ნინო ქეთელაური
28.07.2016

 უნგრეთის მთავრობამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, 15 მილიონი ფორინტი (დაახლოებით, 123 000 ლარი) გამოყო. აქედან 5 მილიონი ფორინტი (დაახლოებით, 41 000 ლარი) სტიქიის დროს დაზიანებული "მომავლის სკოლის" რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ შეთანხმებას ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ და "მომავლის სკოლის" დირექტორმა რაინ არნერმა მოაწერეს.

მამუკა ნაცვალაძე
28.07.2016

 რუსეთის ისტორიის არაერთი ფურცელია ბურუსით მოცული. დღემდე საიდუმლოდ რჩება ბევრი რეზონანსული საკითხი, რაც, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების კამათისა და იდეური დაპირისპირების საფუძველი გახლავთ. ერთ-ერთი მათგანია რუსეთის იმპერატორის, ყველაზე ძლიერი და საამაყო რუსი ხელისუფლის, პეტრე პირველის წარმომავლობა.

გვანცა ღვედაშვილი
27.07.2016

 ზოგადი უნარების გამოცდაზე 16%-მა, დაახლოებით 6 000-მა აბიტურიენტმა, მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა. უნარებში ჩაჭრილთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალია. გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა "საქართველოს განათლების ლიგის" თავმჯდომარე, მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, ეს შედეგები 2004 წელს სააკაშვილის მიერ განხორციელებული განათლების ძირეულმა რეფორმებმა გამოიწვია.

ია აბულაშვილი
27.07.2016

 "საბჭოს შეუძლია, გადაწყვეტილად მიიჩნიოს ამ სხდომაზე ქალაქის მერის წინაშე დაყენებული სამი საკითხი: პირველი - დიდუბის პანთეონის გაფართოება პანთეონისა და დიდუბის ეკლესიას შორის არსებული ღობის მოხსნის ხარჯზე; მეორე - დავით აღმაშენებლის ძეგლის ცენტრში დაბრუნება ვახტანგ დავითაიას მიერ შემოთავაზებული პროექტით და მესამე, მერიასთან საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ "თბილისის" შექმნა. დავით ნარმანიას თქმით, სამივე ეს პროექტი განხორციელდება ახალ წლამდე," - აცხადებს მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე გუშინ დავით ნარმანიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ელზა პაპოშვილი
27.07.2016

 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობების რამდენიმედღიანი პროტესტი, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა. გუშინ, ოპერის თეატრის ინფორმაციით, თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ, კულტურის მინისტრის მოწოდების შემდეგ, განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი კი თავად მინისტრმა გაათავისუფლა.

ნინო ქეთელაური
27.07.2016

 ქრისტეს 33-მეტრიანი ქანდაკების ავტორმა (კვარცხლბეკიანად - 80 მ), რუსეთში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა და სკულპტორმა ზურაბ წერეთელმა სურვილი გამოთქვა, რომ თავისი გრანდიოზული ნამუშევარი, რომელიც სიმაღლით რიო დე ჟანეიროს ცნობილ "ქრისტე მხსნელის" ქანდაკებას აღემატება, მცხეთაში დაიდგას.

ლიკა გურაბანიძე
27.07.2016

 2015 წელს გრაკლიანის გორის გათხრების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა. საუბარია ძვ.წ.აღ-ის ქ|| საუკუნის ტაძარზე, რომელშიც ორი საკურთხეველია და მათზე ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტებია გამოსახული.

ია აბულაშვილი
27.07.2016

 მე-19 საუკუნის ბოლოს ქართული პრესის ფურცლებზე აქტიურად შუქდებოდა საქართველოში ახლად დაწყებული საბანკო საქმიანობა. განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდნენ გაზეთები "დროება", "ივერია", "კვალი" და სხვა, რომლებიც წერდნენ, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში თითქმის არ ყოფილა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული განვითარების არც ერთი საყურადღებო საკითხი, რომელიც ამა თუ იმ თვალსაზრისით საადგილმამულო ბანკის მეტად მრავალმხრივ მოღვაწეობას არ დაკავშირებოდა.

მაკა ხარაზიშვილი
27.07.2016

 ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა. სანავთობო ბაზრების გადანაწილებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის. ნავთობის ექსპორტიორები ბაზრის დაკარგვის შიშით ფასს აგდებენ, შემოსავლის დანაკლისის ანაზღაურებას კი ჭარბი მოპოვება-რეალიზაციით ცდილობენ. საქართველოში ჯერჯერობით საწვავზე ფასის ცვლილებას არ ელოდებიან.

ელზა წიკლაური
27.07.2016

 საქართველოში 223 გაუკაცრიელებული სოფელია, 255-ში კი 10 ან ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, ბოლო 12 წლის განმავლობაში სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა 24%-ითაა შემცირებული და დღეს 1,5 მლნ ადამიანს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, რომ უკვე შემდგომი აღწერისთვის გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბოს, სოფლებს კი მხოლოდ 1 მლნ ადამიანიღა შემორჩეს.

მაკა ხარაზიშვილი
27.07.2016

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დათბა. ორივე მხარე მზადაა, "თურქული ნაკადის" პროექტი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. პროექტი ორივე ქვეყნისთვის ხეირის მომტანია. რუსეთს სურს, რომ ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისას უკრაინაზე დამოკიდებულება შეამციროს და ალტერნატიული გზები გაჭრას. თურქეთს კი ეს პროექტი დიდი ხნის ოცნებას აუსრულებს - ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით.

ეკატერინე ბასილაია
27.07.2016

 უკვე ორი დღეა პრეზიდენტი და "ქართული ოცნების" ლიდერები ერთმანეთს სკანდალური და არაკორექტული განცხადებებით ეხმიანებიან. გიორგი მარგველაშვილი ძალოვნების მხრიდან წნეხის საშიშროებაზე საუბრობს და კორცხელის ინციდენტის ადეკვატურად გამოძიებას და მასთან ვიცე-პრემიერი კალაძის კავშირის დადგენასაც ითხოვს. "ოცნებიდან" კი პასუხია, რომ ეს ამორალური, ზნეობადაკარგული განცხადება და ჭორაობაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×