თიკო ოსმანოვა
15.07.2016

 "ასე დაჩქარებული წესით და ამ პროცედურებით არ უნდა მომხდარიყო მოსამართლეთა შერჩევა. დღეს შეიძლება ეს იმდენად კატასტროფული არ იყოს, მაგრამ ხვალ სასამართლო სისტემაზე ნამდვილად ძალიან ცუდად აისახება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, რომელსაც სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

სალომე სარიშვილი
15.07.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპციალისტი და ანაკლიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ ფართო საზოგადოებისთვის წარმოჩინებული ახალი სახეები "ქართული ოცნებისთვის" კარგი შენაძენია, თუმცა იქვე უმატებს, რომ მათი რეალური შესაძლებლობა ოპონენტებთან დებატებში გამოჩნდება. გამზარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ბევრი ახალი წევრის გამოცდილება საზოგადოებისთვის მეტნაკლებად უცნობია, ამ ჩამონათვალში მაინც არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც საჯაროდ ოპონირება კარგად გამოსდის.

ლიკა ამირაშვილი
15.07.2016

პედაგოგთა განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი სავალდებულო აღარ იქნება. როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მასწავლებლებმა რთულად და შეუფერებლად ჩათვალეს.

ია აბულაშვილი
15.07.2016

 შუა საუკუნეების ქართული დიპლომატიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ როგორი იყო ამ პერიოდში ქართული დიპლომატიის მოქმედების არეალი, სახელმწიფოთა ურთიერთმიმართვის წესი და საერთაშორისო ენა, ამის შესახებ დღევანდელ სტატიაში გვინდა ჩვენს მკითხველს რამდენიმე საინტერესო ამბავი შევახსენოთ.

ლიკა ამირაშვილი
15.07.2016

ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელიც მე-11 წელია ტარდება, წელს შეცვლილი სახელწოდებით გაიხსნა. მას ახლა "ფოთის საერთაშორისო ფესტივალი" ეწოდება. ფესტივალი ორი დღის წინ გაიხსნა და 20 ივლისს დასრულდება.

თიკო ოსმანოვა
15.07.2016

 მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, უფლებადამცველები და რიგითი მოქალაქეები კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ. შეიქმნა პეტიცია, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი ბევრი ადამიანი აწერს ხელს. უკვე 2 წელია მთავარ პროკურატურაში ამ საკითხზე გამოძიებაც მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. გარდაცვლილის ძმა თორნიკე მოლაშვილი სამართლიანობის აღდგენის მიზნით პოლიტიკაში წასვლას გეგმავს. ამბობს, რომ გამოძიების გაჭიანურება "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციის გამო ხდება.

მაკა ხარაზიშვილი
15.07.2016

1 თვეში იმპორტი 855 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ზუსტი მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, ამიტომ უცნობია, რა სახის რეკორდული რაოდენობის პროდუქტი შემოვიდა საქართველოში, რომელმაც იანვარ-ივნისში იმპორტის 30%-იანი ზრდა უზრუნველყო.

მარი ჩიტაია
15.07.2016

 ტურისტულ რეგიონებში პატარა სასტუმროების უმეტესობას ხარისხის პრობლემა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" ინფორმაციით, ყოველი ათიდან ოთხ სასტუმროში მომსახურების დონე ძალიან დაბალია. კვლევის ავტორების შეფასებით, სასტუმროების დირექტორების ნაწილმა არ იცის, როგორ გამოასწოროს ხარვეზი, ბევრს - ამის სურვილიც არ აქვს.

თაკო მათეშვილი
14.07.2016

 "ქართული ოცნების" ახალ სახეებზე საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ისინი განწირული არიან ოპონენტებთან, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" ახალ სახეებთან დებატებისთვის, რისთვისაც, ხუხაშვილის აზრით, მათ გამოცდილება არ აქვთ.

თაკო მათეშვილი
14.07.2016

 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ მართავს აქციას სახელწოდებით "სასამართლო მურუსიძეების გარეშე". აქციის მიზანია, საბჭოს მოუწოდოს, არ გაუხანგრძლივოს ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილს.

ეკატერინე ბასილაია
14.07.2016

 "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის 15 ახალი "რჩეული სახე" დასახელდა - 8 ქალი და 7 მამაკაცი, თუმცა გაურკვეველია, რამდენად მოწინავე რიგებში იქნებიან ისინი. ამ 15-ის გარდა სხვა "ახალი სახე" იქნება თუ არა სიაში, ცნობილი არ არის და ასევე ჯერ კიდევ უცნობია პარტიის პირველი ათეულის შემადგენლობაც.

ია აბულაშვილი
14.07.2016

 "ახალი სახეები ვერ შეცვლიან ჩვენში დამკვიდრებულ მართვის პატრონყმურ სისტემას" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" "ოცნების" საპარლამენტო სიის ახალ სახეებთან დაკავშირებით გაესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×