მარი ჩიტაია 08.07.2016
საზღვაო სეზონის ისევ აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტების იმედადაა. არ არის გამორიცხული, მათ რიცხვს ირანელი დამსვენებლებიც დაემატოს. რაც შეეხება რუს ტურისტებს, წლევანდელ ზაფხულს მათ ნაკლებად უნდა ველოდოთ. საეჭვოა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთის მიმართ დაწესებული აკრძალვა მოხსნა, ჩრდილოელი ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ. ცხადია, პოტენციურ ვიზიტორებად ვერც რუსი დამსვენებლების მცირე კატეგორია ჩაითვლება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიას პოლიტიკური დაძაბულობის გამო ტოვებს.
|
მარიამ აფციაური 08.07.2016
თბილისში მცხოვრებთა ნაწილს სურს, რომ ქალაქში არსებულ ხმაურს, ეკოლოგიურად და სოციალურად მძიმე მდგომარეობას გაექცეს და სიბერე სოფლად გაატაროს. დემოგრაფები ამგვარ დამოკიდებულებას მიესალმებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ აზრს განხორციელება არ უწერია. სახელმწიფომ, პირველ რიგში, იმ მოსახლეობის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს, რომელიც ამ დრომდე რაიონში ცხოვრობს.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.07.2016
არჩევნების წინ სასოფლო-სამეურნეო მიწების გამალებული რეგისტრაცია დაიწყება. კანონი, რომელიც პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა ამოქმედდეს. მანამდე ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის ფინანსური ანგარიში უნდა დასრულოს, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ კანონქვემდებარე აქტები გამოსცეს.
|
ია აბულაშვილი 08.07.2016
"1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აუცილებელი იყო ჩვენ მიერ დასახული პოლიტიკური მიზნების და არსის გადმოცემა. ჩვენ გვმართებდა ჩვენი ორიენტაციის ზუსტი გამოხატვა და დასაბუთება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ 1918 წელს.
|
ლიკა გურაბანიძე 08.07.2016
ყოველწლიურად ალკოჰოლის საზიანო გამოყენებით დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის 320 000 15-29 წლის მოსახლეობაა. იგი ჯანმრთელობის გაუარესების მესამე წამყვან რისკ-ფაქტორად მოიაზრება და მისი წილი საერთო სიკვდილიანობაში 4%-ს აღწევს (2004).
|
სალომე სარიშვილი 07.07.2016
კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის, კახა ცაბაძის წინააღმდეგ ბრალდების მორიგი ტალღა აგორდა. მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, კომპოზიტორთა კავშირის შენობის პირველ სართულზე დაახლოებით თვე-ნახევრის წინ საროსკიპო იყო გახსნილი, თუმცა მისი განცხადების შემდგომ იქაურობა დაწესებულების მფლობელმა დატოვა. თავად კახა ცაბაძე კი ამას მის წინააღმდეგ აგორებულ მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს და ამბობს, რომ ცილისმწამებლური კამპანია ჯერ კიდევ გასულ წლებში დაიწყო.
|
ეკატერინე ბასილაია 07.07.2016
ამერიკული სამხედრო წვრთნების შემდეგ საქართველო ვაშინგტონისგან მალე იარაღის გადმოცემასაც ელოდება. გუშინ საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც თავდაცვის აღჭურვილობის შესყიდვის თემებს მოიცავს. დოკუმენტს ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს და ის უკვე შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი მიღწევა აშშ-საქართველოს 25-წლიანი პარტნიორობაში.
|
ეკატერინე ბასილაია 07.07.2016
25 წლის მაგდა პაპიძეს, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა ქმარ-შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, გუშინ სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.07.2016
"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, წინასაარჩევნოდ მოლაპარაკებები 4-5 პარტიასთან მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი "გირჩია". სხვა პარტიების დასახელებისგან კი თავს იკავებს. მისი თქმით, მოლაპარაკებები კოალიციის შექმნაზე მიმდინარეობს.
|
ელზა პაპოშვილი 07.07.2016
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებს, რომლის თანახმადაც საქართველოში დაბინძურებული ჰაერის გამო ყველაზე მეტი ადამიანი კვდება, ეკოლოგების და გარემოს დამცველების მხრიდან სხვადასხვა სახის შეფასებები მოჰყვა და რამოდენიმე დღეა რაც მის გარშემო კამათი არ წყდება.
|
თაკო მათეშვილი 07.07.2016
პოლიტოლოგები ამერიკაში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გადაჭარბებულად აფასებენ და ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მისი დაუყოვნებლივი გამოძახება უსაფუძვლო იყო.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.07.2016
საქართველოს მოსახლეობას მძიმე შემოდგომა ელის. ამ სიტყვებში მხოლოდ პოლიტიკა და არჩევნები არ იგულისხმება. საქმე ისაა, რომ რეგიონებში სიდუხჭირესა თუ გაზრდილ ფასებზე სულ უფრო მეტი ადამიანი წუწუნებს. ახლა ზაფხულია, სოფელში ხილ-ბოსტნეული ბევრია და ხალხი ასე თუ ისე ახერხებს თავის გატანას. შემოდგომას ეს პროდუქტი თანდათანობით მოილევა, ადამიანები ზამთარს პრობლემებით დამძიმებულნი შეხვდებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|