მამუკა ნაცვალაძე
04.08.2016

 თამარისდროინდელი საქართველოს საშინაო პოლიტიკა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ის შინაგანი დაძაბულობა, რაც ტრადიციულად მეფისა და ფეოდალთა დაპირისპირებას სდევს თან, კიდევ უფრო გამძაფრებული გახლდათ საქართველოს ისტორიაში მანამდე უპრეცედენტო ფაქტის, უფლისწულის დასჯის გამო.

თამარ ლომიძე
04.08.2016

 გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხში პრობლემა ვერ აღმოაჩინა. გიგლა აგულაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ სარეალიზაციო ქსელში არსებული ბენზინი და დიზელი სრულად შეესაბამება სტანდარტებს. ამგვარი დასკვნა გარემოსდამცველებში უნდობლობას იწვევს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი პიკზეა და ამაში მთავარი დამნაშავე ავტომობილებია, საწვავის მაღალხარისხიანობაზე საუბარი გადაჭარბებულია.

თიკო ოსმანოვა
03.08.2016

 პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დავალებას ასრულებს და ვითარების დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. მისივე თქმით, პაპუაშვილს სურს, "დააყენოს ბუღი", რაც პრინციპში გამოსდის, თუმცა აბსოლუტურად უშინაარსოდ და ულოგიკოდ.

თიკო ოსმანოვა
03.08.2016

 მორიგი ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო. 2 თვის წინ გაერთიანებული საქმეები - ყოფილი მერის, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის-განხილვა გაურკვეველი დროით გადაიდო. გუშინ დანიშნული საპაექრო ეტაპი კი კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. გაერთიანებული საქმის ადვოკატები საკონსტიტუციოში მოსამართლეების გამოუცხადებლობას საბოტაჟს უწოდებენ. თავად სასამართლო ამასთან დაკავშირებით პატარა განცხადებას აკეთებს და არ აკონკრეტებს ზუსტ დროს, თუ როდის გაიმართება მორიგი სხდომა.

ეკატერინე ბასილაია
03.08.2016

 სატრაბახო გვაქვს მხოლოდ ის, რომ დღეს ქვეყანაში ცოცხების დეფიციტია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

ლიკა გურაბანიძე
03.08.2016

  თბილისის ზოოპარკს რამდენიმე დღის წინ ახალი ბინადრები, ლომები შეემატნენ. როგორც ზოოპარკში ამბობენ, 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ ეს "ცხოველების მეფეთა" შორის პირველი მატებაა.

ლიკა გურაბანიძე
03.08.2016

საქალაქო სასამართლოში გუშინ ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებული პირების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო.

ნინო ქეთელაური
03.08.2016

ქალისა და მამაკაცის ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. თუ პრეზიდენტმა ამ რეფერენდუმს მწვანე შუქი აუნთო, მაშინ ის 8 ოქტომბრის არჩევნებთან ერთად ჩატარდება, აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი ზვიად ტომარაძე.

ნათია ლომიძე
03.08.2016

 საკურორტო სეზონი დადგა და შესაბამისად, აქტუალურია საკითხი, თუ სად დავისვენოთ და როგორ გავატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები. ბათუმში, წინა წლებთან შედარებით, ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რის გამოც მოსახლეობის უმრავლესობა, შავი ზღვისკენ გამგზავრებას თავს არიდებს ან საკურორტო დღეების რაოდენობას მინიმუმამდე ამცირებს, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი დანახარჯი. ტარიფების ზრდა მხოლოდ ზღვის კურორტებს არ ეხება. მან სხვა ზონებსაც დაატყო კვალი, რის გამოც დამსვენებლები გრძელვადიან დასვენებას თავს არიდებენ.

მაკა ხარაზიშვილი
03.08.2016

 სავალუტო კრიზისის გამო, მეზობელ ქვეყნებში კომერციული ბანკები იხურება. საქართველოს საბანკო სისტემა კი, სავალუტო პრობლემების მიუხედავად, არნახულ მოგებაზე გადის. სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, ბანკები გაცემული სესხების დაბრუნებას მძიმე სოციალურ პირობებშიც კი ახერხებენ.

ნატა გიორგაძე
03.08.2016

კომერციული ბანკების შემდეგ, მოსახლოებას ანაბრების შეტანა ახლად შექმნილ შპს-ებშიც შეუძლიათ, განსხვავება მათ შორის მაღალი საპროცენტო განაკვეთია. თუ ბანკების მიერ დეპოზიტებზე დაწესებული საპროცენტო სარგებელი 5-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ეს შპს-ები მომხმარებელს 13-დან 33%-მდე სარგებელს სთავაზობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ასეთი შპს-ების არსებობა თაღლითური პირამიდული სქემის ნაწილია და მათი ნდობა არ შეიძლება.

ელზა წიკლაური
03.08.2016

 რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლოა, საქართველოს ჩქაროსნულ მაგისტრალზე გადაადგილება ფასიანი გახდეს. მართალია, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერი არ არის, თუმცა როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, არსებობს მოსაზრება, რომ გზა ფასიანი მხოლოდ სატრანზიტო მოძრაობისთვის დაწესდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×