ია აბულაშვილი
13.07.2016

 "კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეიძლებოდა, გაცილებით უკეთ ყოფილიყო წარმართული. ბოლოს და ბოლოს ის მაინც მომხდარიყო, რომ 2003-2012 წლებში გაპარატახებული საკანონმდებლო ბაზა გასწორებულიყო," - ასე აფასებს მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია მეფარიშვილი.

სალომე სარიშვილი
13.07.2016

 "როგორც ჩანს, აგულაშვილი ფიქრობს, რომ სჯობს მინისტრის პოსტზე დარჩეს და შესაბამისად, ალბათ აქვს კიდევაც გარკვეული გარანტიები - გარანტია იმისა, რომ არჩევნების შემდეგ მინისტრის სავარძელს კვლავ შეინარჩუნებს. რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა კი, გულწრფელად რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი რისკის შემცველი იყო, ვინაიდან პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, მაგრამ არა გარანტია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.

ია აბულაშვილი
13.07.2016

 თამარ მეფის დაკრძალვისა და მისი საფლავის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, რომლებიც კარგად შემოინახა როგორც ქართულ, ასევე დასავლურ და აღმოსავლურ დოკუმენტებში. ქართულ ისტორიულ წყაროებში არის ასეთი ცნობა, რომ 1207 წელს, ჯერ კიდევ ისევ ახალგაზრდა გარდაიცვალა თამარ მეფე, რომელიც დაკრძალული იქნა სამეფო აკლდამაში - გელათის მონასტერში. დაკრძალვა არ ჩაუტარებიათ საიდუმლო ვითარებაში. ზამთრის სიავის გამო მეფის გვამი ერთხანს იყო დასვენებული ჯერ მცხეთაში, საიდანაც "მცირე დღეთა შემდეგ" იქნა გადასვენებული. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ, მისი ანდერძის მიხედვით, დედოფალი გადასვენებული იქნა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში.

მარიამ აფციაური
13.07.2016

 პურის მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა - ასეთია მომხმარებლებისა და ექსპერტების დიდი ნაწილის მოსაზრება. მათი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს პროდუქტის კონტროლის ეფექტური მექანიზმი და სათანადო ინფრასტრუქტურა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ პურის, ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქტის შემოწმება ყოველწლიურად ხორციელდება, თუმცა არა - ლაბორატორიებში.

მარი ჩიტაია
13.07.2016

 სამშენებლო კომპანიების გამოისობით დაზარალებულთა რაოდენობა 20 ათას ოჯახს აღწევს. 2008 წლის შემდგომ პერიოდში, როცა დეველოპერთა უმეტესობა გაკოტრდა, 15 ათასი ოჯახი დაზარალდა, მათ შორის თითქმის ნახევარი "ცენტრ პოინტის" მობინადრეებზე მოდის. ეს სტატისტიკა მხოლოდ თბილისს მოიცავს. უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში, ბაზრის კვლევა ამ მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

მაკა ხარაზიშვილი
13.07.2016

აზერბაიჯანი სასოფლო-სამეუნეო პროდუქტის იმპორტის შეზღუდვას გეგმავს, რაშიც საბაჟო გადასახადების გაზრდა იგულისხმება. ქვრთველი სპეციალისტები, ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ზარალს არ ელიან, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანში არც ისე ბევრი ქართული აგროპროდუქტი გადის.

მაკა ხარაზიშვილი
13.07.2016

 მონოპოლია თუ კონკურენციის ზრდა - საქართველოს საბანკო სექტორში დიდი ცვლილებებია. ჩინელმა ინვესტორებმა ქართულ საფინანსო სივრცეში ფეხის მყარად მოკიდება გადაწყვიტეს და "ბაზის ბანკის" შემდეგ მალე ფრანგული "სოსიეტე ჟენერალის" "რესპუბლიკასაც" მიიერთებენ. ამის შემდეგ, საქართველოში დარჩება 3 მსხვილი და რამდენიმე ე.წ. ბანკი, რომელთა მთავარი ფუნქცია მხოლოდ ფულის გატარებაა. ამ გადმოსახედიდან, კონკურენციის გაზრდა საბანკო მომხმარებლისთვის სახარბიელო პერსპექტივა ნამდვილად არ ჩანს, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც.

თაკო მათეშვილი
12.07.2016

 "ქართულ ოცნებასთან" გარიგება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობა, მაქსიმალური სარგებლის მიღება, ხმაურიანი განთავისუფლებისათვის თავის არიდება - ამ მიზეზებით ხსნიან პოლიტოლოგები "რესპუბლიკელი" მინისტრების მიერ გადადგომის გადადებას და აგრეთვე პრემიერის მხრიდან მათი გადაყენებისაგან თავის შეკავებას.

თიკო ოსმანოვა
12.07.2016

 "კონსერვატიული პარტია", "სოციალ-დემოკრატები" და "მწვანეები" არჩევნებში მონაწილეობას "ქართულ ოცნებასთან" ერთად მიიღებენ - თუმცა არა კოალიციით. რა ფორმით მოხდება საარჩევნო სიაში მათი ჩასმა, ერთ კვირაში გაირკვევა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარტიული სიის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას გაიმართება.

თაკო მათეშვილი
12.07.2016

 "ილუზია იქნება იმის თქმა, რომ ერთი დეკლარაციით საქართველოს უსაფრთხოება ხვალიდანვე გაიზრდება. ამას პროცედურები სჭირდება", - ასე პასუხობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად გაზარდა ნატოს სამიტმა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.

თიკო ოსმანოვა
12.07.2016

 იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია, რამდენიმე დღეში გაირკვევა. მისი თქმით, იგი პარტიის ხელმძღვანელობისგან გადაწყვეტილებას ელოდება, ამიტომ თავად კომენტარისგან თავს შეიკავებს.

ეკატერინე ბასილაია
12.07.2016

ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საჭიროებაზე კვირას გამართული რეფერენდუმი უკიდურესად დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×