სალომე სარიშვილი
16.07.2016

 ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, პირველ რიგში, მისდამი საზოგადოებრივი ნდობის აღდგენაა საჭირო, ნდობის აღდგენა კი სწორედ იმ რეფორმებზეა დამოკიდებული, რის ხარჯზეც მართლმსაჯულების სისტემის რეფორირება მიმდინარეობს.

ნათია ლომიძე
16.07.2016

 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 38000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. კონკურენცია მაღალია, ამიტომ მომავალი სტუდენტები საგრანტო ქულების აღებასა და უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე სწავლის უფასოდ ან მინიმალურ ფასად გაგრძელებას ცდილობენ. იციან, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა უნივერსიტში სწავლის სრულფასოვნად მიღებას ნამდვილად ვერ გასწვდება.

მაკა ხარაზიშვილი
16.07.2016

საქართველოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულის მოცულობა გაიზარდა. ფულადი გზავნილის შემცირება 2014 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა საქართველოში უცხოური ვალუტის შემცირებისა და ლარის გაუფასურების.

მარი ჩიტაია
16.07.2016

ფასები იზრდება, საარსებოს მინიმუმი კი შეიკვეცა. ივნისში მისი ოდენობა, წინა თვესთან შედარებით 3,5 ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,3 ლარით შემცირდა.

მარი ჩიტაია
16.07.2016

 ირანი, სომხეთი, საქართველო, ბულგარეთი და საბერძნეთი - საქართველომ, შესაძლოა, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულოს. ახალი დერეფნის გახსნა განსაკუთრებით საინტერესოა ახლა, ვინაიდან ირანი სანქციების რეჟიმიდან გამოდის.

ლელა ოჩიაური
16.07.2016

 რამდენიმე დღეში ფოთში რეგიონული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალი იწყება. მისი დაარსების იდეა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს ეკუთვნის, რომელმაც თანამოზრეების პატარა ჯგუფთან ერთად, შარშან პირველი და წარმატებული ფესტივალი ჩაატარა.

მამუკა ნაცვალაძე
16.07.2016

 გამორჩეული გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გამო საქართველო უძველესი დროიდან ხდება მრავალფეროვან კულტურათა გზასაყარი. ის პოლიტიკური თუ კულტურული ორიენტირები, რომლითაც საზრდოობს მსოფლიო, ადეკვატურად აისახება აქ მიმდინარე პროცესებზე.

რეზონანსი
16.07.2016

  თურქეთში სამხედრო გადატრიალება მიმდინარეობს. წუხელ, როცა გაზეთი იწყობოდა, სიტუაცია კვლავ გაურკვეველი იყო. ვრცელდებოდა საპირისპირო ცნობები მიმდინარე მოვლენებზე. თურქეთის არმიის დანაყოფებმა დაიკავეს რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი სტამბოლში, ანკარასა და სხვა დიდ ქალაქებში. ჯარმა ქუჩაში გამოიყვანა ტანკები და მძიმე ტექნიკა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სტამბულში ქუჩებში მისი მხარდამჭერები გამოვიდნენ. მოხდა ლოკალური შეტაკებები ჯარსა და პოლიციას შორის. არიან დაზარალებულები.

ეკატერინე ბასილაია
16.07.2016

  84 გარდაცვლილი, მათ შორის 10 ბავშვი, 202 დაშავებული, რომელთაგან 25 კომაშია - 14 ივლისის ნიცას ტერაქტის მსხვერპლთა ბოლო მონაცემები ასეთია. დაღუპულებს შორის ბევრი უცხოელია. საქართველოს საელჩოს ცნობით, გაურკვეველია ერთი ქართველი ქალის ბედი, რომლის ფრანგი ქმარი ტერაქტისას დაიღუპა. მთელ საფრანგეთში დაცვის ზომები გამკაცრებულია. ცნობილია ტერორისტის ვინაობა - ნიცაში მცხოვრები ტუნისელი, 31 წლის მუჰამედ ლაუიჯ ბულელი.

ელზა პაპოშვილი
16.07.2016

 აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელმაც სახელი ეფექტური სამხედრო ტაქტიკით გაითქვა და არაერთ თავდასხმას გადაურჩა, ბრძოლაში დაიღუპა. როგორც ჩანს მის გარდაცვალებაზე ინფორმაცია ამჯერად სანდოა, რადგან ეს მისმა ტერორისტულმა ორგანიზაციამაც დაადასტურა.

თაკო მათეშვილი
15.07.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი წინასაარჩევნო პერიოდსა და პარტიების მიერ გააქტიურებულ კამპანიას აფასებს და ამბობს, რომ პარტიებიცა და მედიაც ამ პროცესს აქტიურად, დიდი მონდომებით აშუქებენ, მაგრამ მისი აზრით, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს.

ეკატერინე ბასილაია
15.07.2016

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის რაიონის ყოფილ დე ფაქტო ხელმძღვანელს, ბესლან არშბას საქართველოს 15 ათასი მოქალაქისათვის "აფხაზეთის პასპორტების" უკანონოდ დარიგების გამო ბრალი წაუყენა. მას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და 7 წლამდე პატიმრობაც ემუქრება. ე.წ. პასპორტების საქმეზე გამოძიება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და შესაძლოა სს საქმეში ბრალდებულები ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსებიც და სხვა ადგილობრივი ჩინოვნიკებიც გახდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×