიდევ უფრო გაამწვავებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|