გვანცა ღვედაშვილი 22.07.2016
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებული სკოლების დახურვას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ასოცირებული სასწავლებლები აზერბაიჯანში უკვე დაიხურა. თუმცა, განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, საქართველოში მდებარე ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში ამ ეტაპზე კანონდარღვევის შემთხვევები არ ყოფილა, შესაბამისად არავითარი ზომების მიღებას არ აპირებენ.
|
ნინო ქეთელაური 22.07.2016
"თურქეთის საკითხი საქართველოსთვის არ შემოიფარგლება ანკარის და თბილისის უერთიერთობებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ, ძლიერი, დემოკრატიული თურქეთი, რომელიც ღირსეულად შეასრულებს საკუთარ როლს შავი ზღვის აუზის თავკაცობაში", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა თურქეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.07.2016
კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მიკროავტობუსებს ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება აეკრძალება.
|
ია აბულაშვილი 22.07.2016
ამერიკის შეერთებული შტატების შექმნის ისტორიაზე ბევრი საინტერესო ამბავი სმენია ჩვენს მკითხველს და მისი დეტალურად გაცნობით თავს არ შევაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს შევახსენებთ ამ ქვეყნის დიადი წარსულიდან.
|
ელზა წიკლაური 22.07.2016
მოსკოვმა, შესაძლოა, ქართულ ღვინოს და მინერალურ წყლებს ისევ "წითელი" აუნთოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის მთავრობა დეპუტატების რეკომენდაციას გაითვალისწინებს. ისინი კი თვლიან, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას დაეთანხმა, აუცილებლად უნდა "დაისაჯოს". რუსი დეპუტატების ამ მოსაზრებას არასწორს უწოდებენ მოსკოვში, თბილისში კი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებას არ ელოდებიან.
|
მარიამ აფციაური 22.07.2016
საქართველოში საფოსტო ყუთების შესაძლო დაბრუნებას დადებითად აფასებენ. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მომსახურების ამ ფორმის დანერგვა საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს. "საქართველოს ფოსტაში" კი თვლიან, რომ ეს რთულად განსახორციელებელი, თუმცა მეტად საჭირო პროექტია.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.07.2016
"რეზონანსის" ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან გუშინდელი დღის მთავარ მოვლენად იქცა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი ეროვნული ვალუტის კურსია. ამ პრობლემის მოგვარების მთავარ გასაღებს კობა გვენეტაძე დედოლარიზაციაში ხედავს. მისი განმარტებით, მოსახლეობამ სესხი უნდა აიღოს იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც შემოსავალი აქვს, ანუ "მიეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას", რათა კურსის მერყეობა მისთვის ასეთი მტკივნეული აღარ აღმოჩნდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.07.2016
ლარის კურსი დოლარის მიმართ - ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც მოსახლეობა მწვავედ განიცდის. ეროვნული ბანკი ამ საკითხის მოგვარებას დოლარიზაციის შემცირებით ცდილობს. კონკრეტულად, რა არის მთავარი გამოწვევები ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტისთვის და როგორ აპირებს დიდ პრობლემებთან გამკლავებას, "რეზონანსი" კობა გვენეტაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
|
ეკატერინე ბასილაია 21.07.2016
"გვეძლევა შესაძლებლობა, შეიარაღებულ ძალებს მივცეთ ისეთი აღჭურვილობა და შესაძლებლობები, როგორიც ქართულ ჯარს არასდროს ჰქონია", - ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც პენტაგონში შეხვედრებს მართავს, სამხედრო სფეროში თუ რა დახმარებები შეიძლება, მიიღოს აშშ-სგან საქართველომ უახლოეს 3 წლის განმავლობაში.
|
ელზა პაპოშვილი 21.07.2016
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო დროს სულ უფრო მწვავე სახეს იღებს, დამნაშავეები რეინჯერებზე თავდასხმასაც აღარ ერიდებიან. მსგავს ფაქტს ადგილი სულ რამდენიმე კვირის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჰქონდა - როგორც ადგილობრივები და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რეინჯერებს ბრაკონიერების ჯგუფი თავს მოულოდნელად დაესხა და ავტომობილები დაუმტვრიეს.
|
ელზა პაპოშვილი 21.07.2016
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივიდეს. ეს კი, მისი აზრით, იმის მიზეზი შეიძლება გახდეს, რომ ქვეყანაში გარკვეულმა ძალებმა პოსტსაარჩევნო პერიოდში კირიზისული სიტუაცია შექმნან, რაშიც, გამორიცხული არ არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმაც მიიღონ მონაწილეობა.
|
ნინო ქეთელაური 21.07.2016
შავი ზღვის გარკვეულ ტერიტორიაზე, ფეკალური მასების ზღვაში ჩადინება ისევ პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, ბათუმის ზოგიერთ უბანში არსებული შენობა-ნაგებობების საკანალიზაციო სისტემა პირდაპირ ზღვას უერთდება, რაც ტურისტების უკმაყოფილების მიზეზია. "გუშინ ჩამოვედით, ერთ-ერთ სასტუმროში გავჩერდით, მაგრამ წყალში ჯერ კიდევ არ შევსულვართ. ჩვენი თვალით ვნახეთ საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ზღვას უერთდება. ვაპირებთ, რომ სასტუმრო გამოვიცვალოთ", - ამბობს "რეზონანსთან" ადგილობრივი ტურისტი.
|
|