მაკა ხარაზიშვილი
29.07.2016

 წელს კახეთში ყურძნის არნახულ მოსავალს ელიან. 180 ათასი ტონა - ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური პროგნოზი. მიუხედავად იმისა, რომ წელს ღვინის ექსპორტი გაიზარდა, ქართველი მეღვინეები ამბობენ, რომ ყურძენზე მოთხოვნა შარშანდელზე ბევრად დიდი არ იქნება. თუ ეს მოლოდინი გამართლდა, შემოდგომაზე რთული რთველი იქნება.

მარიამ ხიდაშელი
29.07.2016

 პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის ინიცირებით, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიებზე თამბაქოს რეგულაციის გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს გარკვეული ხარვეზი რომ აქვს, ამაზე პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის შენიშვნებიც მეტყველებს. შენიშვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტის განხილვა საშემოდგომოდ გადაიდო.

ელზა წიკლაური
29.07.2016

ეთნიკური აფხაზები და ოსები საქართველოს ხელისუფლებას სამედიცინო დახმარების მიღების თხოვნით სულ უფრო ხშირად მიმართავენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მარტო წელს ენგურს აქეთ 550-ზე მეტია ადამიანი გადმოვიდა, რამდენიმე ათეული აფხაზი კი "ცე" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაშიც ჩაერთო. რაც შეეხება ცხინვლის რეგიონს, ამის სტატისტიკის მოპოვება შეუძლებელია, რამდენადაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას რატომღაც არ ამხელს.

ეკატერინე ბასილაია
28.07.2016

 დევნილთა ექსმინისტრი დავით დარახველიძე სამინისტროს დღევანდელ პოლიტიკას აკრიტიკებს და ბევრ სხვა საკითხთან ერთად უმთავრესად დევნილებისთვის ბინების შესყიდვაში სამინისტროს მიერ ზედმეტად დახარჯულ თანხებზე საუბრობს. კონკრეტულად კი ამბობს, რომ თავისი მინისტრობისას 2088 დევნილისთვის 22-სართულიანი ბინის იაფად მშენებლობის პროექტი ჰქონდა, ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლენილი იყო, მაგრამ ის მოხსნეს და ეს პროექტი ეკონომიკური საბჭოს მითითებით დღევანდელმა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჩაშალა. ნაცვლად კი, სამინისტრომ უფრო ძვირად იყიდა ბინები და თან ბევრად ნაკლები, რაც მისი პროექტით იყო გათვალისწინებული.

გვანცა ღვედაშვილი
28.07.2016

 აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ნოემბერში შედგება, ორი მთავარი კანდიდატი უკვე ოფიციალურად დასახელდა - რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი. ეჭვგარეშეა, რომ ამ არჩევნების შედეგი გარკვეულ გავლენას მთელ მსოფლიოზე მოახდენს და მათ შორის - საქართველოზეც.

ია აბულაშვილი
28.07.2016

 ერევანში ვითარება კვლავ დაძაბულია. ბოლო მონაცემებით, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულმა ჯგუფმა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, პირობა წამოაყენა. მათი განცხადებით, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადის ოთხ წევრს იმის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, თუ განყოფილების ტერიტორიაზე ჯანდაცვის მინისტრი და ექიმები მივლენ და ოპერაციებს ჩაატარებენ.

ნინო ქეთელაური
28.07.2016

 "კითხვის ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც ზეწოლაზე ქვეყნის მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ალაპარაკდნენ. ამ სამეულს აკლია ერთი - პარლამენტის თავმჯდომარე და მალე შეიძლება ისიც შეუერთდეს", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განაცხადა.

მარიამ აფციაური
28.07.2016

 ქართველები შიდა ტურიზმის მიმართ სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ. თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო, დიდმა ნაწილმა ადგილობრივ კურორტებზე გადმოინაცვლა. "რეზონანსი", დამსვენებელთან ერთად, ტურისტული კომპანიების პოზიციასაც გაეცნო. კერძო სექტორი ადასტურებს, რომ დამოკიდებულება იმდენად შეცვლილია, მზად არიან, მუშაობის სტრატეგია შეცვალონ და, გარე ტურებთან ერთად, შიდა ტურიზმიც მაქსიმალურად გაააქტიურონ.

მაკა ხარაზიშვილი
28.07.2016

 ეროვნული ბანკი რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს ისევ ამცირებს. სებ-მა ეს გადაწყვეტილება ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის მოტივით მიიღო. სპეციალისტების განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. დადებითია ის, რომ ლარში სესხი მცირედით გაიაფდება, რაც ლარიზაციის პოლიტიკას წაადგება, მაგრამ, მეორე მხრივ აღნიშნული ნაბიჯი ლარის გამყარებას ვერ უზრუნველყოფს.

მაკა ხარაზიშვილი
28.07.2016

ზაფხული იწურება და გაზის იმპორტის დივერსიფიკაცია თანდათან ისევ აქტუალური თემა ხდება. ირანული მედია ირანსა და საქართველოს შორის გაზის ექსპორტის საცდელი ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბრობს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში კი ამ ინფორმაციის თაობაზე გაკვირვებული არიან და აცხადებენ, რომ მსგავსი ხელშეკრულება არ არსებობს.

ელზა წიკლაური
28.07.2016

 საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ერთი წლის განმავლობაში 7%-ით გაიზარდა, მოიმატა ოჯახის შემოსავალმაც, თუმცა ეს მატება იმდენად მიზერულია, რომ ოჯახების უმეტესობა "მინუსში მიდის". ვისაც კი სტაბილური შემოსავალი აქვს, თვიდან თვემდე დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებს. სწორედ ამის გამო, ხშირად ისმის ფრაზები - "ფული არ მყოფნის", "ხელფასი ცოტა მაქვს", "ვალს ვერ ავუდივარ" და ა.შ.

ლიკა გურაბანიძე
28.07.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ბევრ შეცდომას უშვებს და მისი პარტია ამ შეცდომებს აუცილებლად გამოიყენებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×