მარიამ აფციაური 19.07.2016
თბილისის ავიამიმოსვლა ძვირდება. როგორც "ბიზნეს რეზონანსს" "ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია 2017 წლის 1-ლი მარტიდან აეროპორტის მოსაკრებელს 2 დოლარით - 22 დოლარიდან 24 დოლარამდე - გაზრდის. 2023 წლის 1-ელ მარტს კი ტარიფი 25 დოლარი გახდება. ავიაკომპანიის წარმომადგენლები მოსალოდნელ ცვლილებას კრიტიკულად აფასებენ და ამტკიცებენ, რომ ეს მგზავრთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს.
|
ეკატერინე ბასილაია 18.07.2016
 თურქეთში 15 ივლისს სამხედრო გადატრიალება არ შედგა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნა. დასახელდა კიდეც ამბოხის სავარაუდო იდეოლოგი - ერდოღანის ყოფილი თანამებრძოლი და ახლა მისი ყველაზე გავლენიანი მოწინააღმდეგე, აშშ-ში მცხოვრები სასულიერო ლიდერი ფეთჰულა გიულენი, რომლის გამოც ანკარა-ვაშინგტონს შორის დაძაბული განცხადებებიც გაკეთდა.
|
ელზა პაპოშვილი 18.07.2016
რეგიონში დაძაბული სიტუაციის ფონზე არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ სამხრეთ კავკასიაში სირიის მსგავსი კრიზისი დაიწყოს. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და დაუფარავად აცხადებენ, რომ ემზადებიან კიდეც ამისთვის.
|
თიკო ოსმანოვა 18.07.2016
პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ახალი სახეების ნაწილი მაჟორიტარ კანდიდატებად განიხილება. პარტიის გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ვარიანტი მუშავდება, თუმცა ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტებს. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათი ვინაობის დასახელება დღეიდან დაიწყება და აგვისტოს დასაწყისამდე დასრულდება.
|
სალომე სარიშვილი 18.07.2016
"პირველი კადრი რომ ვნახე ტელევიზიით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობ, პირველი გასროლის ხმა რომ გავიგე, ერთადერთი, რაც მტკიოდა, ჩემს ქვეყანაში დატოვებული ჩემი ოჯახი იყო. ასეთ დროს ათასი ფიქრი გიტრიალებს და გული გეკუმშება, რომ ნების საწინააღმდეგოდ ოჯახისგან შორს ყოფნა გიწევს.
|
სალომე სარიშვილი 18.07.2016
სამხედრო გადატრიალების მცდელობა მეზობელ სახელმწიფოში, რომელიც უშედეგოდ, თუმცა მსხვერპლით დასრულდა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ახალი სახეები - ეს ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კვირის ყველაზე აქტუალური თემებია, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
|
თიკო ოსმანოვა 18.07.2016
ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. მისი თქმით, პოლიტიკაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
|
თაკო მათეშვილი 18.07.2016
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ქალაქის მთავრობას დახმარებას სთხოვს - 25 წელია მათი ქუჩები მსუბუქი ყოფაქცევის ქალების შეკრების ადგილია. ამბობენ, რომ აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია, რადგან მათი სახლების ფანჯრების წინ მუდმივად ჩხუბი, გინება და აყალმაყალია.
|
მამუკა ნაცვალაძე 18.07.2016
მაკედონიის იმპერიამ გამორჩეული კვალი დააჩნია მსოფლიო ისტორიული პროცესის განვითარებას. სწორედ მაკედონელთა აღზევებით იწყება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ის საინტერესო ურთიერთობები, დღეს რომ გლობალიზაციის სახელითაა ცნობილი.
|
ია აბულაშვილი 18.07.2016
"ვადამდელი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ალბათ ვერ ჩატარდება. რომც ჩატარდეს, ეს არსებითად ვერ შეცვლის იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს აფხაზეთშია", - განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ანზორ წოწონავამ, რომელსაც "მთელი კვირა" ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 18.07.2016
ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი მასალა არსებობს, სადაც აღწერილია, თუ როგორ ახერხებდნენ ქართველი მეფეები, ყველაზე კრიზიულ დროშიც კი, პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით დაეხსნათ უცხო ქვეყნებში გაბნეული ქართული სიწმინდეები. ამ თემაზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მკითხველს შევახსენებთ ერთ ისტორიულ ფაქტს, რომელიც ეხება გიორგი ბრწყინვალის "ეგვიპტურ პოლიტიკას".
|
ელზა პაპოშვილი 16.07.2016
კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აბუ ომარ ალ-შიშანის სიკვდილი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთვის" დიდი დანაკლისია. მისი თქმით, მის გარეშე ტერორისტებს საკვანძო ქალაქების, მოსულისა და რაქას დაცვა გაუჭირდებათ. ასევე ხალიფატს ჩეჩნეთიდან და სამხრეთ კავკასიიდან ახალი მებრძოლების გადაბირებაც გაუძნელდება. მართალია, მის შემცვლელს მაინც მოძებნიან, მაგრამ ახალი თაობა, რომლიც გარდაცვლილი ლიდერების ადგილს იკავებს, განსაკუთრებული სისატიკით და აგრესიით გამოირჩევა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|