ლიკა გურაბანიძე 05.08.2016
გუშინ საქართველოში წლის ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი დაფიქსირდა - ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ, პატარა შირაქის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა 200 ჰექტარამდე ტერიტორია გაანადგურა.
|
ია აბულაშვილი 04.08.2016
გუშინ მოსკოვის ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალეს საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი. იმ ადგილას დაკრძალვა თავად მწერლის სურვილი იყო, მის მშობლიურ აფხაზეთში კი 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. მამით ირანელი და დედით აფხაზი ფაზილ ისკანდერი მოსკოვში 31 ივლისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვლა.
|
თიკო ოსმანოვა 04.08.2016
არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგი. ბოლო პერიოდში რამდენიმე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი გამოქვეყნდა, თუმცა მათი მონაცემები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
|
ნინო ქეთელაური 04.08.2016
სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2017 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. პირველ ეტაპზე, დაწყებით საფეხურებზე, |-|ქკლასის ჩათვლით, დაინერგება და სახელმძღვანელოებიც მთლიანად შეიცვლება.
|
ეკატერინე ბასილაია 04.08.2016
"ჩვენ თავს გავწირავთ იმისათვის, რომ გარყვნილება და უზნეობა არ იქნას ჩვენს ქვეყანაში დანერგილი," - აცხადებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის წევრი სანდრო ბრეგაძე, რომელიც ირწმუნება, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილზე ზეწოლას ახდენენ, რომ მან ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი არ დანიშნოს და თუკი რეფერენდუმი არ დაინიშნება, ისინი არ გაჩერდებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 04.08.2016
"საკითხი ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების შესახებ დღესდღეობით საქართველოში აქტუალური არ არის და ეს თემა მხოლოდ წინასაარჩევნო პოლიტიკური სპეკულაციაა... ეს კამპანია სიძულვილის კაპიტალიზაციას ემსახურება და ის პოლიტიკურად არაეთიკურია," - აცხადებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც არასამთავრობიებთან ერთად პრეზიდენტთან შეხვედარს აპირებს, რომ ქორწინების თემაზე რეფერენდუმი არ დაინიშნოს.
|
სალომე სარიშვილი 04.08.2016
საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ შექმნილი ხმაური ისევ არ ცხრება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს "ნაციონალურ მოძრაობასთან" უშუალო გარიგებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ იგი პარტიის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.
|
ნინო გეგეშიძე 04.08.2016
"პრაქტიკულად, საკონსტიტუციო არბიტრები ერთი პოლიტიკური ჯგუფის იურიდიულ მომსახურებასაც აღარ თაკილობენ, იმდენად ანგაჟირებულები არიან," - აცხადებს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.
|
ია აბულაშვილი 04.08.2016
"საქართველოში საკადრო პოლიტიკის პრიორიტეტი პროფესიონალიზმი არასდროს ყოფილა, პრიორიტეტი ყოველთვის არის ერთგულება; ამ პრინციპით არჩევენ, ასე იქნება ამ არჩევნებზეც" - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებებზე გაესაუბრა.
|
ლიკა გურაბანიძე 04.08.2016
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით კვლევას ახორციელებს, რომელშიც არაგადამდებ დაავადებათა (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ტრავმა და ა.შ.) ეპიდზედამხედველობა შედის. კვლევა სამეტაპიანია და ყველა პროცედურის ჩატარება მოსახლეობისთვის უფასოა.
|
ელზა წიკლაური 04.08.2016
საქართველოში მინიმალური საათობრივი ხელფასი, 0,42-0,45 ცენტს შეადგენს, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი კი 2,2 დოლარის ფარგლებშია. ამ დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღნიშნული მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით მაღალია. მაგალითად, სომხეთში მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,76 ცენტია, აზერბაიჯანში - 0,77 ცენტი, რუსეთში - 0,93 ცენტი, თურქეთში კი - 1 დოლარი.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.08.2016
საქართველო მხოლოდ ნედლეულის ექსპორტს ახორციელებს. მთავრობა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ადგილობრივი წარმოების რა დარგები შეიძლება განვითარდეს, რომლებიც ადამიანებს დაასაქმებს, პროდუქტი კი ექსპორტზეც გავა. რამდენიმე წელია გვესმის, რომ ქვეყანას აქვს დიდი შანსი, ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდეს, თუმცა რეალობა განსხვავებულია, წლიდან წლამდე ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება.
|
|