ზვიად მახარაძე (ვარშავა) 11.07.2016
ვარშავის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანო გარღვევა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმეტესწილად ერთსა და იმავე ქვეყნებს აერთიანებენ, აქ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას აქამდე დიდი ყურადღება არ ექცეოდა. დღეიდან კი ორივე გაერთიანება შეთანხმდა, ერთობლივად გაუმკლავდეს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომდინარე უპრეცედენტო გამოწვევებს.
|
სალომე სარიშვილი 11.07.2016
"ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება სრულად აიკრძალება. მართალია, დაწესებულებებს საამისოდ გარკვეულ დროს, 2 წელს ვაძლევთ, მაგრამ მანამდე საჭიროა, ამისათვის თანდათანობით მოვემზადოთ," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელიც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის ინიციატორია.
|
ეკატერინე ბასილაია 11.07.2016
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1500-დან 2000-მდე სხვადასხვა ეთნიკური თუ ლინგვისტური წარმომავლობის ბოშა ცხოვრობს: ცოტა თბილისში, ცოტაც - ქუთაისში, ფოთში და ბათუმში, ცოტა მეტი - ქობულეთში, ასევე დედოფლისწყაროშიც და გარდაბანშიც და ისინი ყველაზე მარგინალიზებული, იზოლირებული და ღარიბი ეთნიკური უმცირესობაა ქვეყანაში.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.07.2016
1092 წელს ასასინების პირველმა ტერორისტულმა აქტმა თურქ-სელჩუკთა ცნობილი ვაზირი ნიზამ ალ-მულქი შეიწირა, რამაც განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია იმ პერიოდის წინა აზიაში. ალამუთის ბინადარნი, რომელნიც როგორც იდეოლოგიურად, ისე პოლიტიკურად გამიჯნულნი იყვნენ მეზობელი სახელმწიფოებისგან, ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. მათი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა, სულ უფრო მეტი მსურველი გაჩნდა ალამუთში ცხოვრებისა.
|
ლიკა ამირაშვილი 11.07.2016
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება, ამ ეტაპისთვის აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო საგანი - ქართული ენა, უნარები და უცხო ენა ჩააბარეს. წელს პირველად გამოცდები ნახევრად ელექტრონულ ფორმატში ბარდება, რასაც აბიტურიენტების ნაწილი უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ კომპიუტერთან მუშაობა დისკომფორტს უქმნის.
|
თაკო მათეშვილი 09.07.2016
ვარშავის სამიტის პირველი დღე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით დასრულდა - ქვეყანას ალიანსის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ახლო პარტნიორი უწოდეს. სპეციალისტთა შეფასებით, ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისეთად, რასაც საქართველო ელის და იმსახურებს.
|
ზვიად მახარაძე (ვარშავა) 09.07.2016
გუშინ, ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ ნატო-საქართველის კომისიის სხდომაზე მიღებულ განცხადებაში ცალსახადაა აღნიშნული ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
|
სალომე სარიშვილი 09.07.2016
"როგორც იქნა, შავი ზღვა, რომელიც დიდი ხანია საქართველოს ახალი სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო, ნატოს მიერ უკვე აღიარებულია, როგორც ევროპის ნაწილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რადგანაც მასზე რუსეთის ბატონობას მარტივად არავინ დაუშვებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი და იქვე დასძენს, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე უკვე პროგრესული ნაბიჯია.
|
ეკატერინე ბასილაია 09.07.2016
სოხუმში დაპირისპირება არ ცხრება. ოპოზიციის მიტინგებისა და მოთხოვნების მიუხედავად, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე დანიშნული რეფერენდუმი შემოდგომისთვის გადადებულიყო, ის ხვალ 10 ივლისს მაინც ჩატარდება.
|
ელზა პაპოშვილი 09.07.2016
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსული რუსი დეპუტატები თავიანთი განცხადებებით ცდილობდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლება ისეთ კონტექსტში ეხსენებინათ, თითქოს და საქართველოს რუსეთის მიმართ კარგი და მჭიდრო დამოკიდებულება აქვს.
|
ლიკა ამირაშვილი 09.07.2016
აეროპორტის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში ახალმა დიდი ზომის ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყეს. თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება დადებითად აფასებს, თუმცა სპეციალისტთა ნაწილის თქმით, ავტობუსები მოძველებულია.
|
ნათია ლომიძე 09.07.2016
მუდმივი სამუშაო ადგილების სიმრავლით ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ გამოირჩევა, რაც ზრდის სეზონურად დასაქმებულების რიცხვს. ზაფხულის დადგომასთან ერთად, მასზე მოთხოვნა ორმაგდება. უმუშევარ მოქალაქეთა რიცხვს სტუდენტებიც უერთდებიან. ამას ისიც ემატება, რომ სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროექტი "სამერ ჯობს" 2012 წლიდან აღარ არსებობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|