თიკო ოსმანოვა 14.07.2016
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სამართლებრივმა დავამ უზენაესში გადაინაცვლა. თუმცა საკასაციო საჩივარს დასაშვებად ცნობს თუ არა მესამე, და უკანასკნელი, ინსტანციის სასამართლო, დაახლოებით, 3 თვეში უნდა გაირკვეს. მანამდე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოსადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ქიბარ ხალვაშის მხარეს კი პროცესის სწრაფად დასრულება სურს.
|
სალომე სარიშვილი 14.07.2016
მთავრობამ კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი - "კულტურის სტრატეგია 2025" დაამტკიცა. დოკუმენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას შეუწყობს.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.07.2016
იმპორტიორები სურსათის მოსალოდნელ მკვეთრ გაძვირებაზე საუბრობენ. საერთაშორისო ბირჟებზე, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გაძვირდა. ამას ემატება ის, რომ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მყარდება, რაც საქართველოსთვის განკუთვნილი პროდუქტის ღირებულებას ზრდის. ყველაფერს "აგვირგვინებს" გაუფასურებული ლარი და, საბოლოო ჯამში, იმპორტირებული პროდუქტი საგრძნობლად გაძვირდება.
|
მარიამ აფციაური 14.07.2016
მთავრობა ზუგდიდის აეროდრომის მშენებლობისთვის ინვესტორს კვლავ ეძებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა გაიზარდა. კერძო სექტორის პასიურობიდან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრომ, აეროპორტების გაერთიანებამ ასევე გაამარტივა პირობები, ვალდებულებები, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებს. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ახალი აეროდრომების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით ჯერჯერობით სამუშაოების დაწყებას აეროპორტების გაერთიანებაში არ აპირებენ.
|
მარი ჩიტაია 14.07.2016
ოქროს გაძვირების ტენდენცია გრძელდება. 2016 წლის დასაწყისიდან ყვითელი ლითონი - 27%-ით, ხოლო ვერცხლი 47%-ით გაძვირდა. ზედიზედ რამდენიმე თვეა, უცხოურ ბაზარზე ძვირფასი ლითონის ფასი მატულობს. საერთაშორისო ცვლილებას ქართველი მოვაჭრეები დაგვიანებით პასუხობენ, თუმცა, რეალიზაციის სიმცირის გამო, ჯერჯერობით უმნიშვნელო გაძვირებას სჯერდებიან.
|
ელზა პაპოშვილი 14.07.2016
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქალებზე ძალადობამ კვლავ საგანგაშო მასშტაბი მიიღო. გუშინ და გუშინწინ ქმრის ხელიდან ერთი დასახიჩრებული და ერთი დაღუპული ქალია. ქალთა უფლებებზე მომუშავე არასმთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 14.07.2016
ლონდონის ცენტრში, ცნობილ ბრიტანულ მუზეუმში ინახება უნიკალური არტეფაქტი, ეგვიპტური მიცვალებულთა წიგნი, ანის პაპირუსი, მსოფლიოში დღემდე მოღწეული პირველი რელიგიური ტრაქტატი. ეს არის ყველაზე გამორჩეული მიცვალებულთა წიგნი, რომელიც დაახლოებით ძვ წ-აღ-ით 1250 წელსაა შექმნილი. ის შეიცავს 65 ლოცვას და მაგიურ შელოცვას, ასევე 150 ფერად ილუსტრაციას. ეს ყველაზე გრძელი პაპირუსია, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ. მისი სიგრძე 24 მეტრს აღწევდა.
|
მარი ჩიტაია 14.07.2016
საქართველოს მთავრობა რთველის დაფინანსებას წელსაც განახორციელებს. შარშანდელთან შედარებით, გლეხები გაზრდილ სუბსიდიას მიიღებენ. ამჯერად საფერავის ჯიშის ყურძენზე თანხა - 20 თეთრი, რქაწითელზე კი 45 თეთრი იქნება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არსად დარჩება.
|
თაკო მათეშვილი 13.07.2016
"40 წლის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ხელისუფლების სათავეშიც კი მოვიდნენ ყოველგვარი კოალიციის გარეშე, მაგრამ ახლა "რესპუბლიკელების" დრო და ადგილი არაა" - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შანსს და დასძენს, რომ მათთვის ბარიერის გადალახვაც კი არაა გარანტირებული.
|
ეკატერინე ბასილაია 13.07.2016
საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანიის საქმეზე გუშინ ოთხივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, თავისი შვილი, გუკა კი მას შემდეგ აიყვანეს, რაც ინტერნეტით ვიდეო, მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ჩაბარებას აპირებდა. ამავე დროს პატიმრობაში დარჩნენ კვირას დაჭერილი სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი.
|
თიკო ოსმანოვა 13.07.2016
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მისი ოფიციალური პრეზენტაცია დღეს საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება. თუმცა მანამდე "რეზონანსმა" შეძლო, არაოფიციალურად მოეპოვებინა რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა და პარტიული სიის ნაწილიც, მათგან ბევრი ძველი სახეა, ნაცნობიც და უცნობიც, ნაწილი კი - ახალი.
|
ელზა პაპოშვილი 13.07.2016
რამდენიმე დღეა, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სამივლინებო ხარჯების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ამის მიზეზი კი "საზოგადოებრივი ინიციატივის" დამფუძნებლის ლაშა ფარულავას განცხადებაა, რომ ჟვანიამ 2015 წლის მაისში იამაიკაზე 14 ათასად ბიუჯეტის ხარჯზე დაისვენა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|