ელზა წიკლაური 09.08.2016
საქართველოს წლის ბოლომდე კიდევ 1,628 მლრდ დოლარის საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი. ეს თანხა მე-3 და მე-4 კვარტალში როგორც სამთავრობო, ასევე სხვა სექტორებმა კრედიტორებს უნდა გადაუხადონ. ამ მხრივ უმძიმესი პერიოდი გველის 2017 წლის დასაწყისშიც. მარტო პირველ კვარტალში ვალის მომსახურებისთვის ქვეყნიდან დამატებით 811 მლნ დოლარი უნდა გავიდეს. ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება კი ეროვნული ვალუტის კურსს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და გამორიცხული არ არის, რომ სექტემბრიდან ლარი კვლავ გაუფასურების გზას დაადგეს.
|
ელზა წიკლაური 09.08.2016
სამედიცინო დაწესებულებების სიმრავლის მიუხედავად, საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება ყოველწლიურად ძვირდება. მატულობს ფასი როგორც ამბულატორიულ გამოკვლევებზე, ასევე ძვირდება ექიმთან ვიზიტიც. გაძვირების ტენდენცია განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდეგ გახდა თვალში საცემი. სამედიცინო კლინიკების ნაწილი ხედავს, რომ თანხის ნაწილს მაინც სახელმწიფო იხდის და ამით კარგადაც სარგებლობს - პაციენტს დამატებით გამოკვლევებს უნიშნავს და ფულს მისგანაც იღებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.08.2016
რუსეთიდან ავტომობილების იმპორტი იზრდება. ამ ფაქტს ორი მიზეზი აქვს. ერთია, რომ ემბარგოს მოხსნის შემდეგ ამ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირები უფრო გაღრმავდა, მეორე მხრივ რუსული რუბლის დოლართან გაუფასურებამ უცხოური წარმოების მეორადი ავტომანქანები გააიაფა და ქართველმა დილერებმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.08.2016
პენსიონერებისთვის "ღირსეული" სიბერის შესაქმნელად მთავრობამ ახალი პროგრამა მოიფიქრა. "ცხოვრება გრძელდება" - ამ ლოზუნგის ფარგლებში მეწარმეებმა პენსიონერების დასაქმება უნდა შეძლონ. სახელმწიფო კი მათ ამისთვის გარკვეულ შეღავათებს ჰპირდება. ჯერჯერობით ამ ინიციატივის უფრო მეტი დეტალი ცნობილი არ არის.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.08.2016
4 წელიწადში საშუალო ხელფასი 28%-ით გაიზარდა, წლიური ინფლაცია თითქმის 4,5%-ით, ხოლო ლარის კურსი დოლარის მიმართ 30%-ზე მეტით გაუფასურდა. ფაქტობრივად, ამ 4 წლის განმავლობაში გაზრდილი ხელფასი გაზრდილმა ხარჯმა მთლიანად შთანთქა და შესაბამისად, ვერც ადამიანთა უმრავლესობის ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
|
მარი ჩიტაია 09.08.2016
სამშენებლო კომპანია "აქსისს" კლიენტი 100 000 დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. მოქალაქე ირაკლი დეკანოზიშვილის თქმით, კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულება და მის მიერ გადახდილი თანხა არამიზნობრივად დახარჯა. "აქსისის" ხელმძღვანელს სხვა არგუმენტი აქვს. გიორგი კაპანაძე ირწმუნება, რომ დაირღვა მხოლოდ ვადასთან დაკავშირებული პირობა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და შემდეგში გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. კაპანაძე აცხადებს, რომ კომპანია პირობას შეასრულებს და 2017 წლის ბოლომდე ირაკლი დეკანოზიშვილი, რამდენიმე სხვა მოქალაქესთან ერთად, კუთვნილ ბინას მიიღებს.
|
მარი ჩიტაია 09.08.2016
შავი ზღვისპირა კურორტ განმუხურში ხალხი სახლებს ვერ აქირავებს. ეს მაშინ, როცა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე დასასწრებად კურორტი 40 ათასამდე სტუმარს ელოდებიან. ამ დროისთვის სანაპირო ზოლი მთლიანად გადავსებულია, თუმცა დამსვენებლები კურორტს ან ერთჯერადი ვიზიტით სტუმრობენ ან კარვებში რჩებიან, რომელიც სანაპიროს ტერიტორიაზე ასობითაა.
|
ელზა წიკლაური 09.08.2016
რუსეთში ეკონომიკური კრიზისი მძაფრდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის 41,4%-ს საკვებისა და სამოსის შესაძენად ფული უკვე აღარ ჰყოფნის, ისინი თავს ღარიბებად თვლიან. სოციალი მდგომარეობის დამძიმებას აღიარებს ოფიციალური მოსკოვიც, ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ თუ რადიკალური ეკონომიკური რეფორმები არ გატარდა, 2017 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ხელფასების გაცემა ვერ მოხერხდეს.
|
ნინო ქეთელაური 08.08.2016
"მსგავსი პოლიტიკური ქმედებები ამჟამად მხოლოდ კრემლს ახარებს, რადგან ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური, რაც დაგვავიწყებს ვიზალიბერალიზაციას, ნატოს და ა.შ.", - ასე აფასებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი გასულ კვირას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს.
|
ეკატერინე ბასილაია 08.08.2016
მსოფლიო საპატრიარქომ, მოსკოვისთვის მიცემული დაპირების მიუხედავად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მუშაობა აქტიურად დაიწყო და ოკუპირებულ აფხაზეთში ამ პროცესს დიდი ინტერესით შეჰყურებენ, რადგან უკრაინის სტატუსის გადაჭრის კვალდაკვალ იმედს არ კარგავენ, რომ აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალიის ან ავტონომიის საკითხიც დადგეს კონსტანტინოპოლის დღის წესრიგში.
|
თიკო ოსმანოვა 08.08.2016
თამარ ჩუგოშვილი თუ გია ვოლსკი - "ქართული ოცნება" მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე ვერ თანხმდება. "მთელი კვირის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ პოსტისთვის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ თამარ ჩუგოშვილს ამზადებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კი კოლეგებს მის კანდიდატურას სთავაზობს. თუმცა თავად საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე კონსულტაციების მიმდინარეობას უარყოფენ.
|
სალომე სარიშვილი 08.08.2016
"ჩვენი შტაბი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს შიდა მოკვლევებზე. ზუსტად ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვიცი, რომ "ეროვნული ფორუმი" არ განიხილავს სხვა ვერსიას გამარჯვების გარდა," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე, რომელსაც წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|