ლიკა გურაბანიძე
12.08.2016

 სამხედრო ანალიტიკოსი, ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. მისი თქმით, რუსეთ-თურქეთს შორის მეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება საქართველოზე დადებითად არ აისახება.

ლიკა გურაბანიძე
12.08.2016

 "რესპუბლიკელები" თითქოს ოლიმპზე თუ ღრუბლების ზემოთ სხედან და ქვემოთ გვმოძღვრავენ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკის თინა ხიდაშელის კრიტიკას, რომელიც მან საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატა.

მაკა ხარაზიშვილი
12.08.2016

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების უმოქმედობა ზონების ოპერატორებს ბრალდება. თიზ-ებს შორის ყველაზე პერსპექტიული ფოთის ზონა იყო, რომელიც უპატრონოდ არის მიგდებული, თუმცა ინვესტორები დიდად საქართველოში მიმოფანტულ არც სხვა ზონებს სწყალობენ.

ელზა წიკლაური
12.08.2016

 ჯანდაცვის უწყება ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს იქნება საწყისი ეტაპი იმისა, რომ მალე უკლებლივ ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა. ელექტრონული რეცეპტების სისტემის შემოღებას სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ეს საქართველოში არ იმუშავებს. ახალი სისტემით, პაციენტსა და ექიმს შორის კონტაქტი შესაძლოა, მხოლოდ დისტანციურად შედგეს და წამალი ადამიანმა ექიმთან გასინჯვის გარეშეც იყიდოს.

მარი ჩიტაია
12.08.2016

 თბილისსა და რეგიონებში გარემოვაჭრეების რაოდენობა დიდი სისწრაფით მატულობს. აკრძალვის მიუხედავად, ხალხი გარე ტერიტორიებზე ვაჭრობას ნებისმიერი საშუალებით ცდილობს. მათი სიმრავლე წინასაარჩევნოდ ყოველთვის შესამჩნევია, მით უმეტეს, ზაფხულის პერიოდში. მოწეულ პროდუქტს თუ იაფ საქონელს ყიდიან თითქმის ყველგან, სადაც კი ხალხმრავლობაა და გაყიდვის ელემენტარული პირობა მაინც აქვთ.

ია აბულაშვილი
12.08.2016

 მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში საქართველოს ძირძველი ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ისტორიასა და იმაზე, თუ რა ძალისხმევა დასჭირდათ ჩვენს წინაპრებს, ეს ქალაქები მსხვილ სამრეწველო ქალაქებად ექციათ, ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება.

ვახტანგ შამუგია
12.08.2016

 რეგიონებსა თუ ქალაქებში ხშირად ვხვდებით ჯგუფ-ჯგუფად მოსიარულე, უზარმაზარ ზურგჩანთიან უცხოელებს, რომლებიც თავიანთი ფოტოაპარატებით სურათებს ყველასა და ყველაფერს უღებენ. დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა ტურისტების სიმცირეს არ უჩივის - ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით ზაფხულში მატულობს.

ნინო ქეთელაური
11.08.2016

 საქართველოში მოტოციკლეტით საგზაო შემთხვევათა რაოდენობა ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდება - ამის შესახებ "რეზონანსს" ნაციონალური მოტოსპორტის ფერედაციის პრეზიდენტმა განუცხადა.

ლიკა გურაბანიძე
11.08.2016

 საქართველოში ჭარბი წონა და სიმსუქნე 5 წლამდე ასაკის ბავშვების, ბოლო, 2009 წლის მონაცემით, 19.9%-ს აღენიშნება. მეცნიერთა აზრით, მსოფლიოში უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ბავშვებში ჭარბი წონის შემთხვევები გასამმაგდა.

თიკო ოსმანოვა
11.08.2016

 ამ არჩევნებზე მეორე ტურის უპრეცედენტო რაოდენობაა მოსალოდნელი - ასეთია პოლიტოლოგ-ექსპერტების პროგნოზი არჩევნებამდე 2 თვით ადრე. ანალიტიკოსები "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს იწუნებენ და პირველ ტურში მათ გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებენ. ექს-პრემიერის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მაჟორიტარებით გამარჯვება შესაძლოა, მხოლოდ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში შეძლოს.

ეკატერინე ბასილაია
11.08.2016

 რუსეთი რეგიონში უფრო და უფრო მეტ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კავშირს აბამს და შესაძლოა, მალე რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი და ასევე თურქეთი ერთ ეკონომიკურ გუნდად მოევლინოს დასავლეთს, რასაც პუტინის მხრიდან დიდ გეოპოლიტიკურ ინტრიგად აფასებს დასავლური მედია, ხოლო თავად რუსულ და აზერბაიჯანულ პრესაში კი აღფრთოვანებით იწერება, რომ რეგიონში მალე გეოპოლიტიკური რუკა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

ნინო ქეთელაური
11.08.2016

ქორწინების განსაზღვრების მომხრე საინიციატივო ჯგუფი, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებს. როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, აქციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მიმდინარეობს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და რესპუბლიკური პარტიისა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×