ლიკა გურაბანიძე 21.07.2016
უკანასკნელი 13 კვლევის მიხედვით, ზაფხულის შესვენება განსაკუთრებით მათემატიკური უნარების განვითარებას უშლის ხელს, ამ დროს ბავშვები იშვიათად ან საერთოდ არ მეცადინეობენ.
|
ია აბულაშვილი 21.07.2016
"როგორი ტაქტიკური მოლაპარაკებაც არ უნდა აწარმოოს ერდოღანმა პუტინთან, რუსეთი თავის გავლენას სამხრეთ კავკასიაში არ დათმობს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ.
|
ელზა წიკლაური 21.07.2016
საპენსიო რეფორმაზე კანონპროექტი ოქტომბრის ბოლომდე მზად უნდა იყოს. რეფორმის მოდელი უკვე ცნობილია - 2018 წლამდე დაგროვებითი სისტემა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელწიფო. სისტემის ამოქმედებისთანავე მოქალაქე ფონდში ავტომატურად გაწევრიანდება, თუმცა შემდგომ თავად გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ამ სისტემაში.
|
ია აბულაშვილი 21.07.2016
რა ვითარება იყო მე-11 მე-12 საუკუნის საქართველოს საგარეო პოლიტიკაში - ამ თემას არაერთი საინტერსო მასალა მიუძღვნეს ჩვენმა ისტორიკოსებმა და დღევანდელ სტატიაში ამ საკითხზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს.
|
მამუკა ნაცვალაძე 21.07.2016
რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ ბოლო ხანებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა თანამედროვე პოლიტიკურ სივრცეში. ეს არცაა გასაკვირი - უკრაინა ხომ, ფაქტობრივად, ხიდია რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის, ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა და იქ არსებული არეულობა კი ერთიორად ამძაფრებს საერთაშორისო ვითარებას.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.07.2016
ინტერპარტიული ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოში "სარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით სარჩელს დღეს შეიტანს. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, საარჩევნო კანონი არაერთ ნორმას არღვევს. მათ შორის, საკონსტიტუციო კანონს, რეგლამენტსა და ამომრჩეველთა უფლებებს, რადგან პარტიებმა სწორედ ამომრჩეველთა ხმების საფუძველზე მიიღეს უფასო სარეკლამო დროის რესურსი, რომელიც ხელისუფლებამ ამ კანონის მიღებით არასაპარლამენტო ოპოზიციას წაართვა.
|
ეკატერინე ბასილაია 20.07.2016
თურქეთში სამხედრო ამბოხის მცდელობის მონაწილეებისა და მათთან კავშირში ეჭვმიტანილთა, ისევე როგორც პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკური და იდეოლოგიური ოპონენტების მასობრივი დევნა-დაპატიმრება გრძელდება და ისევ კეთდება განცხადებები სიკვდილით დასჯის აღდგენაზე. ამის პარალელურად, გრძელდება გამოუცხადებელი კონფლიქტი დასავლეთსა და თურქეთს შორის, რის ფონზეც შეინიშნება ანკარა-მოსკოვის ურთიერთობების დათბობა.
|
ვახტანგ შამუგია 20.07.2016
უკვე მესამე დღეა, რაც 30-მდე კარგად შეიარაღებულმა პირმა, ერევნის გარეუბანში, ხორენაცის ქუჩაზე მდებარე საგზაო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობა დაიკავა. ორმხრივი სროლისას ერთი პოლიციელი, პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. თავდამსხმელებმა მძევლად 10-მდე პირი აიყვანეს. ამასთან, მათ ხელთ ჩაუვარდათ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.
|
სალომე სარიშვილი 20.07.2016
"არავინ უარყოფს, რომ პოლიტიკური გამოცდილება სპეციფიკური გამოცდილებაა, მაგრამ განათლებულ და პროფესიაში წარმატებულ ადამიანს შეუძლია, ეს შეიძინოს. არ მგონია, "ქართული ოცნების" ახალგაზრდა სახეებს ასეთ სფეროში წარმატებით მოღვაწეობა ძალიან გაუჭირდეთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელსაც გარდა შიდა პოლიტიკური საკითხებისა, მეზობელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ტერორიზმის საფრთხეებზე გავესაუბრეთ.
|
ია აბულაშვილი 20.07.2016
"მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტეთ შეგვექმნა ანალიტიკური ცენტრი, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლის ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემებს; მეცნიერული ანალიზის საფუძველზე გააკეთებს დასკვნებს, რომელიც რეკომენდაციის სახით წარედგინება როგორც სახელისუფლებო შტოებს, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვადასვა პოლიტიკურ ძალებს," - აცხადებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელვა, რომელსაც "რეზონანსი" ახლადშექმნილი ცენტრის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
|
ნინო ქეთელაური 20.07.2016
საქართველოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ივლისის ბოლოდან აგვისტოს 20-მდეა მოსალოდნელი - ამის შესახებ "რეზონანსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.07.2016
თურქეთი ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციას მიმდინარე წელს ვერ მიიღებს, ამის შესახებ ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|