თიკო ოსმანოვა
08.08.2016

დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ბესლან ბარციცი უხელმძღვანელებს. შესაბამის ბრძანებას მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ხელი უკვე მოაწერა. მოსალოდნელი "სამთავრობო ცვლილებებისგან" ბევრს არაფერს ელოდებიან კავკასიოლოგები. აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრის ლევან კიკნაძის თქმით, ბარციცი განსაკუთრებულ ფიგურას არ წარმოადგენს. ამბობს, რომ რეფერენდუმის ჩაშლის შემდეგ "რესპუბლიკაში" შექმნილ ვითარებას ვერავინ ვერ უშველის.

მზევინარ ხუციშვილი
08.08.2016

 ერთი კვირაა, დალი დოიჯაშვილი და მისი შვილები ოჯახის მეგობრებთან ცხოვრობენ. 31 ივლისს, დღის 3-4 საათზე, ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის 14 ნომერში, მათი სახლი დაიწვა. პირველად სახლში გაჩენილი ცეცხლი ქუჩაში მიმავალმა მანქანის მძღოლმა შეამჩნია. როგორც დალი დოიჯაშვილი ამბობს:

ია აბულაშვილი
08.08.2016

  2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა. ამ 5 - დღიანმა ომმა შეაშფოთა საერთაშორისო საზოგადოება, რადგან არავინ ელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას. ომის შემდეგ კი ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ამ კონფლიქტზე, პოლიტოლოგებმა, ექსპერტებმა და ისტორიკოსებმა ამ ომს მიუძღვნეს პუბლიკაციები, სტატიები. გამოვიდა რამდენიმე წიგნიც, გადაიღეს ფილმები, მათ შორის ჰოლივუდის მიერ გადაღებული პოპულარული ფილმი "აგვისტოს 5 დღე".

სალომე სარიშვილი
08.08.2016

 "თუ განსაკუთრებულად ხმამაღალ განაცხადში არ ჩამეთვლება, გეტყვით, რომ ვინაიდან გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი ტაძრის გათხრა ჯერ კიდევ არაა დასრულებული, ძეგლზე უფრო მეტი სიახლეების გამოვლენის მოლოდინი არსებობს, რადგან ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გრაკლიანი გორის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი და ძეგლზე აღმოჩენილი უძველესი დამწერლობის ნიმუშზე გვიამბობს, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

მამუკა ნაცვალაძე
08.08.2016

 XV ს-ის 60-იანი წლებიდან, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, საქართველომ საკუთარი ფუნქცია დაკარგა და მსოფლიო რანგის სახელმწიფოდან რეგიონული მნიშვნელობის ქვეყნად იქცა. აშკარა გახდა, რომ ერთიანი ქვეყნის მასაზრდოებელი იმპულსებიც მიილია, ამიტომაც ერთ დროს უძლიერესი ქვეყანა სამეფო-სამთავროებად დაიშალა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა.

ნინო ქეთელაური
06.08.2016

 საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს. უხვმა ნალექმა ჯერ ახალციხე, ახლა კი ბორჯომის რეგიონი გაანადურა. დაზიანებული საცხოვრებული სახლები, წაქცეული ასწლოვანი ხეები, მწყობრიდან გამოსული ინფასტრუქტურა, მთლიანად განადურებული ბორჯომის პარკი - ეს ის შედეგებია, რაც მოსულმა სეტყვამ და წყალდიდობამ გამოიწვია.

ნათია ლომიძე
06.08.2016

 დღევანდელი მსოფლიო წარმოუდგენელია კომპიუტერული თამაშების გარეშე, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა უბრალო ადამიანებში და მათზე დამოკიდებულიც გახადა. ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ვითარდება თამაშების არეალიც. დღეს, კომპიუტერულ გართობა ძალიან შეავიწროვა მობილური ტელეფონის თამაშებმა. მასზე დამოკიდებული ადამიანებს სახლის გარეთაც არ აქვთ საშუალება ვირტუალურ სამყაროს დროებით მაინც ჩამოშორდნენ.

მაკა ხარაზიშვილი
06.08.2016

 ფარმაცევტულ ბაზარზე წვრილი აფთიაქების მომრავლებამ საფასო პოლიტიკა ვერ შეცვალა. ამ სექტორში "გადატრიალება", როგორც მთავრობა იმედოვნებდა არც "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლამ მოახდინა. ბაზარზე რამდენიმე მსხვილ კომპანიას საკმაოდ მძლავრად აქვთ ფეხი მოკიდებული, იმპორტიც თავად არიან დაკავებულნი და ადგილობრივ პროდუქტსაც აწარმოებენ.

ელზა წიკლაური
06.08.2016

საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კომერციულ ბანკებს არ ენდობა და ფულს სახლში ინახავს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ იკვეთება ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა.

ელზა წიკლაური
06.08.2016

 საქართველოს ეკონომიკა წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პარალელურად, საპროგნოზო მაჩვენებელს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც ცვლის. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება. სებ-ის პროგნოზით კი, წელს მშპ 3.5%-ით მოიმატებს. მეორე კვარტლის საშუალო ზრდამ 2,9% შეადგინა, რაც რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ამაზე მეტად - 4,8%-ით - მხოლოდ სომხეთის ეკონომიკა გაიზარდა. აზერბაიჯანსა და რუსეთში კი ისევ ვარდნაა.

მამუკა ნაცვალაძე
06.08.2016

 გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისას, განსაკუთრებულად პოპულარული გახლდათ სიმღერა "შავლეგო", რომლის მელოდიურობა და შინაარსობრივი მხარე გამორჩეულ განწყობას აღძრავს მსმენელში. მაშინ ბევრმა არ უწყოდა, რომ ეს შესანიშნავი სიმღერა საქართველოს გმირს, შალვა ახალციხელს მიუძღვნა ქართველმა ერმა, იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს ზეობის სიმბოლოდ იქცა.

სალომე სარიშვილი
06.08.2016

რამდენიმე თვის წინ მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ საარჩევნოდ მათი მაჟორიტართა შემადგენლობა და პარტიული სია დაახლოებით მესამედით განახლდებოდა, თუმცა მაჟორიტარების შემთხვევაში განახლება გაცილებით მასშტაბურია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×