ნინო ქეთელაური
20.07.2016

ენერგოეფექტურობის გაზრდა და ეკოლოგიური პრობლემების შემცირება - ეს ის საკითხებია, რომელზეც ენერგოეფექტურობის ცენტრი "მერების შეთანხმების პროექტის" ფარგლებში მუშაობს.

მარიამ აფციაური
20.07.2016

სტუდენტების დასაქმების წახალისების მიზნით, მთავრობა კომპანიებსა და სტუდენტებს მატერიალურად დაეხმარება, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარტივდება კომუნიკაცია კერძო სექტორს, საჯარო უწყებებსა და სტუდენტებს შორის. რესპონდენტების უმეტესობა, განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მოდელს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს სტუდენტების შესაძლებლობის რეალიზებას. მათივე აზრით, დღეს მუშაობის დაწყება, ძირითადად, პირადი კონტაქტების საფუძველზე ხდება.

ელზა წიკლაური
20.07.2016

 არშემდგარმა სამხედრო გადატრიალებამ თურქეთის ეკონომიკას პრობლემა უკვე შეუქმნა - ლირა გაუფასურდა, საფონდო ბირჟებზე თურქული კომპანიების აქციების ღირებულება შემცირდა, ტურისტებმა ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს, ზოგმა კი ჯავშანი გააუქმა. მართალია, ანკარაში ირწმუნებიან, რომ "ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს საფრთხე არ ემუქრება", თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე სკეპტიკურ პროგნოზებს აკეთებენ. თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა, ქართულ ეკონომიკაზე, პირდაპირი თუ არა, ირიბი ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

მარი ჩიტაია
20.07.2016

 5 წელი გარდაცვალებიდან... ეს მხოლოდ ციფრია, რომელიც დიდი მწერლის - ოტია იოსელიანის ამ ქვეყნიდან წასვლის თარიღს გვამცნობს. დრო ამ სახელს ვერაფერს დააკლებს, თუნდაც 5 ათეული ან მეტი და მეტი წელი აითვალოს...

მაკა ხარაზიშვილი
20.07.2016

სამკურნალო საშუალებების იმპორტმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი თავდაყირა დააყნა. 6 თვეში კანადიდან 1,486 მილიარდი დოლარის ს-ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები შემოვიდა, რამაც სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელი კატასტროფულ ნიშნულზე აიყვანა (67%).

ეკატერინე ბასილაია
19.07.2016

 დასავლეთი თურქეთის ხელისუფლებას 15 ივლისის ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მასობრივი ანგარიშსწორების დაწყების გამო არადემოკრატიულობაში სდებს ბრალს. უკვე კეთდება მინიშნებები იმაზეც, რომ თუ ანკარა დემოკრატიას და კანონის უზენაესობას არ დაიცავს, შესაძლოა, ევროსაბჭოდან და ნატოდანაც კი გარიცხონ.

ელზა პაპოშვილი
19.07.2016

 გუშინ აღმაშენებლის ხეივანში, აღსრულებლის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ხმა ისმოდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში ინგოროყვას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ია აბულაშვილი
19.07.2016

 "ამ არჩევნების ყველაზე უფრო ობიექტური და სამართლიანი შედეგი მრავალპარტიული პარლამენტი იქნებოდა, სადაც 4-5 პარტია მაინც იქნებოდა წარმოდგენილი," - აცხადებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

მაკა ხარაზიშვილი
19.07.2016

 სამშენებლო კომპანიებმა მოსახლეობა მილიარდ დოლარამდე აზარალეს. მარტო "ცენტრ პოინტის" მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ცდება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ამ ადამიანებისთვის ქონების დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება.

მარი ჩიტაია
19.07.2016

 გაზგასამართ სადგურებში ძალიან ხშირად ვადაგასულ ან დაზიანებულ აირბალონებსაც ტუმბავენ. მძღოლები ჯერჯერობით ტექნიკური შემოწმების გავლას არ ჩქარობენ. შპს "აირბალონს", რომელიც ტექნიკური ინსპექტირების უფლებით აღჭურვილი კომპანიაა, უვარგისი ბალონების განადგურების ვალდეულებაც აკისრია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ასეთი ყოველი 100-დან შეიძლება 2 ან 3 გაზის ბალონი აღმოჩნდეს.

მარი ჩიტაია
19.07.2016

დედაქალაქის ახლომდებარე აგარაკებზე მოთხოვნამ და ფასმაც მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი დასვენებას ოჯახებში არჩევს, სადაც ფასი სასტუმროებში დაწესებული ტარიფისგან თითქმის არ განსხვავდება. იმის გამო, რომ აგარაკებს დღიური მომხმარებელი არ ჰყავს, მეპატრონეები დამსვენებლებს მთელი თვის საფასურის გადახდას წინასწარ ავალდებულებენ.

მაკა ხარაზიშვილი
19.07.2016

ივნისში ექსპორტი ისევ შემცირდა, არადა გაუფასურებულ ლარს მეწარმეები უნდა წაეხალისებინა მათი რეალიზაციის მაჩვენებელი უნდა გაზრდილიყო. ბიზნესმენები კი ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებისგან მიღებული შედეგი უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×