ნინო ქეთელაური 01.08.2016
რიყეზე მშენებარე მუსიკისა და დრამის თეატრის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. მშენებლობა 2011 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და 75 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია. 2013 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პროექტის დაფინანსება შეწყვიტა, ამ დროისთვის კი შენობა მიტოვებული და დანაგვიანებულია.
|
ნინო ქეთელაური 01.08.2016
საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ატეხილი სკანდალი, რომელიც მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს უკავშირდება, ისევ გრძელდება. პარასკევს 5-მა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადება უარყო, მეორე დღეს კი ახლა უკვე ამ მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრი - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი - წერილობით პასუხობს.
|
ია აბულაშვილი 01.08.2016
"საკონსტიტუციო სასამართლო დღეს თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, აშკარად პოლიტიზებული და დისკრედიტირებულია, ამიტომ საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. ამ ეტაპზე შეიძლება საერთოდ გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო და მისი ცხრავე წევრი გადავიდეს უზენაეს სასამართლოში, სადაც შეიქმნება ახალი, ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციურ საქმეთა პალატა," - აცხადებს სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი, რომელსაც "მთელი კვირა" საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 01.08.2016
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცე-ჰეპატიტის აღმოფხვრის (ელიმინაციის) პროგრამა უაღრესად წარმატებით მიმდინარეობდა - 5 ათასზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათი 92% სრულად განიკურნა ამ სახიფათო ვირუსული დაავადებისგან.
|
ლიკა გურაბანიძე 01.08.2016
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერაში, არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა.
|
ია აბულაშვილი 01.08.2016
მკითხველს ალბათ დააინტერესებს ცნობები მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში საქართველოს რეგიონებში სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების ისტორიიდან, ამის გარკვევაში კი დაგვეხმარება ისტორიის მუზეუმის არქივში დაცული მასალები და მაშინდელი ქართული პრესა, სადაც პერიოდულად ქვეყნდებოდა პუბლიკაციები იმის თაობაზე, თუ როგორ ვითარდებოდა ეკონომიკურად საქართველოს ძირძველი ქალაქები და რა ძალისხმევა დასჭირდათ ჩვენს წინაპრებს, რომ ეს ქალაქები მსხვილ სამრეწველო ქალაქებად ექციათ. დღევანდელ სტატიაში მხოლოდ ბათუმს შევეხებით და რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ მაშინდელი ქართული პრესიდან.
|
მალხაზ გაგუა 01.08.2016
გუშინ საღამოს თავდამსხმელთა ჯგუფმა, რომელსაც ერევანში პოლიციის შენობა 2 კვირის მანძილზე ჰქონდა დაკავებული, განაცხადა, რომ მზადაა, დანებდეს. მანამდე კი პოლიციამ შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური, პაველ მანუკიანი, აიყვანა.
|
მამუკა ნაცვალაძე 01.08.2016
ძველი ეგვიპტის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ძალიან მცირე ცნობები მოგვეპოვება, თუმცა მრავალრიცხოვანი პაპირუსების, სამარხების, მუმიების საშუალებით შეგვიძლია ჩავწვდეთ იმდროინდელი ყოფისა და აზროვნების ფორმებსა და ნიმუშებს. სწორედ მათი წყალობით აშკარა ხდება, რომ ძველი ეგვიპტის კულტურა სიკვდილის ფენომენს ეფუძნება.
|
ეკატერინე ბასილაია 30.07.2016
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული, მაჟორიტარების ნაწილი უკვე დასახელებულია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, რომ ის საკუთარი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებოდა, ექსპრემიერი არც ერთ შეკრებაზე არ გამოჩენილა.
|
ია აბულაშვილი 30.07.2016
მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო პროცესი დაწყებულია "საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების შესაძლო ფაქტზე". რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა ამას მომავალში გავიგებთ, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ამ დარგის სპეციალისტები შემაშფოთებელს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ ამ მოვლენებს გართულებები მოჰყვეს, რაც სერიოზულად დააზარალებს დემოკრატიისათვის აუცილებელ ამ სახელმწიფო ინსტრუმენტს.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.07.2016
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (ენდიაიმ) წინსაარჩევნოდ მის მიერ წარმოებული კვლევითი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 57%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას.
|
ნინო ქეთელაური 30.07.2016
"ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ სამყაროს "ნაციონალური მოძრაობის" პრიზმაში უყუროს, ურჩევნია, ძირითად პრობლემას - ამომრჩეველს მიხედოს, რომელიც დაკარგა. მისი მთავარი პრობლემა ეს არის და არა "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც მუდმივად ეზომება და ეომება", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|