ელზა პაპოშვილი 26.07.2016
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადგილი რამდენიმე დღეში ვაკანტური იქნება - უკვე ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული თინა ხიდაშელი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი უკვე შეთანხმებულები არიან.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.07.2016
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას მოსამართლებზე ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი თქმით, პაპუაშვილი თავისუფალი არ არის იმ პოლიტიკურ ძალთა გავლენისგან, რომლმაც თავის დროზე ის მოიყვანა.
|
ეკატერინე ბასილაია 25.07.2016
"ქართული ოცნებას" პარტიული სიის შევსება არც ამჯერად გამოსდის პორტირებული "ნაციონალების" გარეშე და პირველი ყოფილი "ნაციონალი" მაჟორიტარად სამეგრელოში, ხობში უკვე გამოჩნდა. საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია არც სხვა რეგიონებში უღალატებს უკვე ტრადიციად ქცეულ პოლიტიკას და ამომრჩეველი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში "ოცნების" სახელით მებრძოლ "ნაციონალებს" სხვაგანაც იხილავს.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.07.2016
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები ასევე მთელს ჩრდილო კავკასიას მოიცავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, ეს გეგმიური წვრთნაა, თუმცა თბილისში ეს ეეჭვებათ. ქართველი ექსპერტები ამ მოვლენას ათიოდე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თურქეთში არსებულ დაძაბულ მდგომარეობას უკავშირებენ.
|
ია აბულაშვილი 25.07.2016
ამერიკელი პოლიტოლოგი ტედ კარპენტერი თავის სტატიაში "ნატოს სასიკვდილო დაავადება შეეყარა", ნატოს შესაძლო დაშლის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ დაავადების რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს.
|
ალეკო თავაძე 25.07.2016
ქართველ ოლიპიელთა ოფიციალურმა შესამოსელმა, რომლითაც ჩვენი ნაკრები რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე უნდა წარდგეს, საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა. შეიქმნა საგანგებო ონლაინ პეტიცია შესამოსელის შეცვლის მოთხოვნით, რომელსაც, გუშინდელი საღამოს მონაცემებით, 2 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. "ფეისბუკზე" საგანგებოდ ამასთან დაკავშირებით შეიქმნა გვერდი "ნუ დაგვცინით", რომელზეც გუშინ ოლიმპიურ კომიტეტთან საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსდა.
|
ნინო ქეთელაური 25.07.2016
"არავის ვურჩევ, რომ გადაბირებებით და რაღაც მეთოდებით დაიწყონ ადამიანების მოსყიდვა. ეს ყველაფერი რეაგრების გარეშე არ დარჩება", - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე "მთელ კვირასთან" საუბრობს.
|
ნინო ქეთელაური 25.07.2016
"ჩვენი პარტიის წევრებზე მინისტრების დონეზე რომ იყო გადაბირების მცდელობები, ამის ფაქტიც გვაქვს აგულაშვილის სახით", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 25.07.2016
დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო მასალა მე-19 საუკუნის საქართველოს დიდი ქალაქების ეკონომიკური განვითარების ისტორიიდან. იმედია, ჩვენ მიერ მოძიებული მასალები, რომელიც დაცულია სახელმწიფო ისტორიულ არქივში, დააინტერესებს მკითხველს და ნაწილობრით მაინც შეუქმნის წარმოდგენას, ორი საუკუნის წინ როგორ ვითარდებოდა საქართველოში მრეწველობა.
|
მამუკა ნაცვალაძე 25.07.2016
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ოქროს ხანა, ყ||| ს-ის დასაწყისი, დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა საქართველოს სამეფოს რეალური შანსი წინა აზიაში ხელთ ეგდო პოლიტიკური ძალაუფლება. ეს კი ფაქტობრივად იმდროინდელი მსოფლიო ბატონობის ტოლფასი იყო.
|
ეკატერინე ბასილაია 23.07.2016
სააკაშვილის მმართველობის 9+1- წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში (ან აგვისტოს ბოლოს) დაიწყება. ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა - "ჰეროკრატია", მთავარ გმირს, პრეზიდენტს - ჰერო.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.07.2016
აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების გამოცდის პასუხი ცნობილი მომავალ კვირაში გახდება. შემდეგ კი იმ საგნების ქულები დაიდება, რომლებშიც აპლიკანტთა ყველაზე მცირე რაოდენობა იყო. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, ნახევრადელექტრონული ფორმატი წარმატებული იყო და, პრინციპში, ხარვეზი არ ჰქონია.
|