მაკა ხარაზიშვილი
30.07.2016

 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა მხოლოდ 2,9%-ით გაიზარდა. აპრილის გარდა, მთლიანი შიგა პროდუქტის თვიური ზრდის ტემპი 3%-იან მაჩვენებელსაც ვერ აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის მთავრობის პროგნოზის შესრულება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ნათია ლომიძე
30.07.2016

 საქართველოში უცხოელთა მიგრაციის ისეთი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობაა, თუმცა არც უცხოელების ნაკლებობას უჩივის ქვეყანა. ისინი საქართველოში სამუშაოს საძებნელად ხშირად ჩამოდიან და ზოგიერთი წლების განმავლობაში ირჩენს თავს აქაური სამსახურით. საქართველოს მოქალაქეები კი ფიქრობენ, რომ უცხოელების ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ შემოსვლა უნდა აიკრძალოს. ისინი ადგილობრივ კადრებს კონკურენციას უწევენ, უფრო დაბალ ხელფასზე მუშაობენ და მათი რიცხვი თანდათან იზრდება.

ელზა წიკლაური
30.07.2016

 ქართველი ავტოდილერები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და დახმარებას ითხოვენ. ისინი ახალი ბაზრების მოძიებას სრულიად დამოუკიდებლად ცდილობენ, მაგრამ ამ კუთხით დიდი წინსვლა არ შეინიშნება. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდანაც მხარდაჭერას ელიან. თუკი სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა გამარტივდება, საავტომობილო ბაზარს, შესაძლოა, ეშველოს კიდეც.

მამუკა ნაცვალაძე
30.07.2016

 საქართველო გამორჩეული გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო ყოველთვის იყო მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ცენტრში. უძველესი პერიოდიდან დასავლეთისა და აღმოსავლეთის მბრძანებლები მსოფლიოს დაპყრობის უმთავრეს გარანტად სწორედ კავკასიის დაპყრობას მოიაზრებდნენ, ამიტომაც გახლდათ მწვავე ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნისას რომი-პართიის დაპირისპირება, რაც რომისა და სასანიდური ირანის ურთიერთქიშპობამ გააგრძელა.

ლიკა გურაბანიძე
30.07.2016

 ზაფხულში დამწვრობის ცენტრს ნამზეურის გამო 350-მა პირმა მიმართა, მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი პაციენტი 6 თვის ხოლო ყველაზე ასაკოვანი 75 წლის იყო.

მაკა ხარაზიშვილი
30.07.2016

საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო. პატარა ავტოგასამართ სადგურებში 1 ლიტრი ბენზინი 1,37-1,40 ლარად იყიდება. თუკი ლარის კურსი დოლარის მიმართ მცირედით მაინც გამყარდება, საწვავის კიდევ უფრო მეტად გაიაფდება. თუმცა მსხვილი კომპანიები, რომლებსაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ქსელი აქვთ, ცდილობენ გაიაფების პროცესი რაც შეიძლება გადაავადონ.

ეკატერინე ბასილაია
29.07.2016

 მოსამართლეებზე შანტაჟის შესახებ სკანდალური განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც იქნა, მთავარ პროკურატურაში მივიდა და პროკურორს შეხვდა. საგამოძიებო უწყებაში მივიდა მოსამართლეების ერთი ნაწილიც, რომლებმაც შენობიდან გამოსვლისას თქვეს, რომ მათ კონკრეტულ ფაქტებზე ილაპარაკეს, დაასახელეს გვარებიც, ვისზეც იყო ზეწოლა, თუმცა მის გასაჯარვებას არ აპირებენ. ერთადერთი, რაც აღინიშნა, ისაა, რომ შანტაჟი ეხებოდა ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახის წევრის ბიზნესს.

ნინო ქეთელაური
29.07.2016

 ოთხშაბათს ბათუმს რუსეთის კომპარტიისა და სახელმწიფო დუმის წევრი ვლადიმირ სიმაგინი სტუმრობდა, გუშინ კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა რიაზანის ოლქიდან იგორ მოროზოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართული სოფლები მოინახულა.

ია აბულაშვილი
29.07.2016

 9 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. სავარაუდოდ, ამით საბოლოოდ დაესმევა წერტილი ორ ქვეყანას შორის თითქმის ერთწლიან დაძაბულ ურთიერთობას. მეტიც, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოსკოვისა და ანკარის ახლანდელი დაახლოება სიმპტომატურია და მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას რეგიონში.

ელზა პაპოშვილი
29.07.2016

 მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ "ვიღაცები" ცდილობენ გიორგი კვირიკაშვილის ფიგურასა და ავტორიტეტს ჩრდილი მიაყენონ. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი არსებობს, რომელიც პრემიერის გვერდის ავლით გადაწყვეტილებებს იღებს, ეს პრემიერის შეურაცხყოფის და საზოგადოებაში დისკრედიტაციის მცდელობაა.

გვანცა ღვედაშვილი
29.07.2016

 ექსპერტი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გიორგი პაპუაშვილი, როგორც მოსამართლე, სახელმწიფო მოღვაწე და იურისტი, მისთვის არ არსებობს. მის მიერ გაკეთებული განცხადება ზეწოლასთან დაკავშირებით, მისი აზრით, ოდესაში შეთანხმებული პიარ-გეგმის ნაწილია. თუმცა, აცხადებს, რომ პროკურატურამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

ლიკა გურაბანიძე
29.07.2016

ზღვის სეზონის დაწყებასთან ერთად იმატა უბედური შემთხვევების რაოდენობამაც. ოთხშაბათს ბათუმში ორი უბედური შემთხვევა მოხდა. დილით ბათუმის ბულვართან ზღვაში მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, შუადღისას კი ზღვაში 20 წლის გოგონა დაიხრჩო. მაშველები მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ეძებნენ, ნაპირზე გამოყვანის შემდეგ პირველადი დახმარებაც აღმოუჩინეს, თუმცა უშედეგოდ. თვითმხილველთა გადმოცემით, გოგონამ ცურვა არ იცოდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×