მარი ჩიტაია 10.08.2016
უკრაინიდან იმპორტის შეზღუდვა საქართველოში პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. არ არის გამორიცხული, მარაგის მხრივ დეფიციტიც შეიქმნას, რაზეც იმპორტიორები უკვე ალაპარაკდნენ. უცნობია, როდის დაიძვრება უკრაინის ილიჩევსკის პორტში გაჩერებული ტვირთი და რა საშუალებას მიმართავენ ბიზნესმენები, რომელთაც, ალტერნატიული გზის გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო გადასახადი 12%-ით გაუძვირდებათ.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.08.2016
4 წელიწადში აჭარაში სამორინეების რიცხვი 23-ს მიაღწევს. შეზღუდვებზე საუბრის პარალელურად, ეს ბიზნესი უფრო და უფრო ფართოვდება. აჭარის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამორინეებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს, ვინაიდან ტურისტები ბათუმს ყველა სეზონზე სტუმრობენ.
|
ნათია ლომიძე 10.08.2016
ზაფხული ის პერიოდია, როდესაც დედაქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელი უნდა იყოს, თუმცა ის აგვისტოშიც ისეთივე სავსეა, როგორც დანარჩენი სამი სეზონის განმავლობაში. თბილისელები, სხვადასხვა პრობლემის გამო, ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებენ. ამიტომ ისინი ცდილობენ, დედაქალაქის ირგვლივ ისეთი ზონებს მიაშურონ, სადაც სიცხისგან გათანგულები ცოტათი განიტვირთებიან. უმრავლესობისთვის აუზზე სიარულიც კი წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ თბილისში ჩარჩენილთათვის ლისის ტბა და თბილისის ზღვა ყოველდღიური სტუმრობის ადგილად იქცა.
|
ელზა წიკლაური 10.08.2016
წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი შენელდება, თუმცა, განსხვავებით სხვა წლებისგან, ვარდნა საგანგაშო არ იქნება. ინვესტორები კი, რომლებსაც საქართველოში ფულის დაბანდება აქვთ გადაწყვეტილი, ოქტომბრის ბოლომდე დაიცდიან. ანალიტიკოსების თქმით, ამის მიზეზი მშვიდი პოლიტიკური სიტუაციაა და ამასთან, მოლოდინი იმისა, რომ ძირეული ცვლილება პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მოხდება.
|
ლიკა გურაბანიძე 10.08.2016
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, შემოსულ წინადადებაში წარმოდგენილი ფორმულირება რეფერენდუმს არ ექვემდებარება, ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. საპასუხოდ კი რეფერენდუმის ინიციატორები აცხადებენ, რომ მომხრეებს მობილიზებისკენ მოუწოდებენ და ამას მასობრივი პროტესტი აუცილებლად მოჰყვება.
|
რეზონანსი 10.08.2016
ჩვენი განცხადების მიზანია, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ "ნაციონალური მოძრაობის" სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე.
|
ვახტანგ შამუგია 10.08.2016
თურქეთი სულ უფრო შორდება ევროპას და სულ უფრო ეკვრის რუსეთს, ასე შეაფასეს დასავლელმა ანალიტიკოსებმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანის ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში, სადაც იგი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
|
ლიკა გურაბანიძე 09.08.2016
 აფხაზეთში სოხუმისათვის სახელის გადარქმევაზე მსჯელობენ. სოხუმის უნივერსიტეტის დოცენტი, იურისტი რამგარ მარშანი მიიჩნევს, რომ სოხუმს "ამრა" უნდა ეწოდოს. ამ მოსაზრებას აფხაზეთში გარკვეული რაოდენობის მომხრეები ჰყავს, თუმცა, ისტორიკოსები და ექსპერტების სხვადასხვა მიზეზების გამო, სოხუმისათვის სახელის გადარქმევას გამორიცხავენ.
|
ია აბულაშვილი 09.08.2016
დღეს სანკტ-პეტერბურგში, რვათვიანი კრიზისისა დაძაბულობის შემდეგ, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად პირისპირ შეხვდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ძირითადად განიხილება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის პოლიტიკური დათბობა, ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგიონული უსაფრთხოების ახალი მოდელის ჩამოყალიბება.
|
თიკო ოსმანოვა 09.08.2016
გენდერული დისბალანსი "ქართულ ოცნებაში" - ამ ეტაპისთვის მმართველმა პარტიამ 44 მაჟორატარობის კანდიდატი დაასახელა და მათ შორის არცერთი ქალი არ არის. სახელისუფლებო პარტიაში ამას რეგიონებში გამეფებულ პატრიარქატს უკავშირებენ და იმედოვნებენ, რომ არსებულ დისბალანს საარჩევნო სიით გამოასწორებენ.
|
სალომე სარიშვილი 09.08.2016
"ადმინისტრაციული რესურსის გამოყნება, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა და წინასაარჩევნო აგიტაცია," - ეს იმ სავარაუდო დარღევევათა ჩამონათვალია, რომელიც არჩევენებამდე ორი თვით ადრე საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგაც გამოიკვეთა.
|
ნინო ქეთელაური 09.08.2016
"ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სოციალური დახმარებების მოხსნის მუქარას მასობრივი სახე აქვს. შინაარსი არის ერთი და იგივე - თუ ჩვენი პარტიის წევრია, დატოვონ პარტია, თუ მხარდამჭერია, შეწყვიტონ ჩვენი მხარდაჭერა", - ამის შესახებ პარტიის - "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" საუბრობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|